მწვანე პომიდვრის სალათი, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებმა აიტაცეს
ეს სალათი 90-იან წლებშიც პოპულარული იყო - მაშინაც ზამთრისთვის ინახავდნენ ხოლმე და გაცილებით მეტს აკეთებდნენ. ინტერნეტსივრცეში სალათი კიდევ გამოჩნდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
გთავაზობთ რეცეპტს:
10 კილო მწვანე პომიდორი, 2 კილო სტაფილო, 2 კილო წითელი ბულგარული, 1 კილო მწვანე ბულგარული, 1.50 ხახვი, 500 გრამი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, სუნელები გემოვნებით - მაგალითად, შავი პილპილი, დაფქული ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი.
ეს ყველაფერი სასურველ ნაჭრებად დაჭერით, დააყარეთ სუნელები, მოასხით 1.5 ზეთი და 500 გრამი ძმარი. აურიეთ კარგად და გააჩერე რამდენიმე საათი. შემდეგ ჩაასხით ქილებში და გაასტერილეთ.
წყარო : shin.ge