„ჩვენს ოჯახში ვეება კატლეტი კეთდებოდა, თან იმდენი - 120 კაცს რომ გააძღობდა“ - ნუგზარ კვაშალი თავისი ოჯახისა და გურმანობის შესახებ
შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ნუგზარ კვაშალისა და მისი ოჯახის კულინარიული ტრადიციების შესახებ მართლაც ლეგენდები დადის. ცნობილი მომღერალი დიდი გურმანია და ეგზოტიკური სამზარეულოს დიდი თაყვანისმცემელი.
ბატონო ნუგზარ, იქნებ მოგვითხროთ თქვენი ოჯახის კულინარიული ტრადიციების შესახებ?
საერთოდ, ტრადიციები გამოიხატება ადამიანის ფიზიკურ აღნაგობაზე. ჩვენთან ყველა ოჯახის წევრი იყო 100 კილოზე მაღლა. აი, მეც ამხელა ვარ, რადგან ასაკში ვეღარ ერევი მადას. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ჩვენი ოჯახი ქალაქში და საქართველოს მასშტაბით გამორჩეული და ცნობილი იყო პურმარილის, კერძების რაოდენობის, მისი მომზადების და ათვისების სიუხვით. აი მაგალითად დადიოდა ლეგენდები ჩვენი ოჯახის ქვაბზე. ქვაბი იყო ძალიან დიდი. ერთხელ გარდაიცვალა მეზობელი და 120 კაციანი ქელეხისათვის საჭირო გახდა კერძის მომზადება. ქვაბი წაიღეს. როცა დააგვიანდათ მოტანა, ბებიაჩემმა დაურეკა, მოიტანეთ რაა ქვაბი, ბავშვები მშიერი მყავსო. იმ ქვაბში ჩვენი ყოველდღიური სადილი მზადდებოდა.
როგორც ვიცი, მრავალსულიანი ოჯახი გქონდათ...
დიახ, ოჯახში ბევრნი ვიყავით. მე დაახლოებით 11 კაცი მახსოვს. ბაბუაჩემი იტყოდა ხოლმე – აბა, ის რა ოჯახია სადილზე 10 კაცზე ნაკლები რომ მოიყრის თავსო! მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, რაც თავი მახსოვს, ყოველ შაბათ კვირას ჩვენთან პურმარილი იშლებოდა. მოდიოდნენ გვიან არ გაუშვებდნენ. ღამით ტუალეტში რომ გავდიოდი, ვიღაცეებს გადავაბიჯებდი ხოლმე. ყველაფერი ოჯახში მზადდებოდა, ვინაიდან დიასახლისის მომზადებულ პურმარილზე სტუმრის მოწვევა გაცილებით საპატიო და პრესტიჟული იყო. შეიძლება რესტორანშიც დაგეპეტიჯა, მაგრამ ოჯახში რომ კაცს მოიწვევდი ეს გაცილებით დიდ პატივისცემაზე მიუთითებდა. ასეთ ტრადიციულ ოჯახებში პურმარილის მოსაწყობად შერჩეული იყო ყველაზე დიდი ოთახი, "ზალა" და ამ ფართის მიხედვით იგეგმებოდა, რა მასშტაბის ქეიფი უნდა მომზადებულიყო, რა რაოდენობის და რამდენი თავი საჭმელი უნდა ამშვენებდეს სუფრას. ჩვენ დიდი ბინა გვქონდა და კერძების ულუფებიც გრანდიოზული იყო. ჩემი ქორწილი გადავიხადეთ ჩემს სახლში. მოვცალეთ ოთახები და ყველგან გაიშალა სუფრა. მშვენიერი დროც გავატარეთ.
თუ არსებობდა რაღაც ფორმულა, რისი მიხედვითაც იგეგმებოდა წვეულების მენიუ?
ყველაფერი მზადდებოდა უხვად იმ პრინციპით, რომ, როგორც იტყვიან – "ჯერ თვალი ჭამსო." ასე მომზადებული კერძები მეორე დღისთვისაც ვარგოდა. მე განსაკუთრებით მიყვარს ქეიფის მეორე დღეს გაცხელებული კერძები, განსაკუთრებით გაცხელებული გოჭი, გაპიწკინებული ხაჭაპური...
უფრო სხვანაირი გემო აქვს. დედაჩემი კახელი იყო და მახსენდება კახური ხაშლამის არაცვეულებრივი დიდი ნაჭრები, მართლა ნივაში რომ გაცვლიდი, უშველებელი დედლები.... ჩვენ ყველა დიდი ტანის ვიყავით და ბაბუაცემი ყველაფერს დიდს ყიდულობდა. ოჯახი გვქონდა ჭეშმარიტად "სმა-ჭამის აკადემია", მამაჩემი კი ამ აკადემიის რექტორი. ტრადიციულად სუფრას თავისი წესები ჰქონდა, ანუ როდის რა კერძი უნდა შემოეტანათ. მამაჩემი მასწავლიდა, რომ თამადამ უნდა იცოდეს, რის მერე რა შემოიტანონ, განსხვავებული სასმისის მერე რა უნდა დააყოლო, რომ სასმელი შეგერგოს, დალევა შეძლო, ყველა სტუმარი გააცილო და გემის კაპიტანივით ბოლომ დატოვო სუფრა. ჩვენს ოჯახში პატივს სცემდნენ სტუმრებს, მაგრამ იყვნენ გამორჩეულებიც, ვისაც კაი სმა-ჭამის ტავი ჰქონდათ. ერთერთი მათგანი იყო დიდი მსახიობი აკაკი კვანტალიანი, რომელმაც ჭამის დროს ზომა არ იცოდა. ადრე ბებიაჩემი "კერასინკაზე" დედალს ხარშავდა და საათნახევარში ისეთი პურმარილი იყო მზად, რომ არაფერი შეედრებოდა. დრეს რაღაცნაირად შეიცვალა პურმარილის ტრადიციები.
რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?
მე მიყვარს კარგი ღვინო. ყველაზე მეტად კახური გლახური ტანინიანი ღვინო მიყვარს. განსხვავებული სასმისები მიყვარს განსხვავებული ფორმის და არა ზომის. მიუღებელია და ცუდ ტონს წარმოადგენს დაძალება და "მოქეიფეების დაწვენა", ანუ მაგრად დათრობა.
ამბობენ, რომ მამაკაცებს კერძების მომზადება განსაკუთრებით ეხერხებათ, თქვენს ოჯახში თუ იყო ამგვარი ტრადიცია?
ვინც ჩვენს ოჯახს იცნობს, ემახსოვრება, რომ მამაჩემი არა მარტო დიდი გურმანი იყო, არამედ თვითონ ამზადებდა კერძებს. დედას არ უშვებდა სამზარეულოში. მე ისე ვერ გამომდის. გაზქურაში ისეთ მწვადს წვამდა, ზოგი წალამზე ვერ შეწვავს მაგისთანას. მაცივარში ყოველთვის გვქონდა გამზადებული ხორცი. სტუმარი რომ მოვიდოდა, ერთ საათში მწვადი უკვე მზად იყო!
თვლით თუ არა თავს ნამდვილ გურმანად?
მე ყველა გაგებით გურმანი ვარ. მიყვარს ჭამა და თანაც ვარ გურ(გურული) მან(კაცი)! საქართველოს ყველა კუთხეს თავისი პეწი აქვს. თითოეული კუთხე ტრადიციული პურმარილით იწონებს თავს და ვერ იტყვი, რომელი უკეთესია. ეს ყველაფერი კი შეკრებილია ერთად თბილისში, სადაც საბოლოო სახე მიიღო. ქართული სუფრა უბრალო რამ არაა, ქართველი კაცი უამისოდ ვერ ცხოვრობდა, ტრადიციულად აქ წყდებოდა ომიც, მშვიდობა და ქორწილიც, ბედნიერებაც და უბედურებაც. მე მამაჩემს ერთ რამეში ძალიან ვგავარ, რაც არ უნდა გამაძღარი იყოს ადამიანი და დამიჯდეს გვერდით, როცა ვჭამ, აუცილებლად მადაზე მოვიყვან. ზოგიერთივით არ ვიცი საჭმელში ქექვა იმის შიშით, რომ რაღაც "აღმოვაჩინო". ალბათ ამიტომაც არასოდეს არაფერი შემხვედრია.
თქვენს ოჯახში თუ იყო რომელიმე საფირმო კერძი?
ჩვენს ოჯახში ვეება კატლეტი კეთდებოდა, თან იმდენი - 120 კაცს რომ გააძღობდა. თითო კატლეტი იმხელა იყო, სამი ბავშვი ძლივს ერეოდა!
თქვენ თუ გეხერხებათ სამზარეულოში ფუსფუსი?
მე ძირითადად "საგასტროლო" მენიუ ვიცი, ანუ სახელდახელოდ მოსამზადებელი კერძები. ესენია მოწოწლიკი (სოსისი) და ერბოკვერცხი.
ეგზოტიკური კერძების მოყვარული თუ ხართ და რა გაგისინჯავთ?
მე არა ვარ ზიზღიანი. რომელ ქვეყანაშიც ვყოფილვარ, აუცილებლად გამისინჯავს იქაური კერძები, რა უჩვეულო და უცნაურიც გინდა იყოს. ამასთანავე ინდაურივით პირდაპირ კი არ ვყლაპავ, აუცილებლად ჯერ ვაგემოვნებ. გამისინჯავს ბაყაყი, კუს წვნიანი, ზღვის პროდუქტები – მოლუსკები, უგემრიელესი ლოკოკინები და მიდიები. კუბაში ძალიან პოპულარულია კრევეტები. გასინჯული მაქვს ძაღლის ხორცი, რომელიც ჯერ ვჭამე და მერე გავიგე რაც იყო, თუმცა ამან სულ არ იმოქმედა ჩემზე. ასევე უგემრიელესი აღმოჩნდა შემწვარი მინდვრის ვირთხები, ნუტრია, რომელიც დელიკატესია. ერთერთი გასტროლის დროს ვნახე პეპლებისმჭამელი კაცი. მას სიბნელეში თაფლიანი ჯამი ედგა, რომელსაც შუქი ჰქონდა დანათებული. შუქზე მოფრინავდნენ სპეციალური პეპლები, თაფლში ვარდებოდნენ, ეწებებებოდნენ და ის კაცი კი გემრიელად მიირთმევდა. მე დავინტერესდი, მაგრამ ბიჭებმა მითხრეს, მაგას თუ გააკეთებ აღარ მოხვიდე ჩვენთანო. როგორც ამიხსნეს, ეს პეპლები დიდი რაოდენობით პროტეინებს შეიცავენ და ძალასა და ენერგიას აძლევს ადამიანს. გამისინჯავს ნიანგის ხორციც. ნიანგს ერთი საინტერესო თვისება გააჩნია – რისი ხორცითაც კვებავ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, იმის გემოს იძენს. ვაღიარებ, რომ უგემრიელესი ხორცი აქვს.
ქართული სამზარეულოდან რას გამოყოფდით?
კულინარიული სასწაულია ხინკალი. დღეს ხინკლის უამრავი სახეობა გამოჩნდა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ უკეთესია ის, რომელსაც უკეთესი გემო აქვს!
დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ამზადებს კერძს, რადგან ერთიდაეგივე ინგრედიენტებით, ერთიდაიგივე პირობებში ორი ადამიანი რომ გააჯიბრო, შედეგს სხვადასხვას მიიღებ. სტუმართმიყვარე და გულუხვი ადამიანი ყოველთვის გემრიელად ამზადებს.
მხიარული თავგადასავლები თუ გადაგხდენიათ მოგზაურობისას?
მახსოვს, კორეაში გვაჩუქეს ღვინო, რომელსაც ერქვა "კობრის სისხლი" და სუფრის კოვზით უზმოზე უნდა დაგველია, როგორც გამწმენდი საშუალება. ჩვენ თვრამეტი ვიყავით და იმავე საღამოს თვრამეტივე ბოთლი დაილია, რამაც მასპინძლები გააოგნა. ერთხელ მე და ჯემალ ბაღაშვილი გერმანიასი ნაბახუსევზე აფთიაქში შევედით და დავინახეთ "ბორჯომი." აფთიაქარმა აგვიხსნა, რომ ეს იყო წამალი და მიირება დანისნულების მიხედვით. ჩვენ, რასაკვირველია, ყური არ ვათხოვეტ და ბოთლით მოვიყუდეთ. ასეთი ვართ ქართველები, ყოველთვის მეტი და მეტი გვინდა, ზღვარი არაფერში ვიცით.
შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ნუგზარ კვაშალისა და მისი ოჯახის კულინარიული ტრადიციების შესახებ მართლაც ლეგენდები დადის. ცნობილი მომღერალი დიდი გურმანია და ეგზოტიკური სამზარეულოს დიდი თაყვანისმცემელი.
_ ბატონო ნუგზარ, იქნებ მოგვითხროთ თქვენი ოჯახის კულინარიული ტრადიციების შესახებ?
_ საერთოდ, ტრადიციები გამოიხატება ადამიანის ფიზიკურ აღნაგობაზე. ჩვენთან ყველა ოჯახის წევრი იყო 100 კილოზე მაღლა. აი, მეც ამხელა ვარ, რადგან ასაკში ვეღარ ერევი მადას. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ჩვენი ოჯახი ქალაქში და საქართველოს მასშტაბით გამორჩეული და ცნობილი იყო პურმარილის, კერძების რაოდენობის, მისი მომზადების და ათვისების სიუხვით. აი მაგალითად დადიოდა ლეგენდები ჩვენი ოჯახის ქვაბზე. ქვაბი იყო ძალიან დიდი. ერთხელ გარდაიცვალა მეზობელი და 120 კაციანი ქელეხისათვის საჭირო გახდა კერძის მომზადება. ქვაბი წაიღეს. როცა დააგვიანდათ მოტანა, ბებიაჩემმა დაურეკა, მოიტანეთ რაა ქვაბი, ბავშვები მშიერი მყავსო. იმ ქვაბში ჩვენი ყოველდღიური სადილი მზადდებოდა.
_ როგორც ვიცი, მრავალსულიანი ოჯახი გქონდათ...
_ დიახ, ოჯახში ბევრნი ვიყავით. მე დაახლოებით 11 კაცი მახსოვს. ბაბუაჩემი იტყოდა ხოლმე – აბა, ის რა ოჯახია სადილზე 10 კაცზე ნაკლები რომ მოიყრის თავსო! მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, რაც თავი მახსოვს, ყოველ შაბათ კვირას ჩვენთან პურმარილი იშლებოდა. მოდიოდნენ გვიან არ გაუშვებდნენ. ღამით ტუალეტში რომ გავდიოდი, ვიღაცეებს გადავაბიჯებდი ხოლმე. ყველაფერი ოჯახში მზადდებოდა, ვინაიდან დიასახლისის მომზადებულ პურმარილზე სტუმრის მოწვევა გაცილებით საპატიო და პრესტიჟული იყო. შეიძლება რესტორანშიც დაგეპეტიჯა, მაგრამ ოჯახში რომ კაცს მოიწვევდი ეს გაცილებით დიდ პატივისცემაზე მიუთითებდა. ასეთ ტრადიციულ ოჯახებში პურმარილის მოსაწყობად შერჩეული იყო ყველაზე დიდი ოთახი, "ზალა" და ამ ფართის მიხედვით იგეგმებოდა, რა მასშტაბის ქეიფი უნდა მომზადებულიყო, რა რაოდენობის და რამდენი თავი საჭმელი უნდა ამშვენებდეს სუფრას. ჩვენ დიდი ბინა გვქონდა და კერძების ულუფებიც გრანდიოზული იყო. ჩემი ქორწილი გადავიხადეთ ჩემს სახლში. მოვცალეთ ოთახები და ყველგან გაიშალა სუფრა. მშვენიერი დროც გავატარეთ.
_ თუ არსებობდა რაღაც ფორმულა, რისი მიხედვითაც იგეგმებოდა წვეულების მენიუ?
_ ყველაფერი მზადდებოდა უხვად იმ პრინციპით, რომ, როგორც იტყვიან – "ჯერ თვალი ჭამსო." ასე მომზადებული კერძები მეორე დღისთვისაც ვარგოდა. მე განსაკუთრებით მიყვარს ქეიფის მეორე დღეს გაცხელებული კერძები, განსაკუთრებით გაცხელებული გოჭი, გაპიწკინებული ხაჭაპური...
უფრო სხვანაირი გემო აქვს. დედაჩემი კახელი იყო და მახსენდება კახური ხაშლამის არაცვეულებრივი დიდი ნაჭრები, მართლა ნივაში რომ გაცვლიდი, უშველებელი დედლები.... ჩვენ ყველა დიდი ტანის ვიყავით და ბაბუაცემი ყველაფერს დიდს ყიდულობდა. ოჯახი გვქონდა ჭეშმარიტად "სმა-ჭამის აკადემია", მამაჩემი კი ამ აკადემიის რექტორი. ტრადიციულად სუფრას თავისი წესები ჰქონდა, ანუ როდის რა კერძი უნდა შემოეტანათ. მამაჩემი მასწავლიდა, რომ თამადამ უნდა იცოდეს, რის მერე რა შემოიტანონ, განსხვავებული სასმისის მერე რა უნდა დააყოლო, რომ სასმელი შეგერგოს, დალევა შეძლო, ყველა სტუმარი გააცილო და გემის კაპიტანივით ბოლომ დატოვო სუფრა. ჩვენს ოჯახში პატივს სცემდნენ სტუმრებს, მაგრამ იყვნენ გამორჩეულებიც, ვისაც კაი სმა-ჭამის ტავი ჰქონდათ. ერთერთი მათგანი იყო დიდი მსახიობი აკაკი კვანტალიანი, რომელმაც ჭამის დროს ზომა არ იცოდა. ადრე ბებიაჩემი "კერასინკაზე" დედალს ხარშავდა და საათნახევარში ისეთი პურმარილი იყო მზად, რომ არაფერი შეედრებოდა. დრეს რაღაცნაირად შეიცვალა პურმარილის ტრადიციები.
_ რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?
მე მიყვარს კარგი ღვინო. ყველაზე მეტად კახური გლახური ტანინიანი ღვინო მიყვარს. განსხვავებული სასმისები მიყვარს განსხვავებული ფორმის და არა ზომის. მიუღებელია და ცუდ ტონს წარმოადგენს დაძალება და "მოქეიფეების დაწვენა", ანუ მაგრად დათრობა.
_ ამბობენ, რომ მამაკაცებს კერძების მომზადება განსაკუთრებით ეხერხებათ, ტქვენს ოჯახში თუ იყო ამგვარი ტრადიცია?
_ ვინც ჩვენს ოჯახს იცნობს, ემახსოვრება, რომ მამაჩემი არა მარტო დიდი გურმანი იყო, არამედ თვითონ ამზადებდა კერძებს. დედას არ უშვებდა სამზარეულოში. მე ისე ვერ გამომდის. გაზქურაში ისეთ მწვადს წვამდა, ზოგი წალამზე ვერ შეწვავს მაგისთანას. მაცივარში ყოველთვის გვქონდა გამზადებული ხორცი. სტუმარი რომ მოვიდოდა, ერთ საათში მწვადი უკვე მზად იყო!
_ თვლით თუ არა თავს ნამდვილ გურმანად?
_ მე ყველა გაგებით გურმანი ვარ. მიყვარს ჭამა და თანაც ვარ გურ(გურული) მან(კაცი)! საქართველოს ყველა კუთხეს თავისი პეწი აქვს. თითოეული კუთხე ტრადიციული პურმარილით იწონებს თავს და ვერ იტყვი, რომელი უკეთესია. ეს ყველაფერი კი შეკრებილია ერთად თბილისში, სადაც საბოლოო სახე მიიღო. ქართული სუფრა უბრალო რამ არაა, ქართველი კაცი უამისოდ ვერ ცხოვრობდა, ტრადიციულად აქ წყდებოდა ომიც, მშვიდობა და ქორწილიც, ბედნიერებაც და უბედურებაც. მე მამაჩემს ერთ რამეში ძალიან ვგავარ, რაც არ უნდა გამაძღარი იყოს ადამიანი და დამიჯდეს გვერდით, როცა ვჭამ, აუცილებლად მადაზე მოვიყვან. ზოგიერთივით არ ვიცი საჭმელში ქექვა იმის შიშით, რომ რაღაც "აღმოვაჩინო". ალბათ ამიტომაც არასოდეს არაფერი შემხვედრია.
_ თქვენს ოჯახში თუ იყო რომელიმე საფირმო კერძი?
ჩვენს ოჯახში ვეებაკატლეტი კეთდებოდა, თან იმდენი - 120 კაცს რომ გააძღობდა. თითო კატლეტი იმხელა იყო, სამი ბავშვი ძლივს ერეოდა!
_ თქვენ თუ გეხერხებათ სამზარეულოში ფუსფუსი?
_ მე ძირითადად "საგასტროლო" მენიუ ვიცი, ანუ სახელდახელოდ მოსამზადებელი კერძები. ესენია მოწოწლიკი (სოსისი) და ერბოკვერცხი.
_ ეგზოტიკური კერძების მოყვარული თუ ხართ და რა გაგისინჯავთ?
_ მე არა ვარ ზიზღიანი. რომელ ქვეყანაშიც ვყოფილვარ, აუცილებლად გამისინჯავს იქაური კერძები, რა უჩვეულო და უცნაურიც გინდა იყოს. ამასთანავე ინდაურივიდ პირდაპირ კი არ ვყლაპავ, აუცილებლად ჯერ ვაგემოვნებ. გამისინჯავს ბაყაყი, კუს წვნიანი, ზღვის პროდუქტები – მოლუსკები, უგემრიელესი ლოკოკინები და მიდიები. კუბაში ძალიან პოპულარულია კრევეტები. გასინჯული მაქვს ძაღლის ხორცი, რომელიც ჯერ ვჭამე და მერე გავიგე რაც იყო, თუმცა ამან სულ არ იმოქმედა ჩემზე. ასევე უგემრიელესი აღმოჩნდა შემწვარი მინდვრის ვირთხები, ნუტრია, რომელიც დელიკატესია. ერთერთი გასტროლის დროს ვნახე პეპლებისმჭამელი კაცი. მას სიბნელეში თაფლიანი ჯამი ედგა, რომელსაც შუქი ჰქონდა დანათებული. შუქზე მოფრინავდნენ სპეციალური პეპლები, თაფლში ვარდებოდნენ, ეწებებებოდნენ და ის კაცი კი გემრიელად მიირთმევდა. მე დავინტერესდი, მაგრამ ბიჭებმა მითხრეს, მაგას თუ გააკეთებ აღარ მოხვიდე ჩვენთანო. როგორც ამიხსნეს, ეს პეპლები დიდი რაოდენობით პროტეინებს შეიცავენ და ძალასა და ენერგიას აძლევს ადამიანს. გამისინჯავს ნიანგის ხორციც. ნიანგს ერთი საინტერესო თვისება გააჩნია – რისი ხორცითაც კვებავ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, იმის გემოს იძენს. ვაღიარებ, რომ უგემრიელესი ხორცი აქვს.
_ ქართული სამზარეულოდან რას გამოყოფდით?
_ კულინარიული სასწაულია ხინკალი. დღეს ხინკლის უამრავი სახეობა გამოჩნდა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ უკეთესია ის, რომელსაც უკეთესი გემო აქვს!