ყველაზე ნატურალური, ხარისხიანი და უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პროდუქცია - სისუფთავე, რომელსაც იმსახურებ!
დღეს ალბათ განსაკუთრებულად აქტუალურია ხარისხისა და საიმედოობის თემა ნებისმიერ პროდუქტთან მიმართებაში. ბოლო წლებში ჩვეულებრივი მომხმარებლები ლამის წალეკა უხარისხო და მავნებელმა პროდუქციამ ნებისმიერ სფეროში. მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე გამოტანილ უამრავ საკვებ თუ საყოფაცხოვრებო ნაწარმში ძნელია იპოვო ისეთი, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა, საიმედო, რაც მთავარია, ხარისხიანი. მომხმარებლისთვის ურთულესია ამ ქაოსში სწორი არჩევანის გაკეთება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ქიმია და ჰიგიენური საშუალებები, რომლების გარეშეც ვერც ერთი ოჯახი ვერ იარსებებს და რომელთა ხარისხი, უსაფრთხოება და სანდოობა .
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველასთვის. მით უმეტეს, რომ ბევრი ინფორმაცია გვხვდება პრესასა თუ ინტერნეტსივრცეში ამა თუ იმ ბრენდის ნაწარმის მავნებლობაზე, მის უარყოფით გავლენაზე, კანცეროგენურ შედეგებზე და ა.შ.
ასეთ დროს ასმაგად უფრო სასიამოვნოა ისეთი კომპანიების არსებობა, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ საქმეს და წლების განმავლობაში არ ღალატობენ ერთგულ მომხმარებლებს. ერთ-ერთ ასეთ ბრენდზე გიამბობთ სწორედ, რომელიც 10 წელია ქართულ ბაზარზეა და ნამდვილად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს.
"ავე" ალბათ ნებისმიერი დიასახლისისთვის ნაცნობი ბრენდია. ის აერთიანებს როგორც სახლისა და ტანსაცმლის სარეცხ, ასევე თავის მოვლისა და ჰიგიენურ საშუალებებს და რომელმაც წლების განმავლობაში შეინარჩუნა და განიმტკიცა სახელი ბაზარზე და რომელსაც უამრავი დიასახლისი ენდობა. პროდუქციის ხარისხი განპირობებულია მრავალწლიანი გამოცდილების, მუდმივი კვლევების და PAKSHOO-ს პროფესიონალთა გუნდის მიერ, რომლებიც მუდამ ითვალისწინებენ მომხმარებელთა მოთხოვნებსა და სურვილებს, მუდმივად ვითარდებიან და ყოველთვის გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამის დამსახურებაა სწორედ N1 ბრენდის სახელი საწმენდ და სარეცხ საშუალებებში საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში და მადლიერი მომხმარებლები.
რით არის გამორჩეული "ავე"?
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, "ავეს" გამორჩეულობას პირველ რიგში მისი ხარისხი განაპირობებს: "განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხარისხზე და წლებია ამაზე ზრუნავს კომპანია. დანერგილია უმაღლესი სტანდარტები, რომელსაც არასდროს ვღალატობთ. საუკეთესო ხარისხი კი ვერ მიიღწევა საუკეთესო შემადგენლობის (ინგრედიენტების) გარეშე. ეს ყველაფერი განაპირობებს პროდუქციის ეფექტურობას".
რამდენად ხელმისაწვდომია?
პროდუქცია თავისი ფართო ასორტიმენტით მისაწვდომია ყველა ქსელურ დიდ თუ პატარა მაღაზიაში (კარფური, სუფთა სახლი, მაგნიტი... ), ასევე აფთიაქებსა და ტრადიციულ სავაჭრო ობიექტებში.
როგორც დიასახლისები ამბობენ, რამდენიმე უპირატესობაა, რითაც ეს პროდუქცია აირჩიეს და რის გამოც წლებია მისი ერთგულები არიან:
არჩევანის მრავალფეროვნება:
როგორც ცნობილია, "ავეს" ძირითადი მომხმარებლები არიან დიასახლისები, როდესა საქმე ეხება ქსოვილის სარეცხ საშუალებებს, ჭურჭლის სარეცხ და სხვადასხვა საწმენდ საშუალებას და ა.შ. თუმცა გარდა აღნიშნულისა, "ავეს" ბრენდის ქვეშ, პირადი მოვლის საშუალებებიც ერთიანდება, ისეთი როგორიცაა ხელის თხევადი კრემ-საპონი, შამპუნები, როგორც საბავშვო, ისე მოზრდილთა ხაზი, კონდენციონერები, დუშ-გელები და ა.შ.
ესეც მცირე ჩამონათვალი:
- ავტომატით რეცხვისთვის
- ხელით რეცხვისთვის
- თხევადი სარეცხი სითხე ფერადი სამოსისთვის
- თხევადი სარეცხი სითხე შავი და მუქი ფერის სამოსისთის
- თხევადი სარეცხი სითხე უნივერსალი
- ქსოვილის დამარბილებელი
- ჭურჭლის სარეცხი სითხე
- თხევადი კრემ საპონი
- ჰიგიენური საშუალებები დიდებისა და პატარებისთვის
ეფექტურობა:
- მხოლოდ 1 წვეთი ავე და ჭურჭელი გამოიყურება სუფთად და უნაკლოდ
- მარტივად ამარცხებს ყველაზე ძლიერ ლაქებს
- ზრუნავს ფერზე და ანიჭებს თქვენს სამოსს ყვავილების მომხიბვლელ სურნელს
- ზრუნავს ქსოვილის სტრუქტურაზე
- ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას
უსაფრთხოება:
- არ აღიზიანებს კანს
- არის ყველაზე ნატურალური
და კიდევ:
ეკონომიურია!
...როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი მთავარი მიზანია, შეუქმნან მომხმარებლებს მეტად ჰარმონიული ცხოვრების განცდა. ამიტომაც არის მათი სლოგანი "ცხოვრების ჰარმონია".
ეს პროდუქცია უზრუნველყოფს თქვენს ოჯახებს სისუფთავით, რომელსაც იმსახურებთ! აქ ხარისხი და სისუფთავე ყველა დეტალშია! აირჩიეთ "ავე"!