10 პროდუქტი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ საყინულეში
10 პროდუქტი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ საყინულეში

 

ხშირად ვინახავთ ხოლმე საკვებ პროდუქტებს საყინულეში და დარწმუნებულები ვართ, რომ ასე უფრო დიდხანს გაძლებს. მაგრამ არის რამდენიმე ისეთი პროდუქტი, რომლის საყინულეში შედება არათუ რეკომენდირებული არ არის, არამედ აკრძალულიც კია.

 

  1. მწვანილები

მწვანილების საყინულეში შენახვა არამხოლოდ მის ხასხასა ფერსა და გემოზე იმოქმედებს უარყოფითად, არამედ იმ სასარგებლო თვისებებსაც დაკარგავს, რის გამოც სალათის ფურცელი და სხვა მწვანილები გვიყვარს.

 

Image result for herbs in freezer

 

  1. მაიონეზი

მაიონეზს საყინულეში თუ მოათავსებთ, აიჭრება და მისი საჭმელად გამოყენება კი არა, დანახვაც კი არ მოგინდებათ. ასე რომ, არასოდეს შეინახოთ მაიონეზი საყინულეში და არ დაიჯეროთ, რომ ასე უფრო დიდხანს გაძლებს.

 

Image result for მაიონეზი

 

  1. ხახვი და ნიორი

არსებობს მითი, რომ ხახვსა და ნიორს ცოტა ხნით საყინულეში თუ გააჩერებთ, უსიამოვნო სუნი აღარ ექნებათ. საყინულე მის სუნზე ბოლომდე ვერა, თუმცა გემოსა და სტრუქტურაზე ნამდვილად იმოქმედებს. მომჭკნარი და უსიცოცხლო ხახვი და ნიორი ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენი კერძისთვის ვისურვებდით.

 

Image result for ხახვი და ნიორი

 

  1. ხორცი

მაღაზიაში გაყინული ხორცი იყიდეთ, გაალღვეთ, მერე მომზადება გადაიფიქრეთ და საყინულეში შეაბრუნეთ? არასოდეს დაუშვათ ეს შეცდომა და ერთხელ გაყინული ხორცი მეორედ არ გაყინოთ, თორემ თქვენს ორგანიზმში იმდენი ბაქტერია მოხვდება, რომ მათგან თავს ადვილად ვერ გაითავისუფლებთ.

 

 

  1. ხილი და ბოსტნეული

ყველას არ ეხება, თუმცა არის რამდენიმე ათეული სახეობა ხილისა და ბოსტნეულისა, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოათავსოთ საყინულეში. ასეთია, ძირითადად, ისეთი ხილ–ბოსტნეული, რომელიც დიდი ოდენობით წყალს შეიცავს, რადგან საყინულეში მოხვედრის შემდეგ მათში არსებული სითხე ყინულად გადაიქცევა, გალღობის შემდეგ კი ჩალასავით გახდება. არავის უნდა ხრაშუნა და გემრიელი კიტრი ჩალად იქცეს, ასე არ არის?

 

Image result for fruit and vegetable

 

  1. კრემი

კრემი, რომელიც კვერცხის ცილისგან არის მომზადებული, არასოდეს შედოთ საყინულეში, რადგან მაინც არ შეინახება და პირიქით, გაფუჭდება. კრემს სითხე გამოეყოფა და მას იმავე ან მეორე დღეს ვეღარ გამოიყენებთ. ტორტი, უბრალოდ, ჩამოიშლება. იგივე ითქმის მერინგაზე, რომელიც ასევე ცილისგან კეთდება. საყინულეში შედებული მერინგა რეზინისმაგვარ მასად იქცევა. ასე რომ, ცილისგან მომზადებული კრემის ადგილი საყინულეში ნამდვილად არ არის.

 

Related image

  1. რძის პროდუქტები

გაგიყინავთი ოგურტი, ნაყინივით მიგირთმევიათ და გიფიქრიათ, რომ ეს უფრო ჯანსაღია? არა, არა და არა! არასოდეს გაყინოთ რძის პროდუქტები: რძე, იოგურტი და არაჟანი. გაყინული რძის პროდუქტები თავის გემოსაც კარგავს, კონსისტენციასაც და ხშირ შემთხვევაში, სასარგებლო თვისებებსაც.

 

  1. კარტოფილი

წყლის მაღალი შემცველობის გამო არ შეიძლება კარტოფილის გაყინვა. არადა, კარტოფილი ფრი, რომელიც ბევრისთვის საყვარელი საჭმელია, ბევრ რესტორანში სწორედ ასე მზადდება – დაჭრილი და გაყინული კარტოფილი ზეთში იწვება. ასე რომ, თუკი თქვენც ყინავთ ხოლმე კარტოფილს, აღარ გარისკოთ. ამ დროს მისი გემოც იკარგება და სტრუქტურაც.

 

  1. ავოკადო

კრემისებრი ტექსტურა ის არის, რის გამოც ავოკადო განსაკუთრებით გვიყვარს. ასე რომ, ნუ გააფუჭებთ მის გემოსა და სტრუქტურას საყინულეში შედებით. თუკი ავოკადოს მხოლოდ ნახევარს იყენებთ და არ იცით, მეორე ნახევარს რა მოუხერხოთ, საყინულეში ნუ შედებთ. გარედან ლიმონის წვენი წაუსვით, სამზარეულოს ცელოფანში გაახვიეთ და უბრალოდ, მაცივარში მოათავსეთ.

 

Image result for avocado

 

  1. ჟელე

ჟელეს ტორტის მომზადებისას ლოდინი გეზარებათ და მაცივარში შედების ნაცვლად საყინულეში ათავსებთ? თან გჯერათ, რომ ერთ საათში იდეალურ ჟელეს ტორტს მიიღებთ? თუ ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ასე, მის უარყოფით შედეგებს საკუთარ თავზე უკვე გამოცდიდით. საყინულეში შედების შემდეგ ჟელეს კონსისტენცია მთლიანად იცვლება და წყლად გადაიქცევა. ასე რომ, აჯობებს მოითმინოთ და მაცივარში მოათავსოთ ყველანაირი დესერტი, რომელსაც ჟელატინი აქვს.

მასალის გამოყენების პირობები
23 სექტემბერი, 2019 11:26 a.m.
ნანახია: 1567