საბავშვო პასტებისგან მომზადებული კერძების რეცეპტები, რომელიც ბავშვს წვნიანებს შეაყვარებს - Gemrielia.ge

საბავშვო პასტებისგან მომზადებული კერძების რეცეპტები, რომელიც ბავშვს წვნიანებს შეაყვარებს

 

პასტას არამხოლოდ უფროსები, არამედ პატარებიც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ, მათ შორის, 6 თვის ბავშვებიც.
იტალიელმა მშობლებმა თავიანთი პატარების რაციონში პასტა დიდი ხნის წინ შეიტანეს. მოგვიანებით ეს ტრადიცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც გავრცელდა. შეიქმნა საჭიროება, საბავშვო პასტის ანუ „პასტინის“ წარმოება დაწყებულიყო, რათა პატარებს მათი ასაკის შესაბამისი საკვები მიეღოთ. ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს სწორედ იტალიური კომპანია „პლასმონის“ პასტები. 100-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია უმაღლეს სტანდარტებზეა ორიენტირებული და მისი პროდუქტები უმკაცრეს შემოწმებას გადის. სწორედ ამიტომ ენდობიან მშობლები მის პასტინებს.


პასტინა ნახშირწყლებით მდიდარი და ჯანსაღი პროდუქტია. „პლასმონის“ საბავშვო პასტა, რომელიც ხორბლის მყარი, მთლიანი მარცვლისგან არის დამზადებული, არარაფინირებულ ნახშირწყლებს შეიცავს, რომელიც ნაკლებად არის დამუშავებული და ბავშვის ორგანიზმი მას ადვილად ინელებს. თუ ბავშვს გლუტენის აუტანლობა აქვს, მისთვის ალტერნატივად შეიძლება ბირნჯის სავუძველზე დამზადებული პასტის მიცემა.

 


პედიატრის რეკომენდაციით, პასტა გარკვეულწილად, პურის შემცვლელადაც კი შეიძლება გამოვიყენოთ.
„პლასმონის“ საბავშვო პასტები „კიოჩიოლინე“, „ჯერმინე“, „პენნე“ და „ლაფატორია“ მხოლოდ ჩვილთა კვებაში გამოიყენება და მას კომპანია სპეციალური ტექნოლოგიით ამზადებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ტექნოლოგიით დამზადებული პასტა ბავშვების ორგანიზმს სასარგებლო მინერალებსა და ვიტამინებს აწვდის. ამ პასტის გამოყენებით კი შეგვიძლია, ბავშვებს სხვადასხვა კერძი მოვუმზადოთ და მათი მენიუ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.

 

ბოსტნეულის წვნიანი პასტით 6 თვიდან


ინგრედიენტები:


1.    კარტოფილი 1ცალი
2.     ყაბაყი ან გოგრა 50 გ
3.    სტაფილო - გათლილი და გულამოცლილი  30გ  
4.    ხახვი 1 თავი
5.    კამა 
6.    პასტა 2 ჩ.კ.
7.    ზეითუნის ზეთი 1ჩ.კ.


მომზადების წესი:


კუბიკებად დაჭერით ბოსტნეული და მოხარშეთ. აღსანიშნავია, რომ სტაფილოს გული უნდა გამოვაცალოთ და ისე დავჭრათ. ხარშვისას დამატეთ კამა და ხახვი  მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ და მიღებული მასა გაათხელეთ თავისივე ნახარშით. სადილისთვის გამოიყენეთ 150 გრამი მასა. წინასწარ მოხარშეთ პასტა, გადაწურეთ და დაამტეთ დაბლედერებულ მასას.  მიღებულ კერძს დაამატეთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. შვიდი თვიდან ამ კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ ისპანახის 1-2 ცალი ფოთოლი.

 

 

პასტა ხორცით და სტაფილოთი 8 თვიდან

ინგრედიენტები:


1.    პასტა 2 კოვზი
2.    სტაფილოს მზა პიურე 40გ
3.    კურდღლის ან ქათმის ხორცის პიურე  50გ
4.    ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.

 

მომზადების წესი:


4-5 წუთის განმავლობაში მოხარშეთ პლასმონის საბავშვო პასტა. გადაწურეთ. დაამატეთ „პლასმონის“ სტაფილოს პიურე, კუდღლის ხორცის პიურე და 1ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. 

 

 

 

პასტა ყველით და ბოსტნეულის პიურით 8 თვიდან

ინგრედიენტები:


1.    პასტა 2 კოვზი
2.    სტაფილო, ყაბაყის და კარტოფილი მზა პიურე 80გ
3.    ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
4.    ყველი 20გ

 

მომზადების წესი:


მოხარშეთ პლასმონის საბავშვო პასტა 4-5 წუთი, გადაწურეთ. პასტას დაამატეთ პლასმონის სტაფილო, ყაბაყი და კარტოფილის პიურე. ასევე, „პლასმონის“ რბილი ყველი და 1ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. 

 

 

პასტა ავოკადოთი 9 თვიდან 
 
ინგრედიენტები: 


    1. პასტა - 2 კოვზი
    2. ავოკადო 50 გ
    3. ზეითუნის ზეთი 1 ჩ.კ.
    4. ყველი 20გ
    6. ლიმონის წვენი

 

მომზადების წესი:


დააბლენდერეთ ავოკადო, დამატეთ ლიმონის წვენი. 4-5 წუთი ხარშეთ საბავშვო პასტა. გადაწურეთ და დაამატეთ მომზადებული ავოკადოს მასა, ყველი და 1ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

 

პასტა თევზით და ბოსტნეულით 10 თვიდან

ინგრედიენტები:


1.    პასტა 2-3 კოვზი
2.    მდინარის თევზი 50გ
3.    კარტოფილი 1 ცალი
4.    სტაფილო 1 ცალი
5.    კამა
6.    ხახვი 1 ცალი
7.    ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
8.    ან გამოიყენეთ „პლასმონის“ მზა პიურე - ორაგული ბოსტნეულით 40გ

 

მომზადების წესი:


კუბიკებად დაჭერით ბოსტნეული და მოხარშეთ.  ხარშვისას დამატეთ კამა და ხახვი.  ცალკე მოხარშეთ თევზი, გაასუფთავთ ფხებისგან და მოხარშული ბოსტნეულთან ერთად დააბლენდერეთ. მიღებული მასა გაათხელეთ თავისივე ნახარშით. სადილისთვის გამოიყენეთ 150 გრ. მასა. წინასწარ მოხარშეთ  პასტა, გადაწურეთ,  დაამტეთ დაბლედერებულ მასას და1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. 
ამ პროცედურის ნაცვლად, მოხარშულ პასტას შეგიძლიათ, და  „პლასმონის“ მზა პიურე - ორაგული ბოსტნეულით დაამატოთ.

 

 

პასტა ბროკოლით და ყველით 9 თვიდან: 


ინგრედიენტები:


1.    პასტა 2-3 კოვზი
2.    ბროკოლის მზა პიურე 60გ
3.    ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
4.    ყველი 20გ

 

მომზადების წესი


4-5 წუთის განმავლობაში მოხარშეთ საბავშვო პასტა და გადაწურეთ. გადაწურულ პასტას დაამატეთ ბროკოლის პიურე,  ყველი და 1ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.

 

 

პასტა ბოსტნეულის სოუსითა და ყველით 10 თვიდან 

ინგრედიენტები:


1.  მწიფე პომიდორი 1 ც
2. ყვავილოვანი კომბოსტოს 1 საშუალო ზომის ყვავილედი
3.  მცირე ზომის ხახვი 1ც 
4. გარეცხილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში 1 ძირი
5. ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
6. „პლასმონის“ „რბილი ყველი“ 30 გრ
7. ჩვილებისათვის განკუთვნილი პასტა (მზა წონა) 100 გრ

 

მომზადების წესი:


მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი და გააცალეთ კანი, დაჭყლიტეთ. კარგად მოთუშეთ ხახვთან ერთად. დაამატეთ ოხრახუში. შეურიეთ მომზადებული დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო. მოთუშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. მზა სოუსს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მოხარშეთ საბავშვო პასტა, გაწურეთ და მოასხით ბოსტნეულის სოუსი.