"3 წლიანი განათლება არ მიმიღია პარიზში, მაგრამ ..." - პიტო სეთურიძე ტატუს ხელოვნებაზე, "მასტერშეფსა" და კონკურენტებზე - Gemrielia.ge

"3 წლიანი განათლება არ მიმიღია პარიზში, მაგრამ ..." - პიტო სეთურიძე ტატუს ხელოვნებაზე, "მასტერშეფსა" და კონკურენტებზე

 

ტატუ-არ­ტის­ტი, დი­ზა­ი­ნე­რი, მო­დე­ლი და უკვე მზა­რე­უ­ლი - პიტო სე­თუ­რი­ძეს, "მას­ტერ­შე­ფის" გა­მორ­ჩე­ულ მო­ნა­წი­ლეს თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა წრე­ებ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ის ქა­ლა­ქის სა­უ­კე­თე­სო ტა­ტუს ოს­ტა­ტებს შო­რი­საც სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა "მას­ტერ­შე­ფის" შემ­დეგ გა­ცი­ლე­ბით მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­იც­ნო.

 

მისი ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა ყო­ველ­თვის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას იწ­ვევს. ზოგს მისი გა­რეგ­ნო­ბა აღი­ზი­ა­ნებს, ზოგს ის, რომ კონ­კუ­რენ­ტე­ბის მი­მართ კრი­ტი­კას ღიად გა­მო­ხა­ტავს და ზოგ­ჯერ, საკ­მა­ოდ ცი­ნი­კუ­რა­დაც.

 

 

რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა „მას­ტერ­შე­ფის“ გა­და­ღე­ბე­ბის დროს და რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს კონ­კუ­რენ­ტე­ბის მი­მართ პიტო სე­თუ­რი­ძეს AMBEBI.GE-სთან მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

 

- პირ­ვე­ლი ტატუ რო­დის გა­ი­კე­თე?

 

- 13 წლის ვი­ყა­ვი და მერე ძა­ლი­ან ვი­ნა­ნე. აშ­კა­რად ცუ­დად გა­მი­კე­თეს, ხელს რომ ვხრი­დი, ფორ­მა ეც­ვლე­ბო­და. მერე გა­და­ვი­კე­თე. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით, სხვებ­საც ვურ­ჩევ, რომ პა­ტა­რა ასაკ­ში ტა­ტუს გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ და მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ი­ხა­ტონ თუ და­ი­წე­რენ რამე, როცა მათი გე­მოვ­ნე­ბა ასე თუ ისე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ახლა 30 ტატუ მაქვს და ალ­ბათ, ამა­ზე არ გავ­ჩერ­დე­ბი.

 

იმ­დე­ნად მომ­წონ­და ტა­ტუ­ე­ბის კე­თე­ბა, რომ ძა­ლი­ან მინ­დო­და, თა­ვა­დაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ არ გა­მო­მი­ვი­დო­და, მაგ­რამ იმა­ზე მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე მე­გო­ნა.

ახლა ყვე­ლა­ფე­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მია, ინ­ტერ­ნე­ტით ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა შეგ­ვიძ­ლია. მეც უამ­რა­ვი რა­ღაც წა­ვი­კი­თხე ტა­ტუს ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, სპე­ცი­ფი­კა­ზე, აპა­რა­ტიც შე­ვი­ძი­ნე და მე­ო­თხე წე­ლია ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად, ჩემს ეს­კი­ზებ­ზე ვმუ­შა­ობ, ვა­კე­თებ მხო­ლოდ იმას, რაც მეც მომ­წონს, რად­გან არ მინ­და, ეს საქ­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ და რუ­ტი­ნად გა­და­იქ­ცეს, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე.

 

 

- რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ამ სფე­რო­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა?

- სხვა­თა­შო­რის, არა. ამ სფე­რო­ში არა­ვინ არ იყო ისე­თი, ვინც სა­კუ­თარ ეს­კი­ზებ­ზე მუ­შა­ობ­და. ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­კუ­თარ ხე­ლო­ბას ყი­დი­ან და არა ნა­მუ­შევ­რებს. მე კი ყო­ველ­თვის სა­კუ­თარ ეს­კი­ზებ­ზე მუ­შა­ო­ბა მი­ტა­ცებ­და, ამი­ტომ რომ მივ­ხვდი, სა­კუ­თა­რი ნიშა შე­მეძ­ლო მქო­ნო­და, საქ­მე და­ვი­წყე. ასე­ვე, აქამ­დე ძა­ლი­ან ერი­დე­ბოდ­ნენ ფე­რებს, მე კი ფე­რად ეს­კი­ზებ­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

 

- რო­გორც ვიცი, ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ. ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა გი­ზი­დავს?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პის 15 ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, აზი­ის ქვეყ­ნე­ბი უფრო მი­ზი­დავს. ინ­დო­ეთ­მა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. მზე, ზღვა და პალ­მე­ბი უფრო ჩე­მია, ვიდ­რე ყინ­ვა და ქურ­თუ­კე­ბი. ეს ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზეც ისა­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ტატუ წი­თე­ლი დრა­კო­ნია, რო­მე­ლიც ხელ­ზე მაქვს.

 

 

- კუ­ლი­ნა­რი­ით რო­დის და­ინ­ტე­რეს­დი?

- კუ­ლი­ნა­რია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მა­შინ შე­მო­ვი­და, რო­დე­საც ბე­ბია გარ­და­მეც­ვა­ლა და აღა­რა­ვინ დარ­ჩა, ვინც საჭ­მელს მო­მიმ­ზა­დებ­და. საჭ­მელს რომ ვუკ­ვე­თავ­დი, არა­სო­დეს მო­დი­ო­და ისე­თი, რო­გო­რიც მე მინ­დო­და. მერე ჩემი ფან­ტა­ზი­ით და­ვი­წყე პრო­დუქ­ტე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში შე­რე­ვა, ინ­ტერ­ნეტ­ში რე­ცეპ­ტე­ბის კი­თხვა და ნელ-ნელა განვვი­თარ­დი. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხე­ლით მუ­შა­ო­ბა სხე­ულ­ზე, ტყავ­ზე, ნა­ჭერ­ზე, ხე­ზეც თუ მე­ტალ­ზეც.

 

კუ­ლი­ნა­რია მე­დი­ტა­ცი­ას მა­გო­ნებს. ერთ კონ­კრე­ტულ მო­მენტზე კონ­ცენ­ტრირ­დე­ბი, სხვა ყვე­ლა ფიქ­რი იშ­ლე­ბა. ეს პა­ტარ-პა­ტა­რა მე­დი­ტა­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ ცოტა ხნით ყვე­ლა­ფერს მო­წყდე.

 

 

- "მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ჩემი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა მო­მინ­და. ვი­ფიქ­რე, რა­ტო­მაც არა? კვი­რა­ში ოთხი დღე მთლი­ა­ნად ამ პრო­ექ­ტზე ვარ გა­დარ­თუ­ლი, სულ რე­ცეპ­ტებ­ზე ვფიქ­რობ. თუ რა­ღა­ცას ვი­წყებ, ბო­ლომ­დე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ. ვფიქ­რობ, იმის­თვის, რომ ჩვე­ნი მიზ­ნე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა სამ­წლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­მი­ღია პა­რიზ­ში თუ თბი­ლის­ში, მაგ­რამ ახლა ვი­ღებ ცოდ­ნას და ვცდი­ლობ, კრე­ა­ტი­უ­ლი ვიყო. იხილეთ გაგრძელება...