"დღეში 2 ლიტრი წყალი, არანაირი "ოქროს წესი" არ არის" - გასტროენტეროლოგი, რომელიც დიეტებზე შეხედულებას თავდაყირა აყენებს - Gemrielia.ge

"დღეში 2 ლიტრი წყალი, არანაირი "ოქროს წესი" არ არის" - გასტროენტეროლოგი, რომელიც დიეტებზე შეხედულებას თავდაყირა აყენებს

 

კეტო დი­ე­ტა, ცი­ლე­ბის დი­ე­ტა, დუ­კა­ნის დი­ე­ტა - ეს იმ პო­პუ­ლა­რუ­ლი კვე­ბის რე­ჟი­მე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ხში­რად რის­კე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის გა­რე­შე მი­მარ­თა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი.

 

AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი-ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარ­ქუა სწო­რედ დი­ე­ტე­ბის რის­კებ­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რომ­ლის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­შიც ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა­სა და ფა­ტა­ლურ შე­დე­გე­ბამ­დეც კი მიჰ­ყავს ადა­მი­ა­ნი.

 

 

- ჯაბა, რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს ორ­გა­ნიზმს სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ე­ტე­ბის­გან?

 

- რო­დე­საც ვამ­ბობთ დი­ე­ტას, ვგუ­ლის­ხმობთ კონ­კრე­ტულ სამ­კურ­ნა­ლო ჩა­რე­ვას, რომ­ლის ეფექ­ტუ­რო­ბაც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია სან­დო, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით. არ მინ­და, დავ­წვრილ­მან­დე ნე­ბის­მი­ერ კონ­კრე­ტულ დი­ე­ტა­ზე, რომ­ლის და­წყე­ბა­საც აპი­რებთ მე­ზობ­ლის ან ვინ­მეს რჩე­ვით, ამ თე­მას­თან ასე თა­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბა.

დი­ე­ტა არის ცალ­კე მეც­ნი­ე­რე­ბა და ყვე­ლა ჩა­რე­ვა­ზე, რა­საც ჩვენ ორ­გა­ნიზმს ვუ­პი­რებთ, მე­დი­კა­მენ­ტი­სა თუ დი­ე­ტის სა­ხით, უნდა გვქონ­დეს წი­ნას­წარ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია: რის­თვის გვჭირ­დე­ბა, რა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს, რო­დის არ შე­იძ­ლე­ბა, რას უნდა ვუფრ­თხილ­დეთ.

დი­ე­ტა უნდა გვირ­ჩი­ოს სპე­ცი­ა­ლის­ტმა, ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ვი­კი­თხე და უი, ცი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა თურ­მე კარ­გი ყო­ფი­ლა, და­უშ­ვე­ბე­ლი და სა­ხი­ფა­თო მიდ­გო­მაა. შე­იძ­ლე­ბა გა­უ­გე­ბარ­მა დი­ე­ტებ­მა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბი დაგ­ვი­ზი­ა­ნოს ან წო­ნა­ში სწრა­ფად კი დაგ­ვაკ­ლე­ბი­ნოს, მაგ­რამ მერე ორ­მა­გად მოგ­ვა­მა­ტე­ბი­ნოს.

 

 

- ყვე­ლა­ზე ცუდი შე­დე­გი რა შე­იძ­ლე­ბა დად­გეს?

 

- დი­ე­ტას ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ტერ­ვენ­ცი­ას, აქვს თა­ვი­სი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო კვე­ბი­თი და­ნა­მა­ტე­ბი. პა­ცი­ენ­ტე­ბი ზო­გი­ერ­თი კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ მიქსტუ­რებს და მცე­ნა­რე­ულ ნა­ყე­ნებს მი­ირ­თმე­ვენ ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დი­ე­ტუ­რი სქე­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ არის კლი­ნი­კუ­რად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და მათ არ სცნობს მე­დი­ცი­ნა!

გახ­სოვ­დეთ, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა მცე­ნა­რე­ულ­მა სა­შუ­ა­ლე­ბამ და მიქსტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს ღვიძ­ლი! სა­ბედ­ნი­ე­როდ ეს და­ზი­ა­ნე­ბა არის გარ­და­მა­ვა­ლი ხა­სი­ა­თის და შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი, რო­მე­ლიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში თვით­გან­კურ­ნე­ბა­დია სუბსტან­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, მაგ­რამ აღ­წე­რი­ლია ისე­თი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც ფა­ტა­ლუ­რა­დაც დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

 

- დი­ე­ტას თუ აქვს ასა­კი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ში­ში რა ასაკ­შია მკაც­რი დი­ე­ტა?

 

- ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის მე­ტა­ბო­ლიზ­მი სხვა­ნა­ი­რია და მოზ­რდი­ლის სხვა­ნა­ი­რი. ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა ასე­ვე გან­სხვავ­დე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. არ არ­სე­ბობს უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ე­ტა, რო­მე­ლიც შაბ­ლო­ნუ­რად მო­ერ­გე­ბა ყვე­ლას, ცი­რო­ზი­ან პა­ცი­ენ­ტსაც და 5 წლის ჯან­მრთელ ბავ­შვსაც. კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ - დი­ე­ტას უნდა არ­ჩევ­დეს სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ.

ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შიმ­ში­ლი და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო შე­იძ­ლე­ბა იყოს, მზარდ ორ­გა­ნიზ­მში გა­უ­აზ­რე­ბელ­მა ჩა­რე­ვამ შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­ხე­დეთ დი­ე­ტებს, რო­გორც წა­მალს - უნდა იცო­დეთ რა­ტომ იღებთ, რას ელით მის­გან, რა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს და რა სარ­გე­ბე­ლი. თუ არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რომ ბე­ნე­ფი­ტე­ბი გა­დას­წო­ნის რის­კებს (და ამა­ში აპ­რი­ო­რი ვერ იქ­ნე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, თუ საქ­მე ეხე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის უც­ნობ დი­ე­ტებ­სა და სუბსტან­ცი­ებს), მა­შინ თავი უნდა შე­ი­კა­ვოთ მათ­გან. განაგრძეთ კითხვა