"პირველ სეზონზე რბილები ვიყავით, ახლა უფრო მომთხოვნები ვიქნებით" - "მასტერშეფის" მეორე სეზონი იწყება!
"პირველ სეზონზე რბილები ვიყავით, ახლა უფრო მომთხოვნები ვიქნებით" - "მასტერშეფის" მეორე სეზონი იწყება!

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი, ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი „მას­ტერ­შე­ფი“ მე­ო­რე სე­ზო­ნით ბრუნ­დე­ბა. შოუს პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­მა ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ტე­რე­სი და­იმ­სა­ხუ­რა, მე­ო­რე სე­ზო­ნამ­დე კი რამ­დე­ნი­მე დღე­ღა რჩე­ბა.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბი, ახა­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ახა­ლი იდე­ე­ბით, გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა და „გე­მო­ე­ბით თა­მა­ში“ - „მას­ტერ­შე­ფის“ გუნ­დი ახალ სე­ზონს გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­თა და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით იწყებს.

უც­ვლე­ლია ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა, თუმ­ცა შე­იც­ვა­ლა გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის დრო. ამ­ჯე­რად ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი „მას­ტერ­შეფს“ ყო­ველ კვი­რას, 22:00 სა­ათ­ზე იხი­ლავს.

რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს კას­ტინ­გე­ბი და რას უნდა ელო­დოს მა­ყუ­რე­ბე­ლი „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზონ­ში - ამის შე­სა­ხებ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი: ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი და ლუკა ნა­ჭყე­ბია AMBEBI.GE-ს მკი­თხველს მო­უყ­ვე­ბი­ან.

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი: "აშ­კა­რაა, რომ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ „მას­ტერ­შე­ფი­სად­მი“ მეტი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა, გა­ცი­ლე­ბით მეტ­მა კონ­კურ­სან­ტმა შე­მო­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი. რაც მთა­ვა­რია, სა­შუ­ა­ლო დონე გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე პირ­ველ სე­ზონ­ში იყო. კონ­კურ­სან­ტე­ბი უფრო მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი, კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი და რის­კი­ა­ნე­ბი არი­ან.

ეტყო­ბათ, რომ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი ნა­ნა­ხი და კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვთ. იცი­ან წე­სე­ბი - რას ვი­თხოვ­დით, რას ვა­ფა­სებ­დით უფრო მე­ტად; ზუს­ტად იცი­ან, რისი კე­თე­ბა უნ­დათ, რას უნდა ელო­დონ ჩვენ­გან და რით უნდა გაგ­ვაკ­ვირ­ვონ.

კარ­გი ის არის, რომ თა­ნა­ბა­რი დო­ნის კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან და კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. ეს ჟი­უ­რი­ზეც აი­სა­ხე­ბა. თუკი პირ­ველ სე­ზონ­ზე შე­და­რე­ბით რბი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ახლა უფრო მომ­თხოვ­ნე­ბი ვიქ­ნე­ბით".

 

კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი: "წინა სე­ზო­ნი მა­ინც პირ­ვე­ლი იყო და ბევ­რმა თავი შე­ი­კა­ვა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის­გან, შე­ე­შინ­და ჟი­უ­რის, მა­ყუ­რებ­ლის, „თა­ვის გა­ბან­ძე­ბის“, მაგ­რამ რომ ნა­ხეს შოუ და მიხ­ვდნენ, რომ მა­გა­რია და უნდა გა­რის­კონ, მო­ვიდ­ნენ.

კას­ტინ­გებ­ზე­ვე გა­მოჩ­ნდა, რომ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­ზო­ნის კონ­კურ­სან­ტებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა აშ­კა­რაა. კონ­კურ­სან­ტე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და ტექ­ნი­კუ­რად სწო­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი მო­ი­ტა­ნა.

 

 

ის შე­ნიშ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ველ სე­ზონ­ზე იყო, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ახალ­მა კონ­კურ­სან­ტებ­მა, თუ უნ­დათ, რომ ამ შო­უ­ში რამე გა­მო­უ­ვი­დეთ, რად­გან ჟი­უ­რის წევ­რე­ბი უფრო მკაც­რე­ბი და მომ­თხოვ­ნე­ბი ვიქ­ნე­ბით.

ჩვენ ქარ­თულ სივ­რცე­ში ვართ და ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც არ­ცთუ ისე გა­თა­მა­მე­ბუ­ლია არა­ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას. ამი­ტომ, ვეც­დე­ბით, ისი­ნი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ახ­ლე­ბუ­რად წა­მო­ვუდ­გი­ნოთ.

მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი და ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი პრო­დუქ­ტი ბად­რი­ჯა­ნი რამ­დე­ნი­მე კუ­თხით და­ვა­ნა­ხოთ მა­ყუ­რე­ბელს - სხვა­დას­ხვა ფორ­მით, სხვა­დას­ხვა ფაქ­ტუ­რით, რომ მისი გემო „ათა­მა­შონ“ სხვა­დას­ხვა კერძსა თუ დე­სერ­ტში. ასე რომ, „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზონ­ზე დი­ა­სახ­ლი­სე­ბი, მოყ­ვა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რე­ბი, მათი მე­ნი­უს გა­ნახ­ლე­ბას უნდა ელო­დონ.

ლუკა ნა­ჭყე­ბია: "მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა პირ­ველ და მე­ო­რე სე­ზონს შო­რის ისაა, რომ ლი­დე­რი სა­ერ­თოდ არ იკ­ვე­თე­ბა. თუ წინა სე­ზონ­ზე რა­ღაც მო­ლო­დი­ნე­ბი გვქონ­და ჟი­უ­რის, თუ ვის შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­მარ­ჯვა, ახლა წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს.

კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, გამ­ბე­და­ო­ბა უფრო მე­ტია, მსოფ­ლმხედ­ვე­ლე­ბაც უფრო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ემო­ცი­უ­რა­დაც უფრო მზად არი­ან იმ წნე­ხის­თვის, რაც ამ შოუს თან ახ­ლავს. ახა­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა წინა სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­ა­გო­ნონ მა­ყუ­რე­ბელს. ზოგი ია­სა­ვით თა­მა­მია, ზოგი მან­ჯი­ვით ჯიგ­რულ კერ­ძებს ამ­ზა­დებს. ასე რომ, ნოს­ტალ­გი­ე­ბიც იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად.

 

ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მომ­წონს, რომ ახალ სე­ზონ­ზე ისე­თი კონ­კურ­სან­ტე­ბი გყვავს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან „პი­რად“ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ, ანუ მათი თი­თო­ე­უ­ლი კერ­ძი ძა­ლი­ან კარ­გად ასა­ხავს მათს პი­როვ­ნე­ბას, რაც ნამ­დვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ამას­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, არის ცუდი კერ­ძე­ბიც. ერთი-ორი ისე­თი იყო, გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და. ნა­ხავს მა­ყუ­რე­ბე­ლი და თა­ვად მიხ­ვდე­ბა.

რაკი მე­ო­რე სე­ზო­ნია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა - გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი სტრე­სი, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ზე­წო­ლა, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ხა­რის­ხი. ეგე­თი ბრძო­ლა, რო­გო­რიც ახლა იქ­ნე­ბა, პირ­ველ სე­ზონ­ზე ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ასე რომ, მა­ყუ­რე­ბელს სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა ელო­დე­ბა".

 

 

შე­გახ­სე­ნებთ, „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზო­ნი კვი­რას, 27 ოქ­ტომ­ბერს, 22:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

მასალის გამოყენების პირობები
25 ოქტომბერი, 2019 02:15 p.m.
ნანახია: 38