ესტონეთის ყველაზე ავთენტური პროდუქტის დაგემოვნება უკვე თბილისშიც შესაძლებელია - Gemrielia.ge

ესტონეთის ყველაზე ავთენტური პროდუქტის დაგემოვნება უკვე თბილისშიც შესაძლებელია

 

ესტონელებს თავიანთ ტრადიციულ პურთან ერთგვარი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ. ის ყოველდღიური რაციონის მთავარი შემადგენელი და კულტურული იდენტობის ნაწილია. არსებობს პურის მრავალი სახეობა, თუმცა ჭვავის პური ყველაზე განსაკუთრებულია.  

 


არაფერს აქვს ახალგამომცხვარ პურზე უკეთესი სურნელი.

 

ესტონელებს პური ახალ კულინარიულ საფეხურზე ჰყავთ აყვანილი.

ესტონურ ხორბალსა და პურს 1000 წლიანი ისტორია აქვს და იწყება პერიოდიდან, როდესაც ესტონეთი მთელს ევროპაში ხორბლის მთავარი ექსპორტიორი იყო. მას შემდეგ, პურის მირთმევა ესტონელებისთვის წმინდა რიტუალის ტოლფასია. ის შეგხვდებათ ყველა სუფრაზე და ამ რუხი ცომის უკან ყველა ოჯახის საკუთარი, გამორჩეული რეცეპტი და ტრადიცია იმალება.

 

ტრადიციებს შორის არის პურის კოცნაც, მას შემდეგ რაც ის ძირს შემთხვევით დაუვარდებათ, ეს ერთგვარი პატივისცემის გამოხატულებაა. ერთ-ერთი ტრადიცია ქორწინებას და ხელის თხოვნასაც უკავშირდება. არსებობს ასეთი ესტონური გამოთქმა "პანემე ლეივად უჰტე კაპპი," რაც ასე ითარგმნება "ჩვენ პური ერთ საპურეში უნდა შევინახოთ".

საზღვარგარეთ წასული ესტონელები, ხშირად ოჯახის წევრებს ტრადიციული პურის გაგზავნას სთხოვენ ხოლმე. ესტონელებისთვის პური არა მხოლოდ საკვები, არამედ სახლისა და სამშობლოს სიმბოლოა. 

 

თბილისი ჰილსის რესტორნის შეფ მზარეული ესტონელი ვლადისლავ ჯაცუკია, ცნობილი შეფი, bocuse d'or –ის გამარჯვებული, რომელსაც თბილისი იმდენად უყვარს, რომ გადაწყვიტა საკუთარი ქვეყნის ყველაზე საყვარელი ტრადიცია აქაც გადმოიტანოს. ამისთვის მას სპეციალურად თავის სამშობლოდან ჩამოაქვს ფქვილი და აცხობს ესტონურ პურს.

  თბილისი ჰილსი ამაყობს მჭიდრო ურთიერთობით ადგილობრივ ფერმერებთან, რაც ნიშნავს, რომ რესტორნის მენიუც სეზონურად, პროდუქტების მიხედვით შეიცვლება. ის რაც არასდროს შეიცვლება ის განსაკუთრებული პურია, დამზადებული იშვიათი ჯიშის, ესტორნური ხორბლისგან. პური საფუარის გარეშე ცხვება, რაც მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.