"რამდენიმე წინსაფარი მაქვს, მაგრამ სახლში ხალათებით სიარული მიყვარს" - ვინ არის "მასტერშეფის" კონკურსანტი, რომელიც ინტერნეტმომხმარებელმა "ჩიკას" შეადარა - Gemrielia.ge

"რამდენიმე წინსაფარი მაქვს, მაგრამ სახლში ხალათებით სიარული მიყვარს" - ვინ არის "მასტერშეფის" კონკურსანტი, რომელიც ინტერნეტმომხმარებელმა "ჩიკას" შეადარა

 

ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუ "მას­ტერ­შე­ფი" სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ზე დაბ­რუნ­და და პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მას ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. რო­გორც და­ა­ნონსდა, ჟი­უ­რი წელს უფრო კრი­ტი­კუ­ლი იქ­ნე­ბა, რაც და­მა­ტე­ბით სა­ნერ­ვი­უ­ლოს უქ­მნის ახალ მო­ნა­წი­ლე­ებს.

 

ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ამ ქურ­დი­ა­ნი ერთ-ერ­თია, ვინც შე­ეც­დე­ბა მკაცრ ჟი­უ­რის სა­მე­ულს სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე მო­ა­წო­ნოს თა­ვი­სი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი და ფი­ნალ­შიც გა­ვი­დეს. ამ­ბობს, რომ მის­თვის მი­უღ­წე­ვე­ლი მი­ზა­ნი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა შო­უ­ში მის პირ­ვე­ლი­ვე გა­მოს­ვლას მა­ყუ­რე­ბე­ლი კრი­ტი­კუ­ლად შეხ­ვდა.

 

"ეს ლუ­კას ნუ ეპ­რან­ჭე­ბა, ბევ­რს გა­დაგ­ვიმ­ტე­რებს"; "მე­ო­რე თა­თი­აა"; "ჩი­კას ჩი­ნუ­რი ვა­რი­ან­ტია"; "კომ­პლექ­სე­ბით გა­მო­ტე­ნი­ლია და მაკა კვი­ცი­ანს რო­გორ ბა­ძავს"; "ამან თუ პრო­ექ­ტში გა­ი­მარ­ჯვა, სა­ჯა­როდ ლა­ივ­ში, უნდა გა­დავ­ხტე მტკვარ­ში" - წე­რენ მა­რი­ამ ქურ­დი­ა­ნის ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში "ფე­ის­ბუქ­ზე".

 

AMBEBI.GE-მ გა­და­წყვი­ტა, ახ­ლოს გა­გაც­ნოთ "მას­ტერ­შე­ფის" მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­მაც ერთი ნახ­ვით აა­ლა­პა­რა­კა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი:

 

"მე ვარ მა­რი­ამ ქურ­დი­ა­ნი, 29 წლის, თბი­ლი­სი­დან, „მო­ამ­ბის“ კრი­მი­ნა­ლი­სა და სა­მარ­თლის ჟურ­ნა­ლის­ტი. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ამ­დე­ნი წე­ლია ჟუ­რა­ლის­ტი ვარ, ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან მაქვს ჩარ­თვა სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ში და არა­ვინ არ მიც­ნობს. ახლა კი „მას­ტერ­შე­ფის“ ვი­დე­ოს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

 

და­ახ­ლო­ე­ბით ათი წე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ვარ, აქე­დან შვი­დი წე­ლია „მო­ამ­ბე­ში“ ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა ახლა დეკ­რეტ­ში ვარ. ორი შვი­ლი მყავს, 6 წლის და 4 თვის. ჩემი მე­უღ­ლე ლე­ვან ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ბიზ­ნეს­მე­ნია, მა­მას­თან ერ­თად პრო­ექ­ტი აქვს. ჩემი მა­მამ­თი­ლი ყო­ფი­ლი ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დროს მუ­შა­ობ­და".

 

 

 

- გა­და­ცე­მა­ში თქვი, ჩემ­თვის მი­უღ­წე­ვე­ლი მი­ზა­ნი არ არ­სე­ბობ­სო...

 

- მინ­დო­და ოჯა­ხი - მყავს ოჯა­ხი, მინ­დო­და გოგო-შვი­ლი, ბიჭი-შვი­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მქო­ნო­და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი და ამას, ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წიე.

 

 

- კუ­ლი­ნა­რი­ით რა ასა­კი­დან და­ინ­ტე­რეს­დი?

 

- ოჯახ­ში ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დებ­დნენ. დე­დას ბევ­რი ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავს და ყვე­ლა­ნი ერ­თად ვიკ­რი­ბე­ბო­დით "ნა­ხა­ლოვ­კა­ში". ბავ­შვე­ბი დავ­რბო­დით და უფ­რო­სე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ირ კერ­ძებს ამ­ზა­დებ­დნენ. ამ ემო­ცი­ებ­მა და გა­რე­მომ ძა­ლი­ან იმოქ­მე­და.

 

გვქონ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძი - ლო­ბი­ოს გუფ­თა, რო­მე­ლიც იო­სე­ლი­ა­ნე­ბის ოჯახ­მა გვას­წავ­ლა, ბე­ბი­ას გა­უმ­ხი­ლეს რე­ცეპ­ტი. უგემ­რი­ე­ლე­სია და ძა­ლი­ან მინ­და, რომ გა­და­ცე­მა­ში მო­ვამ­ზა­დო, მაგ­რამ რე­ცეპტს ვერ გა­ვამ­ხელ, დედა და იო­სე­ლი­ა­ნე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო ანა­თე­მას გა­დამ­ცემს.

 

 

- შენი საყ­ვა­რე­ლი კერ­ძი რო­მე­ლია?

 

- სპა­გე­ტი, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­დან კი ხინ­კა­ლი მიყ­ვარს. ჩემს მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ მო­ვუმ­ზა­დო, მარ­ტო ვცხოვ­რობთ და რომ არ გა­ვა­კე­თო მში­ე­რი იქ­ნე­ბა. რამ­დე­ნი­მე წინ­სა­ფა­რი მაქვს, მაგ­რამ სახ­ლში ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხა­ლა­თე­ბით სი­ა­რუ­ლი. თმა ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მაქვს და ისე შევ­დი­ვარ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში.

 

 

- სა­ინ­ტე­რე­სო კო­მენ­ტა­რე­ბია თქვენს ვი­დე­ო­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, წე­რენ რომ შენი და დალი ჩი­ტა­ლა­ძის დუ­ე­ლი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, "ჩცდ"-ს გმირ ჩი­კა­საც შე­გა­და­რეს...

 

- ვნა­ხოთ... მე და დალი გვერ­დიგ­ვერდ უბან­ში ვცხოვ­რობთ. ის ვე­რა­ზე და მე ვა­კე­ში რაზ­მა­ძე­ზე. "ინ­სტაგ­რამ­ზე" და­ლის "ფო­ლო­ვე­რიც" ვარ და მიყ­ვარს ძა­ლი­ან ეს ქალი.

ჩი­კას ხში­რად მა­და­რე­ბენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვი­ხიბ­ლე­ბი-თქო ამ ამ­ბით, მო­გა­ტყუ­ებთ, რად­გან სე­რი­ალ­ში გა­შარ­ჟე­ბუ­ლია ეს პერ­სო­ნა­ჟი. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რომ ეს არის შოუ, ყვე­ლა­ნი ვართ შოუს ნა­წი­ლე­ბი და გვინ­და რომ ყუ­რე­ბა­დი და სა­ინ­ტე­რე­სო იყოს.

ჩი­კას რაც შე­ე­ხე­ბა, ცოტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გო­ნი­ლიც არ იყო ჩემ სი­უ­ჟეტ­ში. მიყ­ვარს თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბა, სახ­ლში ყოფ­ნა, არ ვიცი, ის თუ იგუ­ლის­ხმე­ბა რომ მეც ვა­კე­ში ვცხოვ­რობ და ისიც.

 

 

- და სი­გო­ი­მე არ გიყ­ვარს...

- სი­გო­ი­მე მგო­ნი არა­ვის უყ­ვარს, უბ­რა­ლოდ ხმა­მაღ­ლა არა­ვინ ამ­ბობს, ეს არის შოუს ნა­წი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მინ­და ვუ­თხრა, არ გა­ღი­ზი­ან­დნენ. არ მგო­ნია ვინ­მეს თა­ვის თავ­ზე მი­ე­ღო, რად­გან კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვის­ზე მით­ქვამს. შო­უ­ში რომ მივ­დი­ო­დი, წინა სე­ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვგრძნობ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ხალ­ხს მოს­წო­ნე­ბო­დი ან პი­რი­ქით.

მყავს ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ყვე­ლა გან­ვიც­დით რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რებ­ში ხდე­ბა. სი­უ­ჟე­ტი მე­უღ­ლეს და ოჯა­ხის წევ­რებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ, მგო­ნია, რომ და­დე­ბი­თი იყო და სა­ხა­ლი­სო. კო­მენ­ტა­რე­ბი მათ არ წა­უ­კი­თხავთ, მაგ­რამ მე­უღ­ლე მიხ­ვდა რომ დი­დად ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი არ ვი­ყა­ვი და სცა­და ჩემი გამ­ხნე­ვე­ბა.

 

- კრი­ტი­კუ­ლი იყო ჟი­უ­რი...

- ჩემი შეც­დო­მა იყო საჭ­მლის პრო­პორ­ცი­ე­ბი, მეტი ბრინ­ჯი მქონ­და და ნაკ­ლე­ბი კრე­ვე­ტი და რო­გორც ერ­თმა ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­წე­რა, სა­ქარ­თვე­ლოა და ძვი­რი ღირ­სო კრე­ვე­ტი.

 

- თქვენ­ზე იმა­საც წე­რენ, წინა სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მა­კას და თა­თი­ას ნა­ზა­ვი­აო.

- ძა­ლი­ან არ მე­სი­ა­მოვ­ნა ეს კო­მენ­ტა­რი. მე და თა­თია ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, მი­ნი­მუმ 40 კი­ლო­მეტ­რი გვა­შო­რებს ერ­თმა­ნე­თის­გან და ვი­მე­ო­რებ რომ მე მყავს ოჯა­ხი და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ჟი­უ­რის წევ­რებს არ ვეპ­რან­ჭე­ბი.

მე და თა­თია სტი­ლი­თაც ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, მე დე­სერ­ტე­ბი არ მიყ­ვარს და არც ტკბი­ლე­ულს ვჭამ. მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე ცხოვ­რე­ბა­ში, იმის­თვის რომ მი­მეღ­წია, რაც მაქვს. მაქვს დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც 2018 წელს მო­ვი­პო­ვე და 160-გვერ­დი­ა­ნი ნაშ­რო­მი დავ­წე­რე. ამ დროს არ იყი­დე­ბო­და დიპ­ლო­მე­ბი. ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ მა­მის, ქმრის და დე­დის ფუ­ლე­ბით არი­სო, მოდი ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ ვისი.

 

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს შო­უს­გან?

- მე­გო­ნა რომ უფრო ლო­ი­ა­ლუ­რი და იუ­მო­რით სავ­სე მა­ყუ­რე­ბე­ლი დამ­ხვდე­ბო­და, არ მე­გო­ნა ასეთ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას თუ გა­მო­ვიწ­ვევ­დი. ძა­ლი­ან ნუ გა­მაკ­რი­ტი­კებთ, ეს არის შოუ. ჩვენს უკან დგა­ნან პრო­დი­უ­სე­რე­ბი, გა­მო­გო­ნი­ლი არა­ფე­რია ყვე­ლა ის ტი­პა­ჟია რაც ვართ, მაგ­რამ მა­ინც შოუა.

მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ ჩემი კერ­ძე­ბით მო­ვა­წო­ნებ თავს მა­ყუ­რე­ბელს და მიხ­ვდე­ბი­ან რომ ჩემი ად­გი­ლი იქ არის.

 

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ხომ არ გა­და­ი­ნაც­ვლებ?

- არა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და რომ სა­კუ­თა­რი კაფე მქონ­დეს. სა­დაც ისეთ გა­რე­მოს შევ­ქმნი, რომ ადა­მი­ანს მო­უნ­დე­ბა მოს­ვლა, გან­ტვირ­თვა, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა და სა­სი­ა­მოვ­ნო დრო­ის გა­ტა­რე­ბა.