"გორდონიც გავახარე" - ნუცა სურგულაძის ვარდისფერი ხინკლით გაოცებული გორდონ რამსი - Gemrielia.ge

"გორდონიც გავახარე" - ნუცა სურგულაძის ვარდისფერი ხინკლით გაოცებული გორდონ რამსი

 

„მასტერშეფის“ მეორე სეზონში ყველა საინტერესო კონკურსანტმა მოიყარა თავი. ერთ-ერთ მათგანს, ნუცა სურგულაძეს, მსოფლიოში ცნობილ შეფთან, გორდონ რამსისთან მუშაობის გამოცდილება აქვს. უფრო მეტიც, მათ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, რაც გუშინდელი ამბავიც მოწმობს. 

 


გუშინ ნუცამ ინსტაგრამის სთორიში თავისი ვარდისფერი ხინკლის ფოტო დადო, რომელსაც გორდონ რამსის მიერ ტაშის დაკვრის სიმბოლო მოჰყვა. როგორც ჩანს, ქართველმა გოგონამ ცნობილი შეფის გაოცება კიდევ ერთხელ შეძლო.

 

Image may contain: 1 person, smiling, sitting, drink, table and indoor


შეგახსენებთ, ნუცა სურგულაძე 20 წლის დამწყები მზარეულია. განათლება საფრანგეთის კულინარიულ სკოლაში მიიღო. სწავლის პარალელულად პარალელულად მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებში გადიოდა სტაჟირებას. ერთ-ერთი რესტორანი გორდონ რამსის ეკუთვნოდა. ნუცა ყოველთვის დიდი ემოციით იხსენებს მასთან პირველ შეხვედრას.