ბათუმელი გოგონას ისტორია, რომელმაც 100 კილოგრამი დაიკლო - "მიყვარდა ცომეული, შემეძლო დღეში ორი მთლიანი პური მეჭამა" - Gemrielia.ge

ბათუმელი გოგონას ისტორია, რომელმაც 100 კილოგრამი დაიკლო - "მიყვარდა ცომეული, შემეძლო დღეში ორი მთლიანი პური მეჭამა"

 

28 წლის ბა­თუ­მე­ლი გო­გო­ნას - სოფო აბა­იშ­ვი­ლის ის­ტო­რია სა­ინ­ტე­რე­სო და და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. გო­გო­ნა, რო­მელ­მაც 100 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი და­იკ­ლო, ჭარბ წო­ნას­თან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე რთულ და ემო­ცი­ურ პრო­ცეს­ზე გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს.

"ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი, უჭ­მე­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, წო­ნა­ში მა­ტე­ბა 13 წლის ასა­კი­დან და­ვი­წყე. გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში მო­ვი­მა­ტე და თან­და­თან 185 კი­ლოგ­რამს მი­ვაღ­წიე. გე­ნე­ტი­კა­ში მა­მის მხრი­დან ბიძა მყავ­და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი და ვფიქ­რობ, ამი­ტომ შე­მექ­მნა მეც წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა" - გვიყ­ვე­ბა სოფო.

 

- რო­დის და­ი­წყე წო­ნას­თან ბრძო­ლა?

- 24 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი და ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან მი­ვე­დი. და­ვი­წყე სა­ა­თობ­რი­ვი კვე­ბა, ავიკ­რძა­ლე ტკბი­ლე­უ­ლი და ცო­მე­უ­ლი. 20-30 კი­ლოგ­რამს პე­რი­ო­დუ­ლად სულ ვიკ­ლებ­დი ხოლ­მე, მაგ­რამ მერე ვი­მა­ტებ­დი. ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან მის­ვლის შემ­დეგ და­ვი­წყე სწო­რი კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით დავ­კავ­დი და ერთ წე­ლი­წად­ში და­ვი­კე­ლი 75 კი­ლოგ­რა­მი, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე, შემ­დეგ და­ვი­წყე გან­მე­ო­რე­ბით მა­ტე­ბა.

 

 

 იყო ეტა­პი შენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­დე­საც და­ნებ­დი წო­ნას­თან ბრძო­ლას?

 

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა ის ფაქ­ტი, რამ­დე­ნი დრო დას­ჭირ­დე­ბა ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის დაკ­ლე­ბას, არა­მედ რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ დაკ­ლე­ბულ წო­ნას. სა­ჭი­როა იგი­ვე შე­მარ­თე­ბა და სწო­რი კვე­ბა. მე ალ­ბათ ეს ეტა­პი გა­მე­პა­რა და თან­და­თან მა­ტე­ბა და­ვი­წყე. ნა­მატ­მა 50 კი­ლოგ­რამს გა­და­ა­ჭარ­ბა, 167 კი­ლომ­დე ავე­დი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე გა­მე­კე­თე­ბი­ნა კუ­ჭის ოპე­რა­ცია. ამ­ჟა­მად, მთლი­ა­ნო­ბა­ში 100 კი­ლოგ­რა­მი მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი და გან­ვაგ­რძობ კლე­ბას.

ყვე­ლაფ­რის ჭა­მის უფ­ლე­ბა მაქვს ცოტა რა­ო­დე­ნო­ბით. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ცო­მე­უ­ლი, შე­მეძ­ლო დღე­ში მთლი­ა­ნი ერთი ან ორი პური მე­ჭა­მა.

 

- მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან ძვე­ლი და ახა­ლი სოფო?

 

- არა, ბედ­ნი­ე­რე­ბა წო­ნა­ში ყო­ფი­ლა. შე­მეც­ვა­ლა ხა­სი­ა­თი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, დღის გან­რი­გი, უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გავ­ხდი. პლი­უს 100 კგ სოფო გა­რეთ არ გა­დი­ო­და, ფე­ხით არ და­დი­ო­და, ახლა ვარ უფრო გახ­სნი­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ვარ, იმი­ჯიც შე­ვიც­ვა­ლე. განაგრძეთ კითხვა...