,,უსამართლობის შეგრძნება მქონდა,  იმიტომ,  რომ ვიდექი სოფოს და ნათიას შორის" - ანუკი ბიწაძის პირველი კომენტარი შოუს დატოვების შემდეგ - Gemrielia.ge

,,უსამართლობის შეგრძნება მქონდა,  იმიტომ,  რომ ვიდექი სოფოს და ნათიას შორის" - ანუკი ბიწაძის პირველი კომენტარი შოუს დატოვების შემდეგ

 

ანუკი ბიწაძე საზოგადოებამ "მასტერშეფიდან" გაიცნო. მის გამოსვლას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინდელი ეთერის შემდეგ კი მან პროექტი დატოვა. გადავწყვიტეთ მასთან გასაუბრება, რათა ჩვენი ინტერვიუთი  ანუკი  უკეთ გაიცნოთ.

 

 

- რატომ გადაწყვიტე "მასტერშეფში" მონაწილეობა?


მომწონს კულინარია და ვფიქრობ,რომ კარგად გამომდის, ამიტომ  ვცადე, რატომაც არა?!

 


- ინფლულენსერობა უკეთ გამოგდის თუ მზარეულობა?


ორივე განსხვავებული მხარეა.მზარეულობა არის უფრო ოჯახური საქმე, რომელსაც ყოველდღე ვაკეთებ და მსიამოვნებს კიდეც. ინფლუენსერობა არის ერთგვარი შემოსავლის წყარო, რომელსაც ასევე სიამოვნებით ვაკეთებ, უბრალოდ მას სხვა დატვირთვა აქვს ჩემს ცხოვრებაში.ვერ გამოვყოფ, რომელი უკეთ გამომდის, ალბათ, ორივე ერთ დონეზე


- რომელია ის სამი სიტყვა,რომელიც აღწერს შენს დამოკიდებულებას კულინარიისადმი?


კრეატივი,თანამედროვე,განსხვავებული 

 

- რას ეტყოდი ადამიანებს,რომლებიც უარყოფით კომენტარებს წერენ?


დამოკიდებულება საერთოდ არ მაქვს მათ მიმართ. ემოციასაც არ იწვევენ ჩემში, არც ვბრაზდები. ალბათ, ერთი მხრივ, ეს ასეც უნდა იყოს. არ შეიძლება, ყველას მოვწონდე და ამის პრეტენზიაც არ მაქვს. მეორე მხრივ, ის კომენტარები იმდენად არაადეკვატურია და იმდენად არ ზის არაფერში, რომ ვერ ვხვდები, რა ემოცია უნდა მქონდეს. მგონია, რომ იგნორი ყველაზე კარგი საშუალებაა ასეთი კომენტარების კითხვის დროს.

 

 

-კერძი,რომელიც მეგობრებს ყველაზე მეტად მოსწონთ...


ყველაზე ძალიან მოსწონთ ბურგერები. ბევრნი არიან და ყველაზე მარტივად ვუკეთებ.


-რომელი პროდუქტის გარეშე  ვერ წარმოგიდგენია სამზარეულო?


მარილი.


-კერძი,რომელსაც არ შეჭამდი...


ბეკონიანი შუ. 


-ყველაზე უცნაური რა გიჭამია?


არაფერი მეუცნაურება, რასაც ვსინჯავ.


-დაპირისპირება მონაწილეებს შორის რეალურია, თუ მხოლოდ შოუს ელემენტია?


ყველამ ვიცით, რომ კულინარიის გარდა მივედით რეალით შოუში და ეს ჩვენთვის არ იყო უცხო. რა თქმა უნდა, შოუა და საინტერესოა სანახაობრივადაც. იქ ისეთი დაძაბულობა და  კონკურენციაა, რომ ყველაფერი რეალურ დაპირისპირებაში გადადის.

 

 

-ჟიურის რომელ წევრს გამოარჩევდი და რომელი იყო შენთვის ყველაზე არაობიექტური?


არაობიექტური, ალბათ, ლუკა იყო.  მასაც გაუკეთებია გებჟალია და მისი გაკეთებული გებჟალიის შემდეგ ჩემს გებჟალიაზე დაჟანგებული როგორ თქვა, არ ვიცი.

 

-რომ შეგეძლოს, შეცვლიდი კერძს, რომელმაც პროექტი დაგატოვებინა?

რომ შემეძლოს იმ დროის დაბრუნება,  კერძს არ შევცვლიდი და არც არაფერს დავამატებდი, რადგან რასაც მოითხოვდა ჟიური, ზუსტად ის იყო. ჩემი გებჟალია  ახალი და განსხვავებული იყო და არა,  რაღაც ტრადიციული მეთოდით წასული. რაც მქონდა ჩანაფიქრი, ზუსტად ის გამომივიდა და ვიყავი ძალიან კმაყოფილი.

 

-გრძნობა,რომელიც წინსაფრის მოხსნამ გამოიწვია...


გული დამწყდა,მეწყინა.უსამართლობის შეგრძნება მქონდა,  იმიტომ,  რომ ვიდექი სოფოს და ნათიას შორის. ორი აუთსაიდერი, რომლებიც პირველ ტურშიც დასახელდნენ ცუდი კერძების ავტორებად.  მეორე ტურში  ჩემზე გაცილებით ცუდი შეფასებებიც მიიღეს და ამ დროს, ყაურმის ფონზე ჩემი გებჟალიის გაგდება ძალიან უსამართლობა იყო.  მგონია, რომ ჩემი კერძი არ დაფასდა ბოლომდე.

 


-სტრესულმა გარემომ იმოქმედა შენს კერძზე?


ზუსტად ვიცი, რომ ამ დაძაბულობასა და სტრესს ჩემს კერძზე არ უმოქმედია.


-"ინსტაგრამის" სტატუსად გიწერია,რომ ცხოვრებაში არ უნდა დანებდე და როგორ აპირებ ერთგვარი მარცხის შემდეგ საკუთარი თავის განვითარებას?


თავიდან უსამართლობის შეგრძნება მქონდა.  ვიფიქრე, რომ საერთოდ აღარაფერს გავაკეთებ, რა აზრი აქვს-მეთქი. დრო რომ გავიდა და ცივი გონებით გადავხარშე ყველაფერი, ვფიქრობ, რომ პირიქით - ეს უფრო  დიდი სტიმული იქნება ჩემთვის,  რომ უფრო მეტი რამ ვისწავლო. მე არ ვარ პროფესიონალი, არც კულინარიის აკადემია დამიმთავრებია და არც მიმუშავია ამ პროფესიით სადმე .ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და მგონია,რომ ამით ადამიანებსაც ვანიჭებ სიამოვნებას, რაც ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის.