3 ხრიკი და გაზქურის გასუფთავება აღარასოდეს დაგეზარებათ - თურმე, რა მარტივი ყოფილა! - Gemrielia.ge

3 ხრიკი და გაზქურის გასუფთავება აღარასოდეს დაგეზარებათ - თურმე, რა მარტივი ყოფილა!

სამზარეულო გაზქურის გარეშე ვერავის წარმოუდგენია, თუმცა მისი გაწმენდა საკმაოდ შრომატევადია. თუკი გინდათ,რომ გაზქურა ახალივით გამოიყურებოდეს, უმჯობესია, ის ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდოთ.

გთავაზობთ 3 მარტივ მეთოდს,რომელთა დახმარებითაც გაზქურას მარტივად გაასუფთავებთ:

1) დაგჭირდებათ:

  • მდუღარე წყალი - 200 მლ
  • სოდა - 3 ს/კ
  • სარეცხი ფხვნილი - 2 ჩ/კ
  • სილიკატური წებო - 2 ს/კ

1) აიღეთ ბოთლი,სადაც აურევთ წებოს,წყალს,ფხვნილსა და სოდას.

2)ეს სითხე მოასხით გაზქურას და გააჩერეთ ნახევარი საათი.ამ დროის გასვლის შემდეგ, ღრუბლით გაწმინდეთ.

чем отмыть алюминиевую плиту

2) დაგჭირდებათ:

  • მდუღარე წყალი - 1ლ
  • სარეცხი საპონი - 20გ
  • ვაშლი - 1 ცალი

1)აადუღეთ წყალი ქვაბში.

2)დუღილისას დაუმატეთ გახეხილი სარეცხი საპონი და სქლად გახეხილი ვაშლი.

3)გადმოდგით ცეცხლიდან და ოდნავ რომ შეგრილდება, დაბინძურებულ ადგილებზე მოასხით.გააჩერეთ 10 წუთი.

4)10 წუთის გასვლის შემდეგ,ჭუჭყი ღრუბლით მოაშორეთ.

ამ ნარევით შეგიძლიათ გაასუფთავოთ გამწოვი, ქვაბები და ტაფები.

gazqura2-1664433776.jpg

3) დაგჭირდებათ:

  • რეზინის ხელთათმანები
  • ბამბის დისკები
  • ამიაკის წვეთები

გაიკეთეთ ხელთათმანები,ბამბის დისკი დაასველეთ აიმაკის წვეთებით და გაასუფთავეთ დაბინძურებული ადგილები. ამის შემდეგ სველი ნაჭრით მოწმინდეთ ეს ადგილები.

სულ ეს არის!