გემოები, რომლებიც ზამთარს უხდება - Gemrielia.ge

გემოები, რომლებიც ზამთარს უხდება

 

ზამთრის მოსვლა ბევრი ადამიანისთვის გარკვეულ კერძებთან  და სასმელებთან ასოცირდება. ალბათ, ქართველებისთვის განსაკუთრებით ჩურჩხელას და გოზინაყს ექნება ის გამორჩეული გემო, რომელიც ზამთარს გაგვახსენებს, სუსხიან დღეებს კი ცხელი სასმელებით გავითბობთ. ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გატარებულ ზამთრის ცივ დღეებს, ბუხართან, გლინტვეინის ან უბრალოდ ცხელი შოკოლადის არომატი სასიამოვნო მოგონებად დალექავს ჩვენს მეხსიერებაში.


იმისთვის, რომ გაგიხალისოთ ზამთარი, Gemrielia.ge შემოგთავაზებთ მარტივად მოსამზადებელ დესერტს, რომელიც ალბათ დაიმსახურებს ჩვენი მკითხველის მოწონებას და ზამთრის არომატებზე საუბრისას თავს შეახსენებს. 

 

ღუმელში გამომცხვარი კომში დარიჩინის არომატით:

 


ინგრედიენტები:


•    კომში - 2
•    ლიმონის და ფორთოხლის წვენი - 2 ს/კ
•    დარიჩინი 
•    ნიგოზი
•    შაქარი - 4 ჩ/კ
•    თაფლი - 4 ჩ/კ 
•    კარაქი - 4 ს/კ

 

 

მომზადების წესი :
გავრეცხოთ კომში, გავჭრათ შუაზე და ფრთხილად ამოვაჭრათ გული. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ შაქარი და დავალაგოთ კომში ისე, რომ გაჭრილი მხარე ზემოთ მოექცეს. ღიღოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ 1 ჩ/კ კარაქი, ნიგოზი გემოვნებით, 1ჩ/კ თაფლი, თავზე მოვაყაროთ 1 ჩ/კ შაქარი და მოვაყაროთ დარიჩინი. მოვასხათ ლიმონის და ფორთოხლის წვენი. გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წუთი, ამ დროში კომში დარბილდება და გამოუშვებს წვენს, რომელიც ცხობის პერიოდულად უნდა მოვასხათ.

 

გლინტვეინი :

 

 

ინგრედიენტები : 


•    ტკბილი წითელი ღვინო - 1 ბოთლი
•    დარიჩინის ჩხირი - 1
•    ლიმონი - 1
•    ფორთოხალი - 2
•    ვარსკვლავა ანისი - 2 
•    მიხაკი

 

მომზადების წესი :


ქვაბში ჩაალაგეთ დაჭრილი ფორთოხალი, ლიმონი და სხვა არომატის მიმცემი ინგრედიენტები და დაასხით ღვინო.  დაადგით დაბალ ცეცხლზე, ისე რომ გაცხელდეს, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე. მიირთვით ცხელი. 
თუ ღვინოს საკმარისი სიტკბო არ ექნება, შეგიძლიათ შაქრის დამატება. 

 

ნინი ქემოკლიძე