თუ გიყვართ საზამთრო შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია!
საზამთრო ერთი ან მრავალწლოვანი მცენარეა გოგროვანთა ოჯახიდან. ნაყოფი გოგრის ფორმის, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრულია. კანი შეიძლება მოხატული იყოს ზოლებით ან ლაქებით. ქერქი საკმაოდ სქელია, მისი შიგთავსი კი რბილი. რბილობი ძირითადად ვარდისფერია, თუმცა სელექციონერების მიერ გამოყვანილ საზამთროს ხშირად წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელი შიგთავსი აქვს. საზამთროს ისტორია ჩვენს წელთაღრიცვხამდე XX საუკუნეში იწყება. ძველი აფრიკული ტომების ჩანაწერებში, აღმოჩენილ იქნა ჩანაწერები, სადაც ეს ხილია ნახსენები. ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამაში აღმოაჩინეს საზამთრო. ძველ ეგვიპტეში ითვლებოდა, რომ მიცვალებულს იმ ქვეყნად წასვლისას საგზალად აუცილებლად უნდა წაეღო საზამთრო.
შემადგენლობა და სამკურნალო დანიშნულება:
100 გრამი საზამთრო 25 კილო კალორიას შეიცავს. მის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისთვის საჭირო, საკმარისი რაოდენობის ვიტამინები : A, B1, B2, B6, B9, C, E, H და PP. ასევე შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორსა და ნატრიუმს. მისი მიღება სასარგებლო დიაბეტით დაავდებული პაციენტებისთვის. მას აქვს ძლიერი ნაღვლმდენი და შარდმდენი თვისებები, ამიტომა გამოიყენება შარდის ბუშტისა და ნაღველის გასაწმენადად. საზამთრო ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას. იგი ამცილებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და აძლიერებს იმუნიტეტს. განაგრძეთ კითხვა...