რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როდესაც ბროწეულს მივირთმევთ და რატომ არის ის ბავშვებისათვის აუცილებელი
ბროწეულში შემავალი 15 ამინომჟავიდან 5 შეუცვლელია. იგი მდიდარია К, С, В9, В6 ვიტამინებითა და მინერალებით (კალიუმი, სპილენძი, ფოსფორი).
ამასთან, ბროწეული დაბალკალორიული პროდუქტია.
-ბროწეული ამაგრებს გულს. მასში უხვადაა პუნიკალაგინი (Punicalagin). ეს ნივთიერება ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ზრდის ანტიოქსიდანტურ სტატუსს. იგი ასევე ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.
-ბროწეული ხელს უშლის ართროზის განვითარებას. იგი მდიდარია К ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლაში, კალციუმის ათვისებაში. ბროწეული აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაციას, ხსნის ანთებასა და ამცირებს შეშუპებას.
-ბროწეული
კარგია კბილებისთვის. მისი წვენი ხელს უწყობს კბილის ნადების მოცილებას, გააჩნია ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებები, ასუფთავებს პირის ღრუს ბაქტერიებისგან, რის გამოც მცირდება ღრძილების დაავადებების განვითარების რისკი.
-ბროწეული იცავს ორგანიზმს კიბოსგან, მისი რეგულარული მიღება რამდენადმე ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ბროწეულის წვენი აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.
-ბროწეული აძლიერებს იმუნიტეტს, С ვიტამინის შემცველობის ხარჯზე.
-ბროწეული აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ბროწეულის წვენი ზრდის მადას და შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას.
-ბროწეული ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. აუმჯობესებს ეპიდერმისის უჯრედების რეგენერაციას.
-ბროწეული ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს. ბროწეულის წვენს ხშირად ნიშნავენ ანემიების დროს, ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
-ბროწეული ნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის დროს. თუმცა სჯობს ამ შემთხვევაში მივიღოთ წყლით გაზავებული ბროწეულის ახლად გამოწურული წვენი.
-ბროწეულის ექსტრაქტი მედიცინაში ხშირად გამოიყენება როგორც ანტი-age დანამატი. იგი აფერხებს კანის დაბერების პროცესს და ხელს უშლის ასაკობრივი პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.
წყარო : allnews.ge