როგორ შევინახოთ პომიდორი ცოცხლად? - ძლებს 6 თვემდე - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ პომიდორი ცოცხლად? - ძლებს 6 თვემდე

 

პომიდვრის ზამთრისთვის შენახვის ყველაზე გავრცელებული გზა მისი დაკონსერვება ან საწებლის მომზადებაა, მაგრამ თუ პომიდვრის ცოცხლად შენახვა გსურთ, ნაცნობი მეთოდები ცოტა ხნით დაივიწყეთ და მისი გაყინვა სცადეთ.

 

Image result for plum

 

რა უპირატესობა აქვს პამიდვრის გაყინვას?


-    არ სჭირდება განსაკუთრებული მოწყობილობები. ერთადერთი, რაც გჭირდებათ, სამზარეულოს პარკია... და ადგილი საყინულეში. 


-    ძალიან მოსახერხებელია. არ მოითხოვს ქილებს, მათთვის ადგილის გამოყოფას საკუჭნაოში და მერე მათ გახსნაზე ხელების გადატყავებას, რადგან ის რაც თქვენ გჭირდებათ, სამზარეულოშივე, საყინულეში გაქვთ შენახული. სასურველ სოუსსა თუ საწებელს ამზადებთ წამებში და ტკბებით მისი გემოთი.


-    იღებთ იმდენს, რამდენიც გჭირდება. რამდენჯერ გაგიხსნიათ 5-კილოგრამიანი ქილა და მერე გინანიათ, რადგან მაცივარში მის შესანახად ადგილი ვერაფრით ვერ გამოგიახავთ? გაყინულ პამიდორს კი იმდენს აიღებთ, რამდენსაც მოისურვებთ. აი, ასე, მარტივად!

 

 

Image result for salsa sauce

 

წვნიანები, სოუსები, სალსა?

არც მათი მომზადებაა პრობლემა. გაყინული პომიდორი საკმაოდ კარგად ინარჩუნებს არომატს. დააბლენდერეთ თქვენს საყვარელ სანელებლებთან ერთად და დატკბით ზაფხულის არომატით ზამთარშიც.


როგორ გავყინოთ პომიდორი?


პომიდორი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ამოუჭერით თავის ნაწილი. მოიმარჯვეთ სამზარეულოს პარკი (შესაკრავიანი) და მოათავსეთ შიგნით პამიდვრები.


პარკიდან ჰაერის ამოსატუმბად წვენის საწრუპი გამოგადგებათ. თითქმის მთლიანად შეკარით პარკი, დატოვებულ ადგილას ჩადეთ საწრუპი და ჰაერი შეისუნთქეთ. შემდეგ ამოიღეთ პარკიდან და პარკი მთლიანად შეკარით. შედეთ საყინულეში.


ერთხელ გაყინული პომიდორი ექვს თვემდე ინახება. გამოყენებამდე 30 წუთით ადრე გამოიღეთ საყინულიდან და ოთახის ტემპერატურაზე დააყოვნეთ. რა თქმა უნდა, შეიძლება, ჩვეულებრივად მიირთვათ, მაგრამ განსაკუთრებულად გემრიელია სოუსებსა და საწებლებში. რაც მთავარია, ყოველთვის გექნებათ მთლიანი პომიდორი საყინულეში, რომლისგანაც ნებისმიერ დროს დაამზადებთ სასურველ სოუსსა თუ საწებელს მხოლოდ და მხოლოდ ბლენდერის გამოყენებით.


იდეები გაყინული პამიდვრის გამოსაყენებლად:

 

Image result for tomato sauce for pizza


იტალიური პომიდვრის სოუსი პიცისთვის


ინგრედიენტები:


•    ნიორი - 2 კბილი
•    პომიდორი, კანგაცლილი - 500 გ
•    ზეითუნის ზეთი - 1-2 ს/კ
•    მარილი და წიწაკა - გემოვნებით
•    ხმელი ბაზილიკი ან შაშკვლავი


მომზადების წესი:


ზეთში მოვშუშოთ ნიორი, დავუმატოთ დაქუცმაცებული პომიდორი, ხმელი ბაზილიკი და ვადუღოთ, სანამ ზედმეტი წვენი დაშრება, ბოლოს დავუმატოთ მარილი და წიწაკა. გამოვიყენოთ გაგრილებული.

 

 

პომიდვრის პიურე

 

Related image


ინგრედიენტები:


•    პომიდორი - 500 გ
•    ხახვი - 1
•    ნიორი - 2 კბილი
•    ძმარი - 1 სკ
•    მარილი
•    წიწაკა


მომზადების წესი:


პომიდორი დააბლენდერეთ მოშუშულ ხახვთან და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად. ბოლოს დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. თუკი ანადუღარ წყალს დაუმატებთ, პიურეს ნაცვლად სოუსს მიიღებთ, რომელიც პიცისა და მაკარონისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.