ლაშა უჩავას დიეტა,რომლითაც ნუკი კოშკელიშვილმა ძველი ფორმა დაიბრუნა - Gemrielia.ge

ლაშა უჩავას დიეტა,რომლითაც ნუკი კოშკელიშვილმა ძველი ფორმა დაიბრუნა

ცოტა ხნის წინ, ნუკი კოშკელიშვილმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა,სადაც დეტალურად გვიზიარებს დიეტას,რომლითაც მან სასურველ წონას მიაღწია. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

"მოკლედ დიეტა. აი პირდაპირ გეუბნებით, სასწაულები არ ხდება, უნდა მართლა გქონდეს ნების ყოფა რომშედეგი მიიღო. მე ყველა დიეტა ვცადე რაც კი არსებობს და არაფერს მაძლევდა. მერე მივედი დიეტოლოგთან ლაშა უჩავა და მას მერე დაიძრა ჩემი საქმე. თავიდან ადვილია მერე უფრო და უფრო რთულდება. მე კიდევ ძალიან მაგრად მომიხდა ეს მოყინვა და ანტიცელიულიტური მასაჟი. მე საერთოდ ძალიან თონთლო ვარ წელს ქვემოთ და ცელიულიტიანი, ხოდა ამ მასაჟებმა მილაგა ყველაფერი. ახლა კიდევ ვაპირებ მისვლას რომ კურსი ჩავიტარო, მერე იქნებ ვიქტორია სეკრეტობასაც წამოვკრა ხელი ( ვხუმრობ). აქ დაგიწერთ მე რა დამიწერა ლაშამ და თუ გინდათ დაიცვით, თუმცა გირჩევთ მიხვიდეთ და თქვენთვის პერსონალურ პროგრამას შეგირჩევთ. ესეიგი პირველი ათი დღე:

დილას

10 სთზე 100 გ. ხაჭო + 150 გრ ხილი 1 საათზე ერთი კვერცხი+ ყველი + 200 გრ ბოსტნეული 4 საათზე მოხარშული ხორცი 150 გრ + ბოსტნეულის სუპი 7 საათზე 1 ნაჭერი ყველი + ორი კიტრი 9 საათზე 300 გრ კეფირი ყველაფერი უმარილოდ და უშაქროთ. ⬆️⬆️⬆️ ეს პირველი 10 დღე

მერე

10- 1 ც იოგურტი 13- 300 გრ ხილი 16- 150 გრ ხორცი, 1 ნაჭერი ყველი, 2 ც კიტრი 19- 250 გრ ბოსტნეულის სალათი 21- 300 მლ კეფირი ყველაფერი უშაქროდ და უმარილოდ, დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი ⬆️⬆️⬆️⬆️ ეს შემდეგი 10 დღე

მერე

10- 1 ც კიტრი, ერთი ნაჭერი ყველი 13- 200 გრ ხაჭო 16 - 150 გრ ხორცი, 1 ც კიტრი, 1 ც პომიდორი 19- 250 გრ ბოსტნეული და 2 ც კიტრი ⬆️⬆️⬆️⬆️ ესეც 10 დღე

და ბოლოს

1-3 დღე - 0,5 ლიტრი მაწონი, 200 გრ ხაჭო, 1 ც კვერცხი, 200 გრ ხორცი, 0,5 ლიტრი კეფირი

4-6 დღე - 0,5 ლიტრი მაწონი და 1,5 კგ ბოსტნეული

7-9 დღე - 0,5 ლიტრი მაწონი და 1,5 კგ ხილი

მე გირჩევთ ლაშასთან მისვლას იმიტომ რომ ჩემს მეგობრებს სულ სხვა დაუწერა და მაგრად დაიკლეს. სისხლზეა, ანალიზებზეა. მოკლედ მიდით, თუ მართლა გინდათ დაკლება მიდით. უბრალოდ უნდა დაიცვათ რასაც დაგიწერთ. პლიუს მე მომეწონა რომ მეკითხებოდა აბა ეს პროდუქტი თუ ეს, არაფერს გიწერს რაც გეზიზღება. ამ დროს ჩემ ქმარს სულ პურები დაუნიშნა, სისხლზეა და ანალიზებზე. მე ალკოჰოლი ამიკრძლა, ჩემ ქმარს ღვინო წიდელი შეიძლებაო. "