წიწაკის ჯემი - თამარ მეარაყიშვილის უჩვეულო რეცეპტი
ბოლო დროს, წიწაკის ჯემი დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუკი ჯერ კიდევ არ გიცდიათ მისი მომზადება, გთავაზობთ ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილისეულ რეცეპტს:
500 გრ ვაშლის ძმარი და შაქარი ავადუღოთ. წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა ( დაახლოებით 200გ) და ბულგარული (დაახლოებით 100გ) ჩავყაროთ. ვადუღოთ 7-10 წუთი, გავაგრილოთ,კიდევ ავადუღოთ. საბოლოოდ,უნდა მივიყვანოთ ჟელეს კონსისტენციამდე.
გემრიელად მიირთვით!