5-დღიანი მენიუ, რომლითაც მონიკა ბელუჩი სხეულის იდეალურ ფორმებს ინარჩუნებს
კარგი აღნაგობის შენარჩუნების საიდუმლოს გვიმხელს იტალიელი კინოვარსკვლავი მონიკა ბელუჩი. ის არ ცნობს მკაცრ დიეტებს და არც ფიტნესს. მისი კრედოა - ბალანსირებული კვება.
პირველი დღე:
საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი ახალი ხილით.
სადილი: მწვანილი, შენელებული ზეითუნის ზეთით (100გ), მოხარშული ძროხის ხორცი (200გ), ერთი ნაჭერი პური, ახალი კენკრა (150გ).
ვახშამი: მოხარშული ბრინჯი (50გ) ყველით (10გ), ხილის ან ბოსტნეულის სალათა (100გ).
მეორე დღე:
საუზმე: ჯემიანი ტოსტი, რძიანი (2,5%) ფინჯანი ყავა.
სადილი: ორი კვერცხის ერბოკვერცხი, ორთქლზე მომზადებული ყაბაყი (200გ), ერთი ნაჭერი უხეშად დაფქული ხორბლის პური (40გ), ერთი ფორთოხალი.
ვახშამი: ბოსტნეულის სალათა (100გ), მოხარშული უცხიმო ძროხის ხორცი (120გ), უხეშად დაფქული ხორბლის პური (50გ), ერთი ნებისმიერი ხილი.
მესამე დღე:
საუზმე: ჯემიანი ტოსტი, ლიმონიანი მწვანე ჩაი, ერთი გრეიპფრუტი.
სადილი: ზეითუნის ზეთითა და კამით შეკაზმული მოხარშული კარტოფილი (200გ). ნაკლებცხიმიანი ყველი (100გ).
ვახშამი: ზეითუნის ზეთითა და ტომატით შენელებული სპაგეტი (150გ), ერთი ნებისმიერი ხილი (გარდა ბანანისა და ხურმისა).
მეოთხე დღე:
საუზმე: მაგარი ყველის ნაჭერი (40გ), ნატურალური იოგურტი თაფლით.
სადილი: ზეითუნის ზეთით შენელებული მოხარშული ბრინჯი (50გ), ორთქლზე მომზადებული ყაბაყი (100გ), ხბოს მოხარშული ხორცი (100გ), უხეშად დაფქული ხორბლის პური (40გ), კენკრა (150გ).
ვახშამი: უცხიმო თევზი (200გ), ზეითუნის ზეთით შენელებული ბოსტნეულის სალათა (150გ), უხეშად დაფქული ხორბლის პური (40გ), ვაშლი. წაიკითხეთ სრულად