დეტოქს წყალი მათთვის,ვისაც ზაფხულში ორგანიზმის გაწმენდა სურს
უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ,რომ ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის საჭირო რაოდენობის მიღება. ზოგ ადამიანს არ უყვარს წყალი,თუმცა არსებობს უამრავი სასმელი,რომელიც წყლის ფუნქციასაც ასრულებს და თანაც გვეხმარება ორგანიზმიდან მავნე ტოქსინებისა და შლაკების მომზადებაში.
დღეს შემოგთავაზებთ სმუზის რეცეპტს,რომლის მოსამზადებლად 2 წუთი და რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო.
დაგჭირდებათ:
- ნიახური - 4 ღერო
- კიტრი - 1 ცალი
- კეჟერა კომბოსტო - 60 გ
- მწვანე ვაშლი - ნახევარი
- ლაიმი - ნახევარი
- ქოქოსის ზეთი - 1 ს/კ
- ნუშის რძე - 125 მლ
- ანანასი - 225 გ
რაც შეეხება მომზადებას, უბრალოდ ყველა ინგრედიენტი უნდა დააბლენდეროთ.