საკვები, რომელთა უზმოზე მიღება არ შეიძლება
დღემ წარმატებით რომ ჩაიაროს, დაიწყეთ ის სწორი საუზმით! როგორ იგრძნობთ თავს მთელი დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული საუზმეზე.
საუზმე აუცილებელია, რათა ნივთიერებათა ცვლის პროცესი არ შენელდეს და ორგანიზმი მთელი დღე გამართულად გემსახუროთ.
გიფიქრიათ, რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე ესა თუ ის პროდუქტი? არსებობს საკვები, რომლის მიღებაც არამც და არამც არ შეიძლება ცარიელ კუჭზე!
გაეცანით მათ სიას:
1. ციტრუსები
ციტრუსი ალერგიას იწვევს. გარდა ამისა, უზმოზე ციტრუსის ჭამა სერიოზული დატვირთვაა ღვიძლისთვის. დაბოლოს, ეს ბიძგს აძლევს გასტრიტს. ციტრუსის ჭამამდე ან მისი წვენის დალევამდე მიირთვით შვრიის ფაფა.
2.ბანანი
ბანანი განთქმულია მაგნიუმის მაღალი შემცველობით, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს, მაგრამ ნუ შეჭამთ მას დილაადრიან, მშიერ კუჭზე - ამან შესაძლოა დაარღვიოს კალიუმ-მაგნიუმის ბალანსი და მოგადუნოთ.
3. უმი ბოსტნეული
საუზმეზე უმი ბოსტნეულის ჭამამ შესაძლოა არა მხოლოდ გასტრიტს, არამედ წყლულსაც კი გაუწიოს პროვოცირება. მჟავები, რომლებსაც შეიცავს უმი ბოსტნეული, აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.
4. იოგურტი
იოგურტი ციტრუსივით მავნე არ არის, მაგრამ არც სასარგებლოა. უმჯობესია, ის დღის განმავლობაში ან საღამოს მიირთვათ. წაიკითხეთ გაგრძელება