როგორ შევინახოთ კამა მაცივარში ისე, რომ ახალივით იყოს - პატარა ხრიკი დიასახლისებისთვის - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ კამა მაცივარში ისე, რომ ახალივით იყოს - პატარა ხრიკი დიასახლისებისთვის

 

კამა დიასახლისების საყვარელი საკმაზია. მის გარეშე კერძების უმეტესობას სულ სხვა გემო აქვს.

კამის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანვე ცნობილია: მასში შემავალი მინერალები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და წმენდს სისხლს. კამა შეიცავს მინერალურ მარილებს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ეთერზეთებს, ვიტამინებს: C, A, B, PP.

დღეისათვის ძალიან ბევრი დიასახლისი მიმართავს კამის გაყინვას მაცივარში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სახით შენახული ის მთელი წელი ხელმისაწვდომია. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამ მეთოდით შენახული კამა კარგავს სასარგებლო სამკურნალო თვისებებს. ჩვენ გასწავლით საუკეთესო ხერხს, რომელიც საშუალებას მოგცემთ კამა დიდხანს შეინახოთ და თანაც ისე, რომ მან საკუთარი უნიკალური თვისებები მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

ახალი კამა კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით. დაჭრილი კამა მოათავსეთ წინასწარ კარგად გარეცხილ და გამშრალ შუშის ქილებში. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. ამ მდგომარეობაში კამა თითქმის 2 თვე კარგად ინახება: არ ყვითლდება და არომატსაც არ კარგავს. ყველა ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერებაც შენარჩუნებულია. ამასთან, თქვენ სადილისთვის უკვე წინასწარ გამზადებული მწვანილი გაქვთ: გარეცხილი და დაჭრილი.


ზაფხულობით განსაკუთრებით სასიამოვნო და გემრიელია მწვანილით შეზავებული კერძები. სასურველია მწვანილი შეიძინოთ არა მაღაზიაში ან სუპერმარკეტებში, არამედ ბაზარში - ბოსტანში ახლადმოკრეფილი მწვანილი ხომ გაცილებით სასარგებლოა!ნებისმიერი მწვანილის შეახვაა შესაძლებელი ხანგრძლივად, თუ მას ხახვთან ერთად, გაურეცხავს შეინახავთ. გაარჩიეთ მწვანილი, მაგრამ არ გარეცხოთ, ჩადეთ პოლიეთილენის პაკეტში, მასთან ერთადვე მოათავსეთ 4-ად გაჭრილი ხახვი და ამ სახით შეინახეთ მაცივარში. ყოველ 5 დღეში გაანიავეთ პაკეტი და შეცვალეთ ხახვი ახლით.

ასევე შეგიძლიათ შეინახოთ ნებისმიერი მწვანილი თაიგულივით - წყლიან ქილაში ჩადებული, ოღონდ ფოთლებმა რომ ნესტი არ დაკარგონ, ისინიც პოლიეთილენის პაკეტში გაახვიეთ.