როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა? - ქართველი შეფმზარეულის რჩევები - Gemrielia.ge

როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა? - ქართველი შეფმზარეულის რჩევები

 

  ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ყველა ოჯახში მატულობს ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა იყოს მათ საახალწლო სუფრაზე. ქართველები ტრადიციულ სუფრას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შესაბამისად, სურვილი იმისა, რომ მაგიდაზე ჩანგლის დასადები ადგილიც არ დარჩეს უფრო და უფრო იზრდება.  არსებობს რამდენიმე კერძი, რომლებიც სადაც არ უნდა მივიდეთ სტუმრად, საახალწლო სუფრაზე აუცილებლად დავინახავთ. 

 


რა უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე ?


უგემრიელესი და შეუცვლელი სააახლწლო სუფრის ტკბილეული, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს გოზინაყია, რაც თაფლისა და ნიგვზისგან მზადდება, მაგრამ ორივე აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური, რათა სასურველი გემოს მქონე ტკბილეული მივიღოთ.


ასევე განსაკუთრებულად გემრიელი ტკბილეული, რომელიც ხალისითა და სიყვარულით მზადდება და რომლის დანახვაზეც ყველა თითებს იკვნეტს, ჩურჩხელაა. მისი მომზადება არცისე რთულია. მოსამზადებლად გჭირდება : ბადაგი, თხილი ან კაკალი, ფქვილი, ნემსი და მაგარი ძაფი, რათა ააგოთ ეს ყველაფერი მასზე.

Image result for georgian traditional new year supra


საახალწლო სუფრის განუყოფელი კერძი, რომელსაც ნიგვზით და ქათმის ან ინდაურის ხორცით ვამზადებთ, საცივია.


სალათებიდან ქართულ სუფრაზე შევხვდებით ოლივიესა და ქათმის სალათს.  ოლივიე ბოსტნეულისა და სანელებლების კარგ შეზავებას მოითხოვს. ქათმის სალათს კი მაიონეზი, მწვნალი და კიტრი უგემრიელესს ხდის. ისინი ყველა სუფრას ალამაზებენ და ამრავალფეროვნებენ.

Image result for ქათმის სალათა


გოჭი - რომლის დანახვაზეც სუფრიდან ყველა დგება და დიასახლისს ეგებება, რადგან ეს საყვარელი და უგემრიელესი კერძი სუფრის ცენტრში მოათავსონ.
საახალწლო სუფრის დამამშვენებელი ელემენტი ასევე ხაჭაპურია, რომელიც უგემრიელესი ყველისგან და ცომისგან მზადდება. ხაჭაპურთან ერთად ხშირად ლობიანიც ამშვენებს სუფრას.


საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით რჩევები მოვისმინეთ შეფისგან, რომელიც ამ სფეროში 7 წელია მუშაობს. მან კულინარია საქართველოს კულინარიის აკადემიაში შეისწავლა და ჩვენს მკითხველს უზიარებს თავის გამოცდილებას.


რა შეცდომებს უშვეენ დიასახლისები ხორცის მომზადებისას ?


უდიდესი შეცდომა,რომელსაც ადამიანები ხორცის მომზადებისას უშვებენ,როგორც ახალ წელს,ისე სხვა დღეებში,არის ის,რომ ისინი ყინავენ მას და შემდეგ მის გალღობას წყლის საშუალებით ცდილობენ -  ეს არაფრით არ შეიძლება, ასევე ხის დაფაზე ხორცის დაჭრა არ შეიძლება, რადგან იქ ძალიან ბევრი ბაქტერიაა და შეიძლება მას გაყვეს.


 რომელ სასმელს შეუხამებდით საახალწლო კერძებს ?


 ახალ წელს სასმელი ყურადღებით და საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ. არ შეიძლება ნებისმიერ კერძს ნებისმიერი სასმელი მიაყოლოთ. გირჩევთ, სადღესასწაულო სუფრისთვის არჩევანი ღვინოზე შეაჩეროთ. იმასაც გეტყვით, რომ შამპანური ახალი წლის სუფრაზე უნივერსალურია, მაგრამ ღვინო, განსაკუთრებით კი წითელი ღვინო ძალიან უხდება ნებისმიერ კერძს. ის უფრო ხსნის არომატებს და გემოებს.

Related image


 ნაბახუსევისგან თავის დასაღწევად რის მირთმევას ურჩევთ ჩვენს მკითხველს ?


 ყველა ადამიანი ცდილობს ამ დღისთვის სწორად შეარჩიოს ისეთი სასმელი, რომელიც ყველა კერძს მოუხდება. თან ისე, რომ მეორე დღეს ნაბახუსევმაც არ შეგვაწუხოს და ამით სადღესასწაულო განწყობა არ გაგვიფუჭოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ბედნიერ გართობასა და დროის ტარებას თან ახლავს ნაბახუსევი. ნაბახუსევისგან თავის დასაღწევად გირჩევდით აზიური სამზარეულოდან რომელიმე ბულიონი მიირთვათ. აზიელები ბულიონის მოხარშვის სპეციალისტები არიან და უგემრიელესი ტომ იემის სუპი აქვთ. ქართული სამზარეულოდან კი კარგია ჩიხირთმა და ხაში.

 

Image result for tom yum soup


ხშირად ქართველები დღესასწაულებისთვის საკმაოდ ბევრ კერძს ამზადებენ, როგორ უნდა შევინახოთ საჭმელი სწორად, რომ არ გაფუჭდეს ? 


 საჭმლის სწორად შესანახად კონტეინერი და პლასტიკია საჭირო, რომელსაც გადააკრავ კონტეინერს და შეინახავ. საჭმელი აუცილებლად 3-7 ან 3-10 გრადუსზე უნდა ინახებოდეს.  გარეთ, აივანზე საჭმლის დადებაც , თუ დაბალი ტემპერატურაა, მაგრამ მთავარია, მას დახურული ჰქონდეს თავზე.


უცხოური სამზარეულოდან რომელ კერძს დაუმატებდით ქართულ საახალწლო სუფრას ან რას ამოიღებდი ?


 ასე არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი რამის დამატება შეიძლება. ამოღებას რაც შეეხება, ფენა-ფენა არ დავალაგებდი კერძებს. ყველი, ზემოდ ბადრიჯანი, ფხალის ასორტი და ა.შ... არაფერს არ ამოვიღებდი გემოების მხრივ, პირიქით კიდევ  რამე ქართულს დავამატებდი. ქართული გემოები ,ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. უბრალოდ შევცვლიდი საახალწლო სუფრის განლაგებას.
 

 

გიორგი გაბუნია