"შეფ მარკეტერის" ფინალი, კონკურსანტების მიერ მომზადებული ხინკალი და უამრავი საჩუქარი - Gemrielia.ge

"შეფ მარკეტერის" ფინალი, კონკურსანტების მიერ მომზადებული ხინკალი და უამრავი საჩუქარი

რეს­ტო­რან "უბან­ში" წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ხა­ლი­სო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პრო­ექ­ტის "შეფ მარ­კე­ტე­რის" ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც წინა თვე­ე­ბის შვი­დი სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლე შე­ე­ჯიბ­რა ერ­თმა­ნეთს.

 

 

 

 

მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, ფი­ნალ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძი - ხინ­კა­ლი მო­ამ­ზა­დეს. სა­ნამ ჟი­უ­რის ოთხი წევ­რი კონ­კურ­სან­ტე­ბის მიერ მომ­ხა­დე­ბულ ხინ­კალს აგე­მოვ­ნებ­და, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ფან­ტა­ზია სხვა კუ­თხი­თაც გა­მო­ავ­ლი­ნეს და ფე­რად-ფე­რა­დი ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თიც მო­ამ­ზა­დეს.

 

 

 

 

კომ­პე­ტენ­ტურ­მა ჟი­უ­რიმ, რო­მელ­შიც ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლი­ას" რე­დაქ­ტო­რი ქეთი ადე­იშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი შეფი ენცო ნერი, "უბა­ნის" შეფ-მზა­რე­უ­ლი და რეს­ტორ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყ­ვნენ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჯა­მუ­რი ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­ავ­ლი­ნა.

 

გა­მარ­ჯვე­ბულს, "თე­გე­ტა მო­ტორ­სის" წარ­მო­მად­გე­ნელს გვან­ცა ღვე­დაშ­ვილს პარტნი­ო­რე­ბის­გან - სტამ­ბა "კო­ლო­რის", "პა­ლიტ­რა ელი", „გაგ­რა პლი­უ­სი“, სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ „ჯი­პი­სის“, ავე­ჯი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მა­ღა­ზია „ბო­გა­ჩოს“ მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრი­ზე­ბი გა­და­ე­ცა.

 

ასე­ვე, კომ­პა­ნია m|group-მა წლის შეფ-მარ­კე­ტერს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი ყვარ­ლის ტბა­ზე და ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თი ქსელ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა რეს­ტო­რან­ში.

 

 

გვან­ცა ღვე­დაშ­ვი­ლი, "შეფ-მარ­კე­ტე­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი:

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს გა­მარ­ჯვე­ბა. პირ­ვე­ლად გა­ვა­კე­თე ხინ­კა­ლი, სა­ლა­თიც ექ­სპრომ­ტად მო­ვამ­ზა­დე. ყვე­ლამ კარ­გად შე­ას­რუ­ლა და­ვა­ლე­ბა, ნამ­დვი­ლად ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავ­და"

 

 

ქეთი ადე­იშ­ვი­ლი, ჟურ­ნალ „გემ­რი­ე­ლი­ას“ რე­დაქ­ტო­რი, ჟი­უ­რის წევ­რი:

 

"გა­მარ­ჯვე­ბულ­ზე ბევ­რი ვი­კა­მა­თეთ, ორ ადა­მი­ანს შო­რის დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით, რო­მე­ლი იყო სა­უ­კე­თე­სო. სა­ბო­ლო­ოდ შე­ვარ­ჩი­ეთ ის კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­მაც ხინ­კა­ლიც და სა­ლა­თიც კარ­გად მო­ამ­ზა­და".

 

ნა­თია მეტ­რე­ვე­ლი, m|group-ის მარ­კე­ტინ­გის და გა­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

 

"მხარს ვუ­ჭერთ ასეთ პრო­ექ­ტებს და ყო­ველ­თვის, გვერ­დით ვუდ­გა­ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტი-ფა­ვო­რი­ტი, რო­მელ­საც კარ­გი პრი­ზე­ბი გა­და­ვე­ცით"

შეფ მარ­კე­ტე­რის ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ - „ამ­ბა­სა­დო­რის“, "მაკ­რო ბიზ­ნეს კა­პი­ტა­ლის“, "შალ­ვი­ნოს", „პა­ნეს“, "ჰუ­ა­ვე­ის“, "ალტა ოქე­ის“ და "თე­გე­ტა მო­ტორ­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­ჩუქ­რე­ბი გა­და­ე­ცა ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს.

 

 

მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გარ­და, სა­ჩუქ­რე­ბით და­ჯილ­დოვ­დნენ ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რე­ბიც - მათ­თვის სა­ღა­მოს ბო­ლოს გა­თა­მა­შე­ბა გა­ი­მარ­თა. იღ­ბლი­ან­მა სტუმ­რებ­მა სა­ჩუქ­რად მი­ი­ღეს - "ორ­გა­ნიკ ლა­ბის“, „სოლო პერ­ტეს“, „პან­დო­რას“, „ჯი პი სის“, სათ­ვა­ლე­ე­ბის მა­ღა­ზია „თო­რე­ლის“ და სხვა პარტნი­ო­რე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრი­ზე­ბი.