“აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო?...”-gemrielia.ge-ს რედაქტორის ბლოგი
“აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო?...”-gemrielia.ge-ს რედაქტორის ბლოგი

 

რამდენიმე წლის წინ, მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს,რომლის მიხედვით, ყველი ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც ნარკოტიკი. სიმართლე გითხრათ,კვლევის დეტალებს არ გავეცანი,მთავარი ის არის,რომ  შედეგებს 100 %-ით ვეთანხმები.


ყველი ძალიან ბევრი წლის უკან შემიყვარდა და ჩემი კვების რაციონი მის გარეშე წარმოუდგენელია. სიყვარულის გაცნობიერებიდან მალევე მეგონა,რომ ნამდვილი ექსპერტი ვიყავი,რადგან ვიცოდი არა იმერული ყველი და სულგუნი,არამედ მოცარელა,პარმეზანი,ჩედარი და ფეტა. თუმცა, ინტერნეტში მალევე წავიკითხე,რომ მსოფლიოში ათეულობით ტიპის ყველი არსებობს,რომ არაფერი ვთქვათ ქვეტიპებზე და აი,აქ დამემსხვრა სტერეოტიპები.

 

 

ასე დავიწყე მოგზაურობა და ახალი აღმოჩენების გაკეთება,თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ დავწერ. ახლა იმაზე მინდა გესაუბროთ,როგორ არ აფასებენ ადამიანები ყველს და რამდენი მიზეზი არსებობს,რომ ის გვიყვარდეს:

 

1)    ყველი თანაბრად იდეალურია საუზმის,ლანჩისა და ვახშმისას.
2)    ყველი ნებისმიერ კერძს უფრო გემრიელს ხდის.
3)    ყველი არამარტო განაყრებს,არამედ გაბედნიერებს. ( თუ კვლევებს და ჩემს გამოცდილებას ენდობით).
4)    მისი მომზადება მარტივად შეიძლება - მაგალითად, საფანელს + მოცარელა = მოცარელას ჩხირებს.
5)    სხვადასხვა ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი ყველის სახეობა აქვს,ამიტომ,თუ ყველი გიყვართ,ჩათვალეთ, ჭამის დროს ამ ქვეყნის კულტურასთან ინტეგრირდებით.
6)    ყველი არასდროსაა ზედმეტი - ოდესმე გაგიგიათ ფრაზა „ზედმეტი ყველი“?!


ამ დროისთვის, 10 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და დაახლოებით, 60 სახეობის ყველი მაქვს გასინჯული. თუმცა, არ წარმოიდგინოთ,რომ მხოლოდ ყველის გამო ვმოგზაურობ. ყველი და ღვინო - ეს არის ორი პროდუქტი,რომლის გამო ხშირად დიდ მანძილსაც გავდივარ. ამ კუთხით, ჩემი იტალიაში მოგზაურობა ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა - იტალიელი მეგობრების რეკომენდაციით, მილანთან ახლოს,პატარა  ქალაქში ჩემი საყვარელი ღვინო და ყველი - პინო ბიანკო და გორგონზოლა (ცისფერი ყველის სახეობა) აღმოვაჩინე.

 

 

თბილისში ძალიან რთულია ისეთი ადგილის პოვნა,სადაც ხარისხიან ყველს იყიდი,რა თქმა უნდა,არ ვგულისხმობ იმერულ ყველს,თუმცა არც ესაა მარტივი. აქამდე ევროპული ყველისთვის რამდენიმე მაღაზიაში დავდიოდი, ქართულ ყველს კი ყოველთვის „სანდო“ ადგილას ვყიდულობდი.

 

 

ამ ყველაფერს წარსულში იმიტომ ვყვები,რომ მგონი ყველის მოყვარულთა სამოთხეს მივაგენი. უქმეებზე,როცა ვისვენებდი და წესისამებრ,ძაღლს ვასეირნებდი,აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო? ვიფიქრე, „რატომ არა“, 5 წუთი არაფერს წყვეტდა. ასე გადაიქცა ჩემი 5 წუთი 1 საათად. გავსინჯე ფონდიუ,გამომცხვარი ბრი და კანბებერი,ვისწავლე სულგუნის ამოზელვა და წამოვედით მე და ჩემი ცუგა ბედნიერები და დანაყრებულები. 

 

 


ამ დღის მერე თითქმის ყოველ მეორე დღეს დავდივარ აბაშიძის 33 ნომერში,ყველის ერთი შეხედვით პატარა მაღაზიაში,სადაც სინამდვილეში 120 სახეობის ყველი იმალება. სულგუნითა და იმერული ყველით დაწყვებული, უმაღლესი ხარისხის ევროპული ყველით დამთავრებული.

 


შარლ დე გოლმა ერთხელ თქვა , როგორ უნდა მართო ქვეყანა,რომელსაც 246 სახეობის ყველი აქვსო ,ხოდა, შეგიძლიათ,არ გეშინოდეთ - 246 თუ არა, 120 სახეობის ყველი ნამდვილად მოგვეპოვება.

 

მასალის გამოყენების პირობები
25 ოქტომბერი, 2019 05:10 p.m.
ნანახია: 304