მეცნიერებმა ყველაზე სასარგებლო სასმელი დაასახელეს - Gemrielia.ge

მეცნიერებმა ყველაზე სასარგებლო სასმელი დაასახელეს

დილაობით რას მიირთმევთ - ყავას თუ ჩაის? მეცნიერები გვთავაზობენ გავაერთიანოთ ეს ორი სასმელი და შესაბამისად მათგან მიღებული სარგებელიც გავაორმაგოთ.

ყავიანი ჩაი მეცნიერებმა მომავლის სამელად დაასახელეს. მათი აზრით ის ყავას და ჩაის ჩაანაცვლებს, რადგან გემოვნური თვისებებითაც და სარგებლიანობითაც აღემატება ორივეს.

ყავიანი ჩაი ყავის ხის ფოთლებისგან მზადდება. ის შეიცავს ნივთიერებას მანგიფერინს, რომელიც ანტივირუსული და ანტიოქსიდანტური ვისებებით გამოირჩევა. ლონდონის სამეფო ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ეს სასმელი კარგად აგრილებს, თრგუნავს შიმშილის გრძნობას, ხსნის დაღლილობას. ამ მოსაზრებას ფრანგი კოლეგებიც ეთანხმებიან.

ჯერჯერობით ევროპაში ყავიანი ჩაისსარგებლიანობას არავინ აფასებს და ის მხოლოდ აფრიკაში და ინდოჩინეთშია პოპულარული.