"ავერსი" საბავშვო ბიოკოსმეტიკის ახალ ბრენდს გაგაცნობთ - Gemrielia.ge

"ავერსი" საბავშვო ბიოკოსმეტიკის ახალ ბრენდს გაგაცნობთ

"ნატურავერდეს" ბიოკოსმეტიკა უკვე საქართველოშია - "ავერსი" იტალიური ბრენდის   პროდუქციას  გთავაზობთ. 
3 წლამდე ბავშვებისთვის შექმნილი ევროპული ნაწარმის ასორტიმენტი, რომელიც "ავერსის" სააფთიაქო ქსელში ექსკლუზიურად გახლავთ წარმოდგენილი, მრავალფეროვანია:  


•    საბავშვო ზეთი
•    დასაბანი გელი
•    შამპუნი
•    საფენქვეშა საცხი
•    თხევადი საპონი
•    აბაზანის ქაფი
•    შხაპგელი 
•    სველი საწმენდი 

 

  " მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც იზრდება ბიო ორგანულ პროდუქტებზე მოთხოვნა.  დედებს საკუთარი პატარებისთვის ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო სურთ, ამიტომ მათთვის საჭირო პროდუქციის შეძენისას უპირატესობას ხარისხიან, ბიოლოგიურად სუფთა და ნატურალურ ნაწარმს ანიჭებენ. ბიოკოსმეტიკა  ამ ყველაფერს თავისთავად გულისხმობს"  - აღნიშნა "ავერსის" იმპორტის განვითარების მენეჯერმა თამუნა რამიშვილმა. მისივე თქმით,  ჩვილები და სამ წლამდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ქიმიკატებისა და მავნე დანამატების მიმართ, ხოლო  "ნატურავერდეს" პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური ინგრედიენტებით დამზადებული კოსმეტიკაა, რომელიც  სრულიად უსაფრთხოა ჩვენი პატარებისთვის. 


არ შეიცავს  პარაბენებს, სოდიუმ ლაურინ სულფატს  (შLშ),  სოდიუმ ლაურინ ეთერ სულფატს (შLEშ) და  საღებავებს, რაც ხშირად გამოიყენება მოვლის საშუალებებში. ტესტირებულია ნიკელზე, ქრომზე და კობალტზე. 
"ნატურავერდეს" ბიოკოსმეტიკა  არ აბინძურებს გარემოს და აქცენტს მცენარეულ პროდუქტებზე სვამს.
"ნატურავერდეს" უპირატესობაა ფართო ასორტიმენტი და მისაღები ფასებიც. 


P.S კომპანია "ნატურავერდე" ნაწამრის ცხოველებზე გამოცდის პრაქტიკაზე უარს აცხადებს. 

 

(R)