შოკოლადის ფანქრები სათლელით - Gemrielia.ge

შოკოლადის ფანქრები სათლელით

იაპონურმა კომპანიამ ''ნენდო'' ბაზარზე შოკოლადის ფანქრები გამოუშვა. ყუთში სხვადასხვა სახეობის შოკოლადი დევს სათლელთან ერთად.

კომპანიამ ეს პროექტი ცნობილ კონდიტერ ცუჯიგუჩი  ხირონობუსთან ერთად მოამზადა. ფანქრები განკუთვნილია შოკოლადის ბურბუშელის დასამზადებლად, რომელიც დესერტების მოსართავად არის საჭირო.  ასეთი კომპლექტის დახმარებით ბურბუშელის მომზადება მართლაც უმარტივესია და ამასთან ლამაზიც გამოდის. 

კომპანიის დიზაინერები პროდუქტის შექმნის იდეას ასე განმარტავენ : "ამ პროდუქტის დახმარებით მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ უკანასკნელი შტრიხები დაამატონ სასურველ დესერტს,  აჩვენონ მისი სრული სილამაზე  შემდეგ კი გემრიელად მიირთვან"