სოკო კიბოს პრევენციისთვის – და კიდევ 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ სოკოს მიღება დღესვე - Gemrielia.ge

სოკო კიბოს პრევენციისთვის – და კიდევ 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ სოკოს მიღება დღესვე

 

მსოფლიოში, დაახლოებით, 140 000 სახეობის სოკოა გავრცელებული, რომელთაგან მეცნიერებმა მხოლოდ 100 მათგანში აღმოაჩინეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებები. სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება, იმუნური სისტემის გაძლიერება და წონაში დაკლება – სოკოს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. წარმოგიდგენთ 6 მიზეზს, თუ რატომ მიიჩნევა სოკო სასარგებლო საკვებად მთელ მსოფლიოში.

 

Image result for mushroom


1.    ქოლესტერინის დონეს შემცირება


სოკო არ შეიცავს ცხიმსა თუ ქოლსეტერინს. იგი მდიდარია პროტეინით, მინერალებითა და მნიშვნელოვანი ფერმენტებით.  სოკოში აღმოჩენილი პროტეინი, ე.წ. ცუდი ქოლესტერინის დაწვას უწყობს ხელს. უფრო მეტიც, უზრუნველყოფს სასარგებლო და მავნე ქოლსტერინის ბალანსს და იცავს ორგანიზმს ისეთი უბედური შემთხვევებისგან, როგორიცაა: ინსულტი, ათეროსკლეროზი და სხვ.


2.    კიბოს პრევენცია


სოკო ეფექტური საშუალებაა ისეთი საშიში დაავადების თავიდან ასაცილებლად, როგორიც კიბოა (ძუძუს კიბო, პროსტატისა თუ სხვა). ლინოლენის მჟავისა და ბეტა–გლიკანების დამსახურებით, რომლებიც სოკოს შემადგენლობაში შედის, იგი კიბოს საწინააღმდეგო საშუალებად გვევლინება. ლინოლენის მჟავა ხელს უშლის ზედმეტი ესტროგენის გამოყოფას, რაც ქალებში მკერდის კიბოს გამომწვევის მიზეზია. ბეტა–გლიკანი კი ამცირებს კიბოს უჯრედების ზრდას პროსტატის კიბოს შემთხვევაში.

 

Related image


3.    დიაბეტით დაავადებულების ჯანმრთელობა


სოკო იდეალური საკვებია დიაბეტით დაავადებულთათვის. ვინაიდან არ შეიცავს ქოლესტერინს, სავსეა სასარგებლო ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით; შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს და რაც ყველაზე მთავარია, ბუნებრივ ინსულინს, რომელიც ხელს უწყობს საკვებში არსებული სახამებლის დაშლას. შედეგად, სოკო ხელს უწყობს ორგანიზმში ინსულინის ბალანსის შენარჩუნებას. ასევე, სოკო თავისი შემადგენლობის დამსახურებით ხელს უწყობს ღვიძლის, ენდოკრინული ჯირკვლის გამართულ მუშაობას და სხვ.


4.    ჯანმრთელი ძვლები
სოკო კალციუმის საბადოა. შედეგად, უზრუნველყოფს ორგანიზმში ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებას. სოკოს რეგულარული მიღება ისეთ დაავადებებს აგარიდებეთ თავიდან, როგორიცაა: ოსტეოპოროზი, სახსრების ტკივილი და მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

Image result for mushroom cooking


5.    არტერიული წნევის შემცირება


სოკოს რამდენიმე სახეობა, როგორიცაა მაიტაკი, შითაქი, დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, რომელსაც შეუძლია წარმატებით „დაასვენოს“ სისხლძარღვები და შეამციროს არტერიული წნევა. მაღალი არტერიული წნევა ისეთი უბედური შემთხვევების მიზეზი შეიძლება გახდეს, როგორიცაა: ინსულტი, გულის შეტევა და სხვ.
კალიუმის მაღალი შემცველობა ასევე ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას.


6.    სელენიუმის შემცველობა


სელენიუმი, რომელიც სოკოს სემადგენლობაში შედის, მნიშვნელოვანი მიკროელემენტი და ძლიერი ანტიოქსიდანტია. შესაბამისად, იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასვეე იგი ხელს უწყობს ძვლების, ფრჩხილების, კბილებისა და თმის სიმტკიცეს.