შინდის ჯემი ჯოზეფ სმიტისგან - სეზონის ჰიტი - Gemrielia.ge

შინდის ჯემი ჯოზეფ სმიტისგან - სეზონის ჰიტი

 

ჟურნალისტი, რადიოწამყვანი და სამოქალაქო აქტივისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი უკვე შვიდი წელია საქართველოში ცხოვრობს და ორი წლის წინ საქართველოს მოქალაქეც კი გახდა.
ამ ეტაპზე ჯოზეფი მარნეულში ცხოვრობს: „აქ იმიტომ გადმოვედი, რომ ეზოიანი სახლი მინდოდა, მაგრამ მთლად სოფელში არა. თან მსურდა, განსხვავებულ გარემოში აღმოვჩენილიყავი. აქ ადგილობრივი კულტურის მიმართულებით პროექტის კონცეპცია მაქვს და უკვე ვიწყებ ამაზე მუშაობას,“ - გვითხრა ჯოზეფმა.
მარნეულში სახლი იქირავა. ეზოში ხილის ხეები დახვდა: ვაშლის, ქლიავის, ლეღვის, შინდის... ჯემიც მარნეულის შინდისგან დაამზადა და ახლა gemrielia.ge-ის მკითხველს სწორედ მის რეცეპტს უზიარებს.

 

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


•    შინდი - 2 კგ
•    შაქარი - 2 კგ
•    წყალი - 2 ჭიქა
•    დარიჩინი
•    ანისი
•    კარდამონი (ილი)


მომზადების წესი: შინდი ვხარშოთ 10-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავაგრილოთ და საწურზე გავხეხოთ, რომ კურკები მოშორდეს. მიღებულ პიურეს დავუმატოთ შაქარი და წყალი და ვადუღოთ 30 წუთის განმავლობაში. სასურველ კონსისტენციამდე რომ მივა, დავუმატოთ სანელებლები.