Bocuse d'Or-ის შესარჩევი ეროვნული კონკურსი დაიწყო! - Gemrielia.ge

Bocuse d'Or-ის შესარჩევი ეროვნული კონკურსი დაიწყო!

Bocuse d'Or 30-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტია, რო­მე­ლიც თავს უყ­რის ოთხი კონ­ტი­ნენ­ტის გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ერ შეფ-მზა­რე­უ­ლებს.

ჩემ­პი­ო­ნა­ტი ატა­რებს საფ­რან­გე­თის კუ­ლი­ნა­რი­ის „პა­პის“, პოლ ბო­კუ­ზის სა­ხელს, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ად­გილს იკა­ვებს გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სამ­ყა­როს ის­ტო­რი­ა­ში. სწო­რედ მას უკავ­შირ­დე­ბა ბო­კუზ-დო­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შექ­მნა და უმაღ­ლე­სი ჯილ­დო - “ოქ­როს ბო­კუ­ზი”.

ბო­კუზ დო­რის ფი­ნა­ლი 2 წე­ლი­წად­ში ერთხელ საფ­რან­გე­თის გას­ტრო­ნო­მი­ულ დე­და­ქა­ლაქ ლი­ონ­ში ტარ­დე­ბა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ეტა­პი­ა­ნი შიდა შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რის შემ­დეგ, კონ­კურ­სან­ტე­ბი უმაღ­ლე­სი ჯილ­დოს - “ოქ­როს ბო­კუ­ზის” მო­სა­პო­ვებ­ლად იბ­რძვი­ან. ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბა, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ფე­ნის Sirha-ს ფარ­გლებ­ში.

 

ბო­კუზ დო­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტი თავს უყ­რის 24 შეფ-მზა­რე­ულს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან, რომ მათ 5 სა­ა­თი­სა და 35 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე მო­ამ­ზა­დონ შთამ­ბეჭ­და­ვი და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი კერ­ძე­ბი.

ჟი­უ­რი კერ­ძებს აფა­სებს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის მი­ხედ­ვით: კერ­ძის არო­მა­ტე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბით, მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კით, გუნ­დის მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბი­თა და კერ­ძე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით.

მა­ყუ­რებ­ლე­ბის ენ­თუ­ზი­აზ­მი და მუხ­ტი შე­ჯიბრს გან­სა­კუთ­რე­ბულ ეფექტს მა­ტებს. ათა­სო­ბით მოყ­ვა­რუ­ლი ეს­წრე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბას და მხარს უჭერს საყ­ვა­რელ შეფ-მზა­რე­ულ­სა და თუ ქვე­ყა­ნას. ფრი­ა­ლებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დრო­შე­ბი, ის­მის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ჰიმ­ნე­ბი და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი.

2019 წლის 2 და 3 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სი პირ­ვე­ლად უმას­პინ­ძლებს Bocuse d’Or Georgia-ს პირ­ველ ეროვ­ნულ შე­სარ­ჩევ კონ­კურსს, რო­მე­ლიც კან­დი­და­ტებს მო­ამ­ზა­დებს ევ­რო­პის კონ­ტი­ნე­ტუ­რი შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის­თვის და შემ­დეგ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ფი­ნა­ლის­თვის - Bocuse d’Or 2021.

Bocuse d’Or Georgia-ს ფარ­გლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 აპ­ლი­კან­ტი­დან შე­ირ­ჩე­ვა 8 მო­ნა­წი­ლე. მათ­გან ახალ­გაზ­რდა ენ­თუ­ზი­ას­ტი შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი, ვინც შეძ­ლებს და ჟი­უ­რის და­არ­წმუ­ნებს თა­ვი­ანთ გულ­მოდ­გი­ნე­ო­ბა­სა და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად კი გა­ი­მარ­ჯვებს ნა­ცი­ო­ნა­ლურ შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო წა­რად­გი­ნოს ბო­კუზ დო­რის კონ­ტი­ნენ­ტურ კონ­კურ­სზე ტა­ლინ­ში 2020 წლის ივ­ნის­ში.

ევ­რო­პის შე­სარ­ჩევ­ში წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზო­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მარ­ჯვე­ბულს წი­ლად ხვდე­ბა 2021 წლის იან­ვარ­ში, ქ. ლი­ონ­ში Bocuse d’Or -ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნალ­ზე გა­ემ­გზავ­როს.

შერ­ჩე­უ­ლი რვა მო­ნა­წი­ლე მი­ი­ღებს გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას. მათ პი­როვ­ნუ­ლო­ბას მი­ექ­ცე­ვა ზუს­ტად ისე­თი­ვე ყუ­რა­დღე­ბა, რო­გორც მათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და ოს­ტა­ტურ ტექ­ნი­კებს. ეროვ­ნუ­ლი შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი მო­ნა­წი­ლე­ებს და დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­დე­ბა და­უ­ვი­წყარ ემო­ცი­ებ­სა და პერ­ფორ­მანსს.