ადესა – მომაკვდინებელი ღვინო, რომელსაც უნდა ვუფრთხილდეთ - Gemrielia.ge

ადესა – მომაკვდინებელი ღვინო, რომელსაც უნდა ვუფრთხილდეთ

 

საქართველო ღვინის ქვეყნის სახელით არის ცნობილი, მევენახეობამეღვინეობაც ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია. ჩვენთან ვაზის 450–მდე ადგილობრივი ჯიშია ცნობილი, ამათ გარდა ყველა კუთხეში ვხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოტანილ ჯიშებსაც. ერთერთი ასეთი, კერძოდ, ვაზის ამერიკული ჯიშიაიზაბელა“, რომელსაც ჩვენში ადესასაც უწოდებენ. მას შავი ნაყოფი აქვს და სხვა ჯიშებისგან განსხვავებული გემოთი ხასიათდება. როგორც ყურძენი, აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა მისგან ღვინის დამზადება არათუ მიზაშეწონილი, არამედ დაუშვებელიცაა.

 

რატომ არის საშიში ადესასგან დამზადებული ღვინო?

 

დაღვინების პროცესში მასში მეთილის სპირტი წარმოიქმნება. მეთილის სპირტი აზიანებს ღვიძლს, თირკმლებს, მხედველობით ნერვს და სხვა ორგანოებს. მეთილის სპირტი წარმოიქმნება დუღილის დროს, რომელიც საჭმლის მონელების დროს გარდაიქმნება კიდევ უფრო ძლიერ შხამად - ფორმალდეჰიდად. იგი შხამია, რომლის მცირე რაოდენობაც კი თავბრუსხვევასა და გულისრევას იწვევს. დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრამ, შესაძლოა, ადამიანის დაბრმავება ან სიკვდილი გამოიწვიოს.

 

რას გვირჩევენ სპეციალისტები?

 

სპეციალისტები გვირჩევენ, არ მივირთვათ ადესასგან დამზადებული ღვინო და მხოლოდ ყურძნით დავკმაყოფილდეთ, რომელიც, მისგან დამზადებული ღვინისგან განსხვავებით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

 

წყარო: palitranews.ge