როგორ გავასუფთავოთ გაზქურა მარტივად? 3 მარტივი ხრიკი
როგორ გავასუფთავოთ გაზქურა მარტივად? 3 მარტივი ხრიკი

სამზარეულო გაზქურის გარეშე ვერავის წარმოუდგენია,თუმცა, ბევრი დიასახლისისგან მოგისმენიათ,ან თავადაც შეწუხებულხართ მისი გასუფთავებით. თუკი გინდათ,რომ გაზქურა ახალივით გამოიყურებოდეს,უმჯობესია,ის ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდოთ.

 

გთავაზობთ 3 მარტივ მეთოდს,რომელთა დახმარებითაც გაზქურას მარტივად გაასუფთავებთ:

 

1) დაგჭირდებათ:

 

  • მდუღარე წყალი - 200 მლ
  • სოდა - 3 ს/კ
  • სარეცხი ფხვნილი - 2 ჩ/კ
  • სილიკატური წებო - 2 ს/კ

 

1) აიღეთ ბოთლი,სადაც აურევთ წებოს,წყალს,ფხვნილსა და სოდას.

 

2)ეს სითხე მოასხით გაზქურას და გააჩერეთ ნახევარი საათი.ამ დროის გასვლის შემდეგ, ღრუბლით გაწმინდეთ.

 

чем отмыть алюминиевую плиту

 

2) დაგჭირდებათ:

 

  • მდუღარე წყალი - 1ლ
  • სარეცხი საპონი - 20გ
  • ვაშლი - 1 ცალი

 

1)აადუღეთ წყალი ქვაბში.

2)დუღილისას დაუმატეთ გახეხილი სარეცხი საპონი და სქლად გახეხილი ვაშლი.

3)გადმოდგით ცეცხლიდან და ოდნავ რომ შეგრილდება, დაბინძურებულ ადგილებზე მოასხით.გააჩერეთ 10 წუთი.

4)10 წუთის გასვლის შემდეგ,ჭუჭყი ღრუბლით მოაშორეთ.

 

ამ ნარევით შეგიძლიათ გაასუფთავოთ გამწოვი,ქვაბები და ტაფები.

 

Related image

 

 

3) დაგჭირდებათ:

  • რეზინის ხელთათმანები
  • ბამბის დისკები
  • ამიაკის წვეთები

 

გაიკეთეთ ხელთათმანები,ბამბის დისკი დაასველეთ აიმაკის წვეთებით და გაასუფთავეთ დაბინძურებული ადგილები. ამის შემდეგ სველი ნაჭრით მოწმინდეთ ეს ადგილები.

 

Image result for сделать чистую плиту

 

სულ ეს არის!


 
მასალის გამოყენების პირობები
7 ნოემბერი, 2019 12:12 p.m.
ნანახია: 115