3 გამაგრილებელი სასმლის რეცეპტი ქეთევან ხატიაშვილისგან - ჯანსაღი, გემრიელი და სასარგებლო - Gemrielia.ge

3 გამაგრილებელი სასმლის რეცეპტი ქეთევან ხატიაშვილისგან - ჯანსაღი, გემრიელი და სასარგებლო

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთევან ხატიაშვილი ყოველთვის არაჩვეულებირვ ფორმაშია, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის, სწორი კვებისა და ვარჯიშის შედეგია. ქეთევან ხატიაშვილი gemrielia.ge-ის მკითხველს თავისი 3 საყვარელი გამაგრილებელი სასმელის რეცეპტს უზიარებს, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით და მათ მომზადებს სახლის პირობებშიც მარტივად შეძლებთ.

 

1.    პიტნის ცივი სასმელი


ყველაზე მარტივი და სწრაფად მოსამზადებელია. ამისთვის დაგჭირდებათ: 


•    1 ჭიქა წყალი
•    ორი ნაჭერი ლიმონი
•    პიტნა
•    ყინული (სურვილისამებრ)

 

Image result for mint and lemon water

 

ეს სასმელი ძალიან გემრიელიცაა და წყლის ნაცვლადაც ძალიან კარგია, ორგანიზმსა და გონებას აფხიზლებს. მოკლედ, დღის დასაწყებად იდეალური ვარიანტია.

 

2.    ბანანის სმუზი


ძალიან გემრიელი და არომატულია, მით უმეტეს, თუ ბანანი გიყვართ. მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


•    ორი ბანანი
•    ერთი ჭიქა რძე
•    ნაყინი (სურვილისამებრ)
•    ყინულის კუბიკები

 

 

ინგრედიენტები ბლენდერში ავდღვიბოთ და მზად არის. თუკი ბანანს წინასწარ გაყინავთ, უფრო სქელი კონცენტრაციისა და ცივ მასას მიიღებთ. ბანანი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, ბევრ ვიტამინს და ასევე, „სიხარულის ჰორმონს“ შეიცავს, რაც თქვენს განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს.

 

3.    კენკრის სმუზი


კენკრა მიყვარს და მისგან ხშირად ვამზადებ გამაგრილებელ სასმელებს. კენკრის სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


•    ჟოლო (დაახლოებით, 100გ)
•    მარწყვი (5-6 ცალი)
•    ნაყინი (სურვილისამებრ)
•    ერთი ჭიქა რძე 
•    ყინულის კუბიკები

 

Image result for berry smoothie

 

ყველა ინგრედიენტი დავაბლენდეროთ და მზად არის. ჟოლო და მარწყვი მდიდარია ვიტამინებითა და სასარგებლო მინერალებით. უფრო მეტიც, ჟოლო ახალგაზრდობის შენარჩუნებაშიც გვეხმარება, რადგან ისეთ ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც კანის ტონუსზე, სიმკვრივესა და სიგლუვეზე აგებენ პასუხს.

 

სამივე კოქტეილი ძალიან გემრიელი და რაც მთავარია, სასარგებლოა. გემრიელად მიირთვით!