სენდვიჩი, ომლეტი, გამომცხვარი კარტოფილი - რჩევები უფრო გემრიელი ვახშმისთვის - Gemrielia.ge

სენდვიჩი, ომლეტი, გამომცხვარი კარტოფილი - რჩევები უფრო გემრიელი ვახშმისთვის

 

როდესაც საქმე ეხება საჭმელს, ვფიქრობთ, რომ მისი მომზადება უკვე საკმაოდ კარგად ვიცით, მაგრამ სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი. ყოველთვის შეგიძლია რაღაც გააუმჯობესო, კერძი უფრო ორიგინალური და გემრიელი გახადო.

წარმოგიდგენთ რამდენიმე, თქვენთვის კარგად ნაცნობი კერძების განსხვავებულ რეცეპტებს, როგორიც დიდი ალბათობით, ჯერ არ მოგიმზადებიათ.

 

1. სენდვიჩი კვერცხით, ბეკონით და ყველით

 

 

ამგვარად მომზადებული სენდვიჩი გაცილებით გემრიელია, ვიდრე ჩვეულებრივი.

ინგრედიენტები:

მრგვალი პური (ფუნთუშა)

„ნიკორას“ რულეტი მაიორანით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვერცხი 1 ცალი

ყველი 1 ნაჭერი სულგუნი (გახეხილი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოხრახუში 1 ღერი (გემოვნებით)

 

მომზადება:

მრგვალ ფუნთუშა-პურს გადააჭერით ზედა ნაწილი და ამოაცალეთ შუაგული. ჩადეთ შიგნით ბეკონის ნაჭერი, ზემოდან დაადეთ უმი კვერცხი, მოახეხეთ ყველი, მოაყარეთ ცოტაოდენი დაჭრილი ოხრახუში და დააფარეთ პურის ზედა ნაწილი. შეახვიეთ ფოლგაში და მოათავსეთ გახურებულ ღუმელში. თუ ღუმელის ნაცვლად გსურთ მიკროტალღური ღუმელის გამოყენება, მაშინ პური საცხობ ქაღალდში გაახვიეთ. აცხვეთ 5-10 წთ.

 

 

4. კარტოფილში გამომცხვარი ბოსტნეული, მოცარელათი

 

 

საშუალო ან დიდი ზომის კარტოფილი კარგად გარეცხეთ (სასურველია გამოიყენოთ ბოსტნეულის სარეცხი ჩოთქი). გადააჭერით ზედა ნაწილი და ამოღრუტნეთ. სურვილისამებრ, ჩადეთ სასურველი შიგთავსი: ღორის შაშხი, კვერცხი, ბულგარული, სიმინდი, წიწაკა, ზემოდან დაადეთ შუაზე გაჭრილი მოცარელას ორი ბურთი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოაყარეთ მარილი/პილპილი, ორეგანო. კარტოფილები სათითაოდ შეახვიეთ ფოლგაში, დადეთ საცხობ სინზე და აცხვეთ ღუმელში, 20 წთ (შეამოწმეთ, რომ კარტოფილი უმი არ დარჩეს).

 

 

5. სოსისი ცომში

 

 

ინგრედიენტები:

სოსისი მიუნჰენური (ნიკორა)

 

 

ცომი (შეგიძლიათ მზა შეიძინოთ)

 

 

 

კარაქი 50 გრ

 

მომზადება:

გააბრტყელეთ ცომი 1 სმ სისქეზე. დასერით დანით, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. სოსისები გააძვრინეთ, ცომის ზოლებში, თითოს გამოტოვებით. ზემოდან, სილიკონის ფუნჯით გამდნარი კარაქი წაუსვით. შედეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ მზად არ იქნება.

გემრიელად მიირთვით!