რატომ არის სასარგებლო ყაბაყი და როგორ მოვუმზადოთ ბავშვს - პედიატრის პასუხი - Gemrielia.ge

რატომ არის სასარგებლო ყაბაყი და როგორ მოვუმზადოთ ბავშვს - პედიატრის პასუხი

 

საუკუნეთა მანძილზე გოგრისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი იროკეზის ტომის ინდიელებისათვის ყოველდღიური საკვები იყო.  ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე ისინი ყაბაყს ლობიოსთან და სიმინდთან ერთად თესავდნენ, რადგან მიაჩნდნათ, რომ ეს სამეული ერთად გაცილებით უკეთ იზრდებოდა და უხვ მოსავალს იძლეოდა.
მე-16 საუკუნეში ინდიელთა სუფრის ეს აუცილებელი საკვები ევროპელთა სუფრაზეც მოხვდა.
 

გემრიელი და სასარგებლო

 

- ყაბაყი დაბალკალორიული ბოსტნეულია. მისი ყოველი 1 კგ მხოლოდ 270 კკალ ენერგიას შეიცავს. ამიტომ თუ თქვენი პატარა ჭარბ წონას ებრძვის, ეს პროდუქტი აუცილებლადუნდა შეიტანოთ მის საკვებ რაციონში.

 

- ნაზი სტრუქტურის წყალობით არ აღიზინებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, კარგად მოინელება, ადვილად აითვისება მოხარშულიც და შემწვარიც, ამიტომ ბაშვთა კვებისათვის იდეალური პროდუქტია.

 

- ყაბაყის შემდგენლობაში 90% ბუნებრივად კრისტალიზებული წყალია. აქვს შარდმდენი ეფექტი, რის გამოც განსაკუთრებით სასარგებლოა საშარდე გზების დაავადებების დროს.

 

- ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რაც აუცილებელია უჯერდების ფუქიცნიონირებისათვის, ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვას, გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

- ცოტაა პროდუქტი, რომელიც ისეთი რაოდენობებით შეიცავს მიკროლემენტებს, როგორც ყაბაყი - ის მდიდარია ტიტანიუმით, მოლიბდენით, ლითიუმით, თუთიით.

 

- კალციუმი და ფოსფორი, რაც დიდი რაოდენობითაა ამ პროდუქტში ხელს უწყობს ბავშვის ძვლოვანი სისტემის და კბილების განვითარებას.

 

- საინტერესოა, რომ ყაბაყი დიდი რაოდენობით E ვიტამინს შეიცავს, ის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ეს ვიტამინი იცავს უჯერდების გარსებს დაზიანებისაგან,რაც უჯრედებს რადიაციისაგან და სხვადასხვა ტოქსინისაგან ემუქრებათ.

 

- A და ჩ ვიტამინები, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ყაბაყის შემადგენლობაში, აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათის, მისი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.

 

- ყაბაყი ჰიპოალერგიული პროდუქტია და საუკეთესოა დამატებითი კვების დაწყებისას შესარჩევ პროდუქტად 5-6 თვიდან.


გახსოვდეთ, რომ ყაბაყი, ისევე როგორც კიტრი, ზრდისას აქტიურად ირთავს ნიადაგიდან პესტიციდებს, მძიმე მეტალებს, ამიტომ საკვებად მხოლოდ საიმედო ბიოლოგიური პროდუქტი უნდა შეარჩიოთ.

 

იხილეთ,როგორ უნდა მოვამზადოთ ყაბაყი ბავშვებისთვის: