ქრება შიმშილის გრძნობა - კარდიოლოგ ატკინსის დიეტა, რომელსაც ცნობილი ვარსკვლავები იცავდნენ
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი ავტორია ექიმი, კარდიოლოგი რობერტ ატკინსი, რომელმაც თავისი მეთოდი 1972 წელს გამოცემულ წიგნში "ექიმ ატკინსის დიეტური რევოლუცია" აღწერა.
"ექიმ ატკინსის დიეტური რევოლუცია"
მოგვიანებით გამოცემულ მეორე წიგნში „ექიმ ატკინსის ახალი დიეტური რევოლუცია“, მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა და შეავსო დიეტის ზოგიერთი ნიუანსი, თუმცა ძირითადი კონცეფცია უცვლელი დატოვა.მიუხედავად იმისა, რომ რობერტ ატკინსმა თავი „რევოლუციონერად“ და ახალი დიეტის აღმომჩენად გამოაცხადა, დაბალნახშირწყლოვანი დიეტები იქამდეც არსებობდა და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. აღსანიშნავია, რომ ცხიმების და ნახშირწყლები განცალკევების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ინგლისში გაჩნდა, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მივიწყებული იყო, რათა შემდგომ 1950 წელს ახლა უკვე პენინგტონის დიეტაში კვლავ აღორძინებულიყო .
თავის დროზე ატკინსის დიეტას იცავდნენ ცნობილი ვარსკვლავები – ჯენიფერ ენისტონი, რენე ზელვეგერი, ბენ აფლეკი და სხვები. როგორც ამ დიეტის პროპაგანდისტები ირწმუნებიან, სულ რაღაც 2 კვირაში 3-დან 7 კილომდე წონის მოკლება შეიძლება. ატკინსის დიეტის კიდევ ერთი მიმზიდველი მხარე, შიმშილის გრძნობის არ ქონაა, რადგან იზღუდება ნახშირწყლების რაოდენობა და არა საკვების.
დიეტის ძირითადი არსი რაციონში ნახშირწყლების მკვეთრი შემცირებაა. პირველ ეტაპზე (2 კვირა) დღეში მხოლოდ 20გრ. ნახშირწყლების მიღება ხდება (რაც 2 კოვზ შაქარს შეესაბამება). ცილების და ცხიმების რაოდენობა რაციონში არ იზღუდება. ამ პერიოდში იწყება ენერგიის წყაროდ ნახშირწყლების ნაცვლად ცხიმების გამოყენება. იმის გამო, ეს ფაქტი საჭმლის მომნელებელ პროცესში ცვლილებებს იწვევს, დიეტის პირველ დღეებში სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებები ჩნდება. მომავალ დღეებში, როგორც ატკინსი და მისი დიეტის მიმდევრები ირწმუნებიან, იგრძობთ ემოციურ და ენერგეტიკულ აღმავლობას, მოგემატებათ აქტიურობა და სიცოცხლის ხალისი...განაგრძეთ კითხვა