თუ გიყვართ ატამი, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია!
მოვიდა ზაფხული და დახლები აჭრელდა სეზონური ხილის ნაირსახეობებით. სხვა წვნიან, ტკბილ და სასაგებლო ხილთან ერთად, ატამი საპატიო ადგილს იკავებს ბაზრებსა თუ მაღაზიებში. ატამი ხეხილოვანი მცენარეა, რომელიც ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ამ ხილის სამშობლო კი დიადი ჩინეთია. ეს ხილი ხელმისაწვდომია მაისიდან ოქტომბრამდე. ატამი შეიძლება მივირთვათ სხვადასხვა გზით. ის შეიძლება დაემატოს სალათებს ან მომზადდეს კოქტეილები, ასევე ატმისგან ამზადებენ სხვადასხვა დესერტებს, ჯემებს, მურაბებს, ჟელეებს და სხვა რეცეპტებს.
ატამი უფრო მეტია, ვიდრე მისი საოცარი გემო. ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებითა და სხვა ქიმიური ნივთიერებით დატვირთული ეს ხილი, უამრავ ჯანმრთელობის სარგებელს მოგიტანთ.
1. კარდიოვასკულური სარგებელი:
იმის გამო, რომ ატამი მდიდარია რკინითა და ვიტამინით K, ის ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ვიტამინი K ხელს უშლის სისხლის შედედებას, რითაც უზრუნველყოფს სხვადასხვა გულის დაავადებისგან დაცვას. რკინა საჭიროა სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებისათვის. უნარჩუნებს თქვენს სისხლს ჯანმრთელობას და ხელს უშლის ანემიას, რომელიც გამოწვეულია რკინის დეფიციტის გამო. ლიკოპენის და ლუტეინის შემცველობის გამო ატამი ასევე ამცირებს გულის შეტევის რისკს. ის ასევე შეიცავს კალიუმს, ელექტროლიტს, რომელიც არეგულირებს არტერიულ წნევას და ინარჩუნებს სითხის ბალანსს, რითაც აკონტროლებს გულისცემის მაჩვენებელს და უზრუნველყოფს ინსულტის თავიდან არიდებას.
2. კიბოს საწინააღმდეგო:
ატამი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით ქლოროგენური მჟავით, რომელიც კონცენტრირებულია ძირითადად მის კანსა და ქერქში. ცნობილია, რომ ამ ნივთიერებას გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. ისინი ასევე არიან A ვიტამინის წყარო, რომელიც უზრუნველყოფს ფილტვისა და პირის ღრუს დაცვას კიბოსგან.
3. თვალების ჯანმრთელობა:
ატამი არის ბეტა კაროტინის შესანიშნავი წყარო, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. ვიტამინი A მნიშვნელოვანია ბადურის ჯანმრთელობისთვის და მისი დეფიციტი იწვევს მხედველობის გაუარესებას. ამდენად, ატამი არის კარგი გზა ბეტა კაროტინის დონის შესანარჩუნებლად. იგი ასევე ხელს უშლის ღამის სიბრმავეს და ასაკთან დაკავშირებულ მაკულარულ დეგენერაციას.
4. ასუფთავებს თქვენს სისტემას:
ატმის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმიდან ტოქსინების და შლაკების გამოდევნას. კალიუმის და ბოჭკოს მაღალი შემცველობა ამცირებს კუჭის წყლულების, ანთების და თირკმლის დაავადებების რისკს. ატამი ასევე სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის პრობლემებისთვის, როგორიცაა გასტრიტი და კოლიტი. ჩინეთში, ატმის ჩაი გამოიყენება როგორც ბუნებრივი წამალი თირკმლის წმენდისა და დეტოქსიკაციისათვის. ატამი ხელს უშლის ჭიების გაჩენას კუჭში. განაგრძეთ კითხვა...