"დეიმელოუ" - კორეული კოსმეტიკის რჩეული ბრენდი უკვე საქართველოშია - Gemrielia.ge

"დეიმელოუ" - კორეული კოსმეტიკის რჩეული ბრენდი უკვე საქართველოშია

 

"ავერსის" სააფთიაქო ქსელში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი გამოჩნდა - "დეიმელოუს" პროდუქცია მისაღები ფასითა და დახვეწილი შეფუთვით იოლად მიიპყრობს მომხმარებლის ყურადღებას, თუმცა სასიამოვნო ვიზუალის მიღმა მისი მთავარი ღირსება - უნიკალური ინგრედიენტებისგან დამზადებული სახისა და სხეულის მოვლის სამხრეთკორეული საიდუმლოებები იმალება.
ნატურალურ საფუძველზე შექმნილი პროდუქცია კანს ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით კვებავს და თვითწმენდასა და თვითაღდგენაში ეხმარება.


"დეიმელოუს" ასორტიმენტი მრავალფეროვანია:


•    სახის ლოსიონი, გამწმენდი სითხე;
•    დასაბანი ქაფი;
•    კანის დამატენიანებელი საცხი; 
•    სახის შრატი;
•    ნიღბები; 
•    ტანის დამამშვიდებელი გელი.

 


"დეიმელოუს" პროდუქცია ჩვენს ბაზარზე აგვისტოში გამოჩნდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
პროდუქციას უნიკალური შემადგენლობა აქვს -  ზღვის მინერალების კომპლექსის ბაზაზე დამზადებული საცხები და გელისებური დამატენიანებელი საშუალებები ალოეს, კაქტუსის და ბამბუკის ექსტრაქტებით განსაკუთრებით ეფექტიანია.
მოვლილი კანი უფრო ჯანმრთელია, შესაბამისად – უფრო ელასტიკური, გლუვი და ერთგვაროვანი, "დეიმელოუ" კი მისი დაცვისა და მოვლის შეანიშნავ საშუალებებს გვთავაზო