რჩევები 2020 წლის საშობაო სუფრის მოსართავად - Gemrielia.ge

რჩევები 2020 წლის საშობაო სუფრის მოსართავად

 

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იწყება ფიქრი დეკორაციებზე, სახლის დიზაინსა თუ ნაძვის ხის მორთულობაზე. სუფრის გაწყობა ხელოვნების დონეზე შეიძლება წარმოვიდგინოთ, რადგან მიუხედავად იმისა,რომ ეს პროცესი, ერთი შეხედვით, შეიძლება მარტივი  მოგვეჩვენოს, ვერ ვიტყოდით, რომ ნამდვილად ასეა. დღევანდელი ტენდენციებით მინიმალისტური და დახვეწილი სტილია აქტუალური. 

შემოგთავაზებთ სუფრის გაფორმების რამდენიმე იდეას, რომელიც თითქმის ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოეწონება.

 

 

2020 წლის ტენდენციებზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ თეთრი ვირთხის წელი მოდის, რომელსაც უყვარს სილამაზე, ღია ფერებთან ასოცირებული სიმსუბუქე და გემრიელი საჭმელი, აქცენტი შეგვიძლია თეთრ, ვერცხლისფერ და კრემისფერ ფერებზე გავაკეთოთ.

 

 

იმისათვის, რომ საშობაო სუფრა მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იყოს მხოლოდ ღია ტონალობაში გადაწყვეტილი ფერთა გამით, შეგვიძლია, თვალისმომჭრელი და ბრჭყვიალა დეკორაციებიც შევიტანოთ არჩეულ სტილში.

ზოგისთვის წითელი ფერი და მისი  კომბინაცია ასოცირდება ახალ წელთან - წითელი სუფრა, სანთლები ნაძვისხის აქსესუარები თუ სხვა.

 

უფრო ნეიტრალურია ოქროსფერ ფერებში გადაწყვეტა. არც გადატვირთული, არც ძალიან მძიმე.

 

მარტო სუფრის ფერით, ხელსახოცების გაწყობით და თუნდაც სანთლებით არ იქმნება დეკორაცია. მათთან კომბინაციაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ციტრუსი, დარიჩინი, გირჩები თუ წითელი მოცვის პატარა ტოტები, რომლის არომატიც ახალ წელთან ალბათ ბევრისთვის ასოცირდება.

 


 

 

 

 

ნინო ქემოკლიძე