მარტივად მოსამზადებელი საუზმის/ვახშმის 5 ორიგინალური რეცეპტი, წითელი ხიზილალითა და თევზით - Gemrielia.ge

მარტივად მოსამზადებელი საუზმის/ვახშმის 5 ორიგინალური რეცეპტი, წითელი ხიზილალითა და თევზით

 

ხიზილალა - დელიკატესია, რომელიც ორაგულისებრთა ოჯახის თევზისგან მიიღება და უამრავ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. თევზეული კი იდეალური წყაროა ცილების მისაღებად. ის ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს. ადამიანის ორგანიზმისთვის სასურველია, რომ კვირის განმავლობაში, ორი ულუფა თევზი მიიღოთ, რომლიდანაც ერთი ულუფა იქნება ცხიმიანი თევზი. სასარგებლო თვისების მისაღებად აუცილებელია, რომ პროდუქტი მაღალი ხარისხის იყოს. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, თუ სად და რა ბრენდის თევზს ვყიდულობთ. თევზის მრავალფეროვან და ხარისხიან არჩევანს გვთავაზობს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ოკეანე“, რომლის ასორტიმენტში გამორჩეული ადგილი უჭირავს პრესერვებს.

ოკეანის“ ორაგულისებრთა  ხიზილალა ოზურგეთში, კომპანიის მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოჰყავთ. ის უმაღლესი ხარისხის ნატურალური პროდუქტია და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კარგი ხიზილალისთვის მახასიათებელ თვისებებს შეიცავს. პროდუქტი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა. მისი შეძენა წონით შეგიძლიათ.  ასევე, კომპანიას აქვს იმპორტირებული ხიზილალა - "ოხტომორიე," რომელიც არის უმაღლესი ხარისხის ორაგულის (ღურკანა) ხიზილალა.
 


გთავაზობთ ხუთ უგემრიელეს, განსხვავებულ, ნოყიერ და სასარგებლო რეცეპტს ხიზილალის და თევზის შემადგენლობით, რომელიც აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენს დილის, ან საღამოს რაციონში.
 

1. ბუტერბროდი ნორვეგიული ორაგულით, თხის ყველითა და წითელი ხიზილალით

 


ინგრედიენტები:

  • ნორვეგიული ორაგული 50 გ.
  • თეთრი პური 1 ნაჭერი
  • რუკოლა 1 ძირი
  • წითელი ხიზილალა 1 ჩ/კ.
  • თხის ყველი 50 გ.
  • მწვანე ხახვი 1 ღერი.
  • პილპილი გემოვნებით
  •  

 

მომზადების წესი: 

პურის ნაჭერი გახუხეთ ტაფაზე, ან ტოსტერში. რუკოლა გარეცხეთ და გააშრეთ. მწვანე ხახვი (თეთრი ნაწილი) დაჭერით პატარა რგოლებად. 
გახუხულ პურზე დადეთ ორი ნაჭერი თხის ყველი (თხლად დაჭრილი); რუკოლა, მწვანე ხახვი, 2-3 ნაჭერი ორაგული. მოაყარეთ ზემოდან შავი პილპილი და დაადეთ წითელი ხიზილალა. (სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოამზადოთ კვერცხი „პაშოტი“ და ბუტერბროდს ზემოდან დაადოთ). 

 

 

2. ბუტერბროდი „ზღვის ნიჟარა“

 


ინგრედიენტები:
 

  • მრგვალი პურები 5 ცალი
  • ზეთოვანი თევზი 100 გ.
  • მწყრის კვერცხი 5 ცალი
  • ქათმის კვერცხი 2 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • მაიონეზი 100 გ.
  • წითელი ხიზილალა 50 გ.


მომზადების წესი: 

მრგვალი ფუნთუშა პურები გაჭერით შუაზე, ოღონდ ბოლომდე არ გააცალკევოთ. ქვედა ნაწილს ამოაცალეთ რბილობი. 
თევზი დაჭერით ძალიან პატარა ნაჭრებად. მოხარშეთ კვერცხები. ქათმის კვერცხის გულს შეურიეთ ხიზილალა, თევზი და მაიონეზი. 
პურის ამოღრუტნულ ნაწილში ჩადეთ კოვზით მიღებული მასა, ზემოდან დაადეთ მწყრის მოხარშული კვერცხი, რომელიც მარგალიტის როლს შეასრულებს. მორთეთ გარშემო წითელი ხიზილალას ბურთულებით.

 

3. „სკრემბლი“ წითელი ხიზილალით, მოცარელათი და რიკოტათი

 

 

 



ინგრედიენტები:
 

  • ქათმის კვერცხი 3 ცალი
  • ყველი „მოცარელა“ 30 გ.
  • ყველი „რიკოტა“ 35 გ.
  • წითელი ხიზილალა 30 გ.
  • მცენარეული ზეთი 10 მლ.

 


მომზადების წესი: 

კვერცხები ათქვიფეთ. მოცარელა გახეხეთ სახეხზე და შეურიეთ კვერცხს. გაცხელებულ ტაფაზე მოასხით ზეთი და კვერცხი კარგად შეწვით. გადაიტანეთ თეფშზე, ზემოდან მორთეთ „რიკოტათი“ და წითელი ხიზილალით. 

 

4. პიცა ორაგულით

 


ინგრედიენტები:
 

  • ნორვეგიული ორაგული 1 შეფუთვა.
  • ორეგანო 20 გ.
  • ყველი „მოცარელა“ 150 გ.
  • სოიოს სოუსი 1 ს/კ.
  • ნიორი 1 კბილი.
  • პიცის ცომი 150 გ.
  • ნაღები 50 მლ.
  • წითელი ხიზილალა გემოვნებით.

 


მომზადების წესი: 

დაჭერით წვრილ, გრძელ ნაჭრებად ნორვეგიული ორაგული. 
ნიორი დაჭყლიტეთ შეურიეთ გახეხილი „მოცარელა“ ნაღებს, დაუმატეთ სოიოს სოუსი, ნიორი, მარილი, ზეითუნის ზეთი. ეს მასა გადაიტანეთ ცომზე, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი მოცარელა. 
აცხვეთ 250 С-ზე, სანამ ცომი ოქროსფრად არ შეიფერება. დაჭერით 8 ნაჭრად და ზემოდან წითელი ხიზილალა წაუსვით. 

 

5. ბლინები ქაშაყით და ხიზილალით


ინგრედიენტები:

  • წითელი ხიზილალა 50 გ.
  • ქაშაყის ფილე 1 ნაჭერი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • ქინძი გემოვნებით

ბლინის ცომი:

  • კვერცხი - 3
  • რძე - 3 ჭიქა
  • ფქვილი - 1.5 ჭიქა
  • შაქარი - 3 ს.კ.
  • ზეთი - 3 ს.კ.
  • მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესი: 

 კვერცხი ათქვიფეთ აქაფებამდე, დაამატეთ 1 ჭიქა რძე, მარილი, შაქარი. შემდეგ თანდათან დაამატეთ ფქვილი. კარგად ათქვიფეთ, რომ კოშტები არ დარჩეს. დაამატეთ დარჩენილი რძე და ზეთი. ტაფა, რომელიც არ იკრავს, საშუალო ცეცხლზე გაახურეთ, მოუსვით ზეთი პირველი ბლინის გამოცხობის წინ. დაასხით ცომი და გამოაცხეთ ბლინები ორივე მხრიდან.
ბლინებში ჩადეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქაშაყი, მწვანე ხახვი, ქინძი, გადაახვიეთ და მორთეთ წითელი ზიხილალით.

 

გემრიელად მიირთვით!