ამოხსენი პიცის საიდუმლო ტრადიციული ნეაპოლური, ძველი იტალიური და თანამედროვე რეცეპტებით
დღეს პიცა ყველაზე პოპულარული საჭმელია. პიცის 200-ზე მეტი სახეობა არსებობს და მისი მცხობელების ფანტაზია მართლაც უსაზღვროა.
სამსახურში შესვენების დროსა თუ საღამოს მეგობრებთან ერთად დროის გატარებისას, ხშირად ვსტუმრობთ პიცერიებს. თუმცა სახლში გამომცხვარ პიცას სხვა ხიბლიც აქვს და მისი გამოცხობის პროცესიც ერთგვარი რიტუალივითაა. ვიდრე ჩვენს ნახელავს დავაგემოვნებთ, ამ პროცესისგან ცალკე სიამოვნებას ვიღებთ.
დღეს პიცის ერთ-ერთი სახეობის რეცეპტს გაგაცნობთ. მაშ ასე, ყველიანი პიცა, ისპანახითა და კვერცხით.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ცომი:
2ს.კ. კარაქი;
150 გ მოხარშული, გაწურული და მსხვილად დაჭრილი ისპანახი;
2 ცალი საშუალო ზომის კანგაცლილი დაჭყლეტილი პამიდორი;
90 გ თხლად დაჭრილი ლორი;
120 გ თხლად დაჭრილი ან დაფშვნილი მოცარელა;
მარილი და ახალდაფქული შავი პილპილი;
1 კვერცხი;
50 გ თხლად დაჭრილი პარმეზანი.
მომზადების წესი:
მოზილეთ ცომი. დადგით ასაფუებლად; გაახურეთ აირღუმელი 250 გრადუსამდე; წაუსვით ზეითუნის ზეთი პიცის გამოსაცხობ ტაფას; გადაზილეთ აფუებული ცომი ფქვილმოყრილ ტაფაზე და მერე თითების წრიული მოძრაობით გააბრტყელეთ ტაფის კიდეებამდე.
ისპანახი მოშუშეთ კარაქში 3-4 წთ-ის განმავლობაში; დაჭყლეტილი პამიდორი ცომზე ისე გაანაწილეთ, რომ ირგვლივ 1 სმ სიგანის ცარიელი ადგილი დარჩეს. ზემოდან მოაწყვეთ ისპანახი, ლორი, მოცარელა, შუაში კი ჩაახალეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი; გამოაცხვეთ პიცა 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ პიცა ოქროსფერი და ხრაშუნა გახდება, კვერცხის ზედაპირი კი მოშრება; ალაგ -ალაგ მოაწყვეთ თხლად დაჭრილი პარმეზანის ნაჭრები. სუფრაზე მიიტანეთ ცხლად.
თუ გინდათ, რომ პიცის მომზადების სხვა რეცეფტების საიდუმლოც გაიგოთ, შეგიძლიათ, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წიგნს - „პიცა“ გაეცნოთ. ამ გამოცემაშივე შეიტყობთ, როგორ მოამზადოთ პიცის ცომი რამდენიმე წუთში.