„ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა…“ - რა გეგმები აქვს მარტა ბარამიძეს „მასტერშეფის“ შემდეგ
„ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა…“ - რა გეგმები აქვს მარტა ბარამიძეს „მასტერშეფის“ შემდეგ

ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს "მას­ტერ­შე­ფის" ყო­ვე­ლი გა­და­ცე­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე. მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნა­ხევ­რდა, მაგ­რამ დღემ­დე გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი არ ჩანს, ყო­ველ გა­და­ცე­მას თა­ვი­სი გმი­რი ჰყავს. წინა გა­და­ცე­მის გმი­რი მარ­ტა ბა­რა­მი­ძე აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ურ­თუ­ლე­სი და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა და ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კუ­პა­ტი მო­ამ­ზა­და.

რა­ტომ და­ა­ვა­ლა ნუ­ცამ კუ­პა­ტის მომ­ზა­დე­ბა მას, რა ხდე­ბა კუ­ლი­სებს მიღ­მა, რა­ტომ გა­უ­ზი­ა­რა იმუ­ნი­ტე­ტი დი­მუს და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­მა­ვალ­ში - ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­ტა ბა­რა­მი­ძე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- ბოლო გა­და­ცე­მა­ში ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კუ­პა­ტის მომ­ზა­დე­ბა და­გე­ვა­ლა. რო­გორ ფიქ­რობ, რა­ტომ მოგ­ცა ნუ­ცამ კუ­პა­ტი მა­ინ­ცდა­მა­ინც შენ?

- ფაქ­ტია, რომ ნუცა კონ­კუ­რენ­ტად აღ­მიქ­ვამს და ჩემი წას­ვლა უნ­დო­და. რად­გან ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა მე მომ­ცა, ფიქ­რობ­და, რომ ამას თავს ვერ გა­ვარ­თმევ­დი. მარ­თლა ურ­თუ­ლე­სი და­ვა­ლე­ბა იყო ჩემ­თვის. მით უმე­ტეს, რომ კუ­პა­ტი ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მო­ვამ­ზა­დე. არც კი ვჭამ. წლე­ბის წინ მქონ­და ნა­ჭა­მი და იმით გა­ვიხ­სე­ნე, რო­გო­რი გე­მო­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- შოუ ძა­ლი­ან და­ძა­ბულ ეტაპ­ზეა. რო­გორ უმკლავ­დე­ბი სტრესს?

- გა­და­ღე­ბის დროს მარ­თლა ძა­ლი­ან დიდი და­ძა­ბუ­ლო­ბაა. ყვე­ლა ნერ­ვი­უ­ლობს და სტრეს­შია. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია, ჩემი თა­ვის გამ­ხნე­ვე­ბაა: მიდი მარ­ტა, კერძზე იყა­ვი ორი­ენ­ტრი­რე­ბუ­ლი, შენ ეს გა­მო­გი­ვა! ამა­ზე მე­ტად არა­ფე­რი არ მეხ­მა­რე­ბა იმ მო­მენ­ტში.

- შენი მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვინ არის?

- აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. ყო­ველ­დღე ისეთ სით­ბო­სა და სი­ხა­რულს ვგრძნობ, იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მწერს, რომ შოკ­ში ვარ-ხოლ­მე. ქუ­ჩა­ში მე­ხუ­ტე­ბი­ან და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ხან­და­ხან თუ და­ჟი­ნე­ბულ მზე­რას ვგრძნობ, მაგ­რამ ვხვდე­ბი, რომ ის ადა­მი­ა­ნი მოს­ვლას ვერ ბე­დავს და ერი­დე­ბა, მე მივ­დი­ვარ, ვე­ხუ­ტე­ბი. არა­ფე­რი არ არის მო­სა­რი­დე­ბე­ლი. მწე­რენ კი­დეც, საკ­მა­ოდ ხში­რად ვსა­უბ­რობთ. ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რა თან ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და დიდ სტი­მულს მაძ­ლევს, მაგ­რამ თან ცოტა არ იყოს მა­ნერ­ვი­უ­ლებს - არ მინ­და მათ იმე­დე­ბი გა­ვუც­რუო.

- შენი კონ­კუ­რენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ რომ არ ელოდ­ნენ, ასე­თი ძლი­ე­რი კუ­ლი­ნა­რი თუ იყა­ვი. შენი აზ­რით, რა­ტომ?

- შოუს და­სა­წყის­ში ჩემი ნერ­ვი­უ­ლო­ბის დონე მდუ­ღა­რე წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რას ჰგავ­და. მერე გა­რე­მოს შე­ვე­გუე, დავ­მშვიდ­დი და ჩემი თა­ვის გა­მოვ­ლე­ნა და­ვი­წყე. ამის შემ­დეგ სი­თა­მა­მეც მო­მე­მა­ტა და ალ­ბათ, ამი­ტო­მაც გა­ი­ზარ­და ჩემი კერ­ძე­ბის ხა­რის­ხი.

- შენ თა­ვად ვის აღიქ­ვამ მთა­ვარ კონ­კუ­რენ­ტად?

- არის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე, რომ­ლებ­საც ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ და მათ­თან შე­ჯიბ­რე­ბა უფრო რთუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ნუცა საფ­რან­გეთ­ში მუ­შა­ობ­და, გაგა შეფმ­ზა­რე­უ­ლია და თა­ვი­ანთ ტექ­ნი­კებს იყე­ნე­ბენ. თუმ­ცა "მას­ტერ­შეფ­ში" ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის ვა­რა­უ­დი, რო­მელ გა­და­ცე­მა­ში ვინ იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო და ვინ აღ­მოჩ­ნდე­ბა სუს­ტი.

 

იხილეთ სტატია სრულად

მასალის გამოყენების პირობები
12 დეკემბერი, 2019 10:42 a.m.
ნანახია: 222