"ამ დიეტით რამდენიმე თვეში ზუსტად 10 კილო დავიკელი" - ექიმ მანანა მგალობლიშვილის 12 რჩევა მათ, ვისაც გახდომა სურს
"ამ დიეტით რამდენიმე თვეში ზუსტად 10 კილო დავიკელი" - ექიმ მანანა მგალობლიშვილის 12 რჩევა მათ, ვისაც გახდომა სურს

რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის და უშ­ვი­ლო­ბის ცენ­ტრის ექი­მი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც გახ­დო­მის მსურ­ვე­ლებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს და 12 სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვას აძ­ლებს:

 

"ამ დი­ე­ტით მე ზუს­ტად 10 კგ და­ვი­კე­ლი რამ­დე­ნი­მე თვე­ში და მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა - სწო­რი კვე­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი:

 

1. დღე­ში ჭა­მეთ 4-5-ჯერ მცი­რე ულუ­ფე­ბით და დრო­ის თა­ნა­ბა­რი შუ­ა­ლე­დე­ბით (3-დან 4 სა­ა­თამ­დე ინ­ტერ­ვა­ლი კვე­ბებს შო­რის);

 

2. მი­ი­ღეთ ნაკ­ლებ­ცხი­მი­ა­ნი ხორ­ცი ( სა­ქო­ნე­ლი, ქა­თა­მი, ინ­და­უ­რი, თევ­ზი) უმ­ჯო­ბე­სია გრილ­ზე, ჰა­ერ­ღუ­მელ­ში შემ­წვა­რი ან მო­ხარ­შუ­ლი, ცხი­მის და­მა­ტე­ბის გა­რე­შე;

 

3. მი­ირ­თვით რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი უმი ბოსტნე­უ­ლი: კომ­ბოს­ტო, სტა­ფი­ლო, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი მწვა­ნი­ლი და ა. შ.;

 

4. დღე­ში მხო­ლოდ ერთხელ, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მი­ირ­თვით ამათ­გან რო­მე­ლი­მე ერთი: წი­წი­ბუ­რა, შვრია, ბრინ­ჯი, ბარ­და, ლო­ბიო, სოკო, კუს­კუ­სი ან პური. რა­ო­დე­ნო­ბა: 2-3 სუფ­რის კოვ­ზი, პური - 1-2 თხე­ლი ნა­ჭე­რი;

 

5. ჭა­მეთ ხილი ზო­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბით, ნაკ­ლე­ბად ბა­ნა­ნი, ყუ­რძე­ნი, ლეღ­ვი და სა­ზამ­თრო;

 

6. ხილი მი­ირ­თვით სა­ღა­მოს 5 სა­ა­თამ­დე;

 

7. ჭა­მეთ ერთი თეფ­შის პრინ­ცი­პით: ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყვეთ ერთ თეფ­შზე და ჭა­მეთ მხო­ლოდ ეს და არა მა­გი­და­ზე და­წყო­ბი­ლი კერ­ძე­ბის თეფ­შზე ნელ­ნე­ლა გად­მო­ღე­ბით, რო­გორც მი­ვირ­თმევთ ხოლ­მე სუფ­რას­თან ჯდო­მი­სას.

 

8. კვე­ბი­დან ამო­ი­ღეთ ნე­ბის­მი­ე­რი ცხი­მი (კა­რა­ქი, ზეთი, ერბო, მარ­გა­რი­ნი), მა­ღალ­ცხი­მი­ა­ნი ყვე­ლი, ტკბი­ლე­უ­ლი, ცო­მე­უ­ლი, ტკბი­ლი სას­მე­ლე­ბი: ლი­მო­ნა­თი, კომ­პო­ტი, კო­კა­კო­ლა და სხვ.

 

9. მი­ი­ღეთ ბევ­რი წყა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე. თქვენ­თვის ერთი დღის წყლის რა­ო­დე­ნო­ბა რომ გან­სა­ზღვროთ, წონა უნდა გა­და­ამ­რავ­ლოთ 0.33-ზე. და­ი­მეხ­სოვ­რეთ, წყა­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია!

 

10. წყა­ლი უნდა და­ლი­ოთ კვე­ბამ­დე 20 წუ­თით ადრე და კვე­ბის შემ­დეგ 20 წუ­თის შემ­დეგ. არ მი­ა­ყო­ლოთ კვე­ბას წყა­ლი.

 

11. სა­ღა­მოს 5 ის მერე მი­ი­ღეთ მხო­ლოდ ნაკ­ლებ­ცხი­მი­ა­ნი მა­წო­ნი, კე­ფი­რი ან ხაჭო 250 გრ

 

12. თუ გიყ­ვართ ყავა, ყო­ველ­თვის და­ა­ყო­ლეთ მას 1 ჭიქა წყა­ლი

მასალის გამოყენების პირობები
5 სექტემბერი, 2019 03:00 p.m.
ნანახია: 16281