1 შემთხვევა, როცა ფორთოხალი და მანდარინი მავნებელი ხდება - ეს არ უნდა გამოგრჩეთ - Gemrielia.ge

1 შემთხვევა, როცა ფორთოხალი და მანდარინი მავნებელი ხდება - ეს არ უნდა გამოგრჩეთ

შემოდგომა და ზამთარი ციტრუსის პერიოდია. ციტრუსები: ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ხილი თუ ბოსტნეული მაშინ არის სასარგებლო, როდესაც სწორ დროს მივირთმევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასარგებლოც კი მავნებელი ხდება და ჩვენს ორგანიზმს მნიშვნელოვნად აზიანებს.

 

ციტრუსები დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავს, რომელიც კუჭს აღიზიანებს. ამიტომ მისი მირთმევა არ არის რეკომენდირებული ალერგიული ადამიანებისთვის. ასევე მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწილავის პრობლემები აწუხებთ: მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი, კუჭის წყლული. სხვათაშორის, ფორთოხლის მიღება არც ლაქტაციის პერიოდშია მიზანშეწონილი.

ასევე მძიმე ალერგენად ითვლება მანდარინი. იგი მჟავიანობის დონეს მაღლა წევს და ნაწლავისა და ლუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. ასე რომ, ციტრუსი და მისი წვენი მშიერ კუჭზე, შესაძლოა, გასტრიტისა და ალერგიის მიზეზი გახდეს.

 

როდის მივირთვათ ფორთოხალი და მანდარინი?


უკვე ცხადია, რომ არავითარ შემთხვევაში დილით, უზმოზე. უმჯობესია ციტრუსი, კონკრეტულად, ფორთოხალი და მანდარინი, ჭამიდან ჭამამდე პერიოდში მიირთვათ. ციტრუსები თავის სასარგებლო თვისებებს სწორედ მაშინ გამოავლენენ, როდესაც როგორც წასახემსებელს, ისე მივირთმევთ, ანუ, მაგალითად, სადილიდან ვახშმამდე შუალედში.

 

 

ფორთოხლისა და მანდარინის გამოყენება დესერტებში, მურაბებსა და ალკოჰოლურ სასმელებშიც შეგიძლიათ. გიზიარებთ ორ რეცეპტს, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ, სანამ ციტრუსის სეზონია.
 

ფორთოხლის ჯემი


მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

 

  • ფორთოხალი - 5
  • ლიმონი - 2
  • შაქარი - 600-700 გ


მომზადების წესი:


ფორთოხალი და ლიმონი კარგად გარეცხეთ, შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ 5-10 წუთი.  სამ ფორთოხალს და ორივე ლიმონს აახეხეთ ცედრა სახეხით, ან ბასრი დანით ააჭერით, შემდეგ კი წვრილად დაჭერით.  

 

ფორთოხალი და ლიმონი დაჭერით პატარა ნაჭრებად, თან მაქსიმალურად მოაშორეთ თეთრი გარსი. გადაიტანეთ ქვაბში, დაამატეთ წვენი, რომელიც დაჭრისას გამოუვიდა, შაქარი, ცედრა და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით, 1 საათით. თუ ლიმონს და ფორთოხალს კურკები აქვს, მარლაში გამოკარით და ხარშვისას ჩააყოლეთ: ის პექტინს შეიცავს და ჯემის გასქელებას უწყობს ხელს. 

 

ჩაასხით ცხელი ჯემი ქილებში და დაახურეთ თავსახური.

 

გემრიელად მიირთვით!
 

 

მანდარინის არომატული ლიქიორი


ინგრედიენტები:

 

  • მანდარინის ახალგამოწურული წვენი - 1 ჭიქა
  • 2 ფორთოხლის ცედრა
  • არაყი - 150-200 მლ
  • შაქარი - 3/4 ჭიქა (ან მეტი)
  • წყალი - 100 მლ

მომზადების წესი:


ფორთოხალს ფაქიზად გააცალეთ ცედრა (ისე, რომ არ გაყვეს თეთრი ნაწილი). ჩაყარეთ ცედრა მანდარინის წვენში, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ და დაუმატეთ არაყი. დაახურეთ თავსახური ჭურჭელს და გააჩერეთ 3-4 დღე ბნელ, გრილ ადგილას.


შემდეგ ნაყენი გაწურეთ მარლაში ან საწურში. შაქრისა და წყლისგან გააკეთეთ სიროფი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და დაუმატეთ მანდარინისა და ფორთოხლის ცედრის ნაყენს. აურიეთ კარგად, დააფარეთ მჭიდროდ თავსახური, დადგით ბნელ ადგილას და გააჩერეთ მინიმუმ 1 თვე.

ლიქიორი რაც უფრი დიდი ხნის იქნება, მით არომატული იქნება.
არყისა და შაქრის რაოდენობა შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით ან დააკლოთ, ან მოუმატოთ.


 

გემრიელად მიირთვით!