„რომ არა ის გაჭირვება, რაც გამოვიარე, მოტივაცია არ მექნებოდა“ - გაგა ვარდანიძის უცნობი წარსული „მასტერშეფამდე“ - Gemrielia.ge

„რომ არა ის გაჭირვება, რაც გამოვიარე, მოტივაცია არ მექნებოდა“ - გაგა ვარდანიძის უცნობი წარსული „მასტერშეფამდე“

"მას­ტერ­შე­ფის" მე­ო­რე სე­ზო­ნი სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სან­ტე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ისი­ნი არამ­ხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, არა­მედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი­თაც გვა­ო­ცე­ბენ.

AMBEBI.GE ამ­ჯე­რად შოუს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ კონ­კურ­სანტს, გაგა ვარ­და­ნი­ძეს გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც თა­ვი­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლი წარ­სუ­ლი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გულ­წრფე­ლად გვე­სა­უბ­რა.

 

- კერ­ძებს ბავ­შვო­ბი­დან ამ­ზა­დებ­დი?

- მე და ჩემი ძმა ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ას­თან ვიზ­რდე­ბო­დით რა­ი­ონ­ში. ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა მი­წევ­და სახ­ლში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ყვე­ლის ამოყ­ვა­ნა მიყ­ვარ­და და სხვა­თა­შო­რის, საკ­მა­ოდ კარ­გად გა­მომ­დი­ო­და. ჩვენს მე­ზობ­ლად ძა­ლი­ან კარ­გი ქალი ცხოვ­რობს, იზა. მას­სა და ბე­ბი­ას­თან ერ­თად ხში­რად ვამ­ზა­დებ­დი კერ­ძებს. ორი­ვე სა­ო­ცა­რი დი­ა­სახ­ლი­სია და დღემ­დე რა­ღა­ცებს ვე­კი­თხე­ბი ხოლ­მე.

 

 

- დედ-მამა სად იყო მაგ დროს?

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მშობ­ლებს სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა რომ მო­უ­წი­ათ. 4 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­და­ჩე­მი პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და და თურ­მე, ვერ ვი­ცა­ნი. იმ­დე­ნად იმოქ­მე­და მას­ზე, რომ თქვა, აღარ წა­ვი­დო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ბო­და. ცოტა ხანს მარ­თლა არ წა­სუ­ლა, მაგ­რამ მერე მა­ინც მო­უხ­და გამ­გზავ­რე­ბა...

ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რას აკე­თებ­დნენ ჩემი მშობ­ლე­ბი და რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ხვდე­ბო­დათ, რომ ჩვენ­თვის არა­ფე­რი მო­ეკ­ლოთ. ერთხე­ლაც, 15 წლის ვი­ყა­ვი, როცა ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე დე­და­ჩემს ვუ­თხა­რი: მინ­და მე გა­ვა­კე­თო, რა­საც შენ აკე­თებ-მეთ­ქი და თურ­ქეთ­ში წა­ვე­დი, რომ მის ად­გილ­ზე მე­მუ­შა­ვა.

ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი: ჭურ­ჭელს ვრე­ცხავ­დი იმ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, სა­დაც მა­მა­ჩე­მი მზა­რე­უ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მე იყო. 12 სა­ა­თი­დან 12-მდე ვმუ­შა­ობ­დით და შეს­ვე­ნე­ბა მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გვქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მძი­მე პე­რი­ო­დი იყო, მა­ინც კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, რად­გან მა­ქე­დან და­ი­წყო რე­ა­ლურ სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან ჩემი და­ახ­ლო­ე­ბა.

 

 

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­დის დაბ­რუნ­დი?

- რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ. სწავ­ლა გა­ვაგ­რძე­ლე. სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე, შემ­დეგ - უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ჩემს მშობ­ლებს უნ­დო­დათ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­მემ­თავ­რე­ბი­ნა და ის სირ­თუ­ლე­ე­ბი არ შემ­ხვედ­რო­და, რაც მათ შეხ­ვდათ. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ იმის­თვის, რომ მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩემს არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ში.

 

- პრო­ფე­სი­ის­თვის ბევ­რი რამე დათ­მე?

- პრო­ფე­სი­ის­თვის თავი გა­დავ­დე, კუ­ლი­ნა­რია ჩემი სუ­ლის ნა­წი­ლი გახ­და. ერთხელ მე­გობ­რე­ბი მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან, ზღვა­ზე ას­ვლას და კო­ცო­ნის დან­თე­ბას აპი­რებ­დნენ. მე მე­ო­რე დღეს გა­მოც­და მქონ­და, უნდა მე­მე­ცა­დი­ნა და უარი ვთქვი. ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და და რე­ა­ლუ­რად, ჩემ­მა იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა.

 

იხილეთ სტატია სრულად