"ბოდიში, რომ იმედი გაგიცრუეთ..." - მარიამ ქურდიანის ემოციური მიმართვა გულშემატკივრებს "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ - Gemrielia.ge

"ბოდიში, რომ იმედი გაგიცრუეთ..." - მარიამ ქურდიანის ემოციური მიმართვა გულშემატკივრებს "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

 

 

"მატ­სერ­შე­ფის" გუ­შინ­დელ­მა ეპი­ზოდ­მა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა, რომ ეს შოუ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე. პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შა მა­რი­ამ ქურ­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ მდგა­რა ლი­დე­რებ­ში, იმუ­ნი­ტე­ტიც ჰქო­ნია და ჟი­უ­რი ფი­ნალ­შიც კი მო­ი­აზ­რებ­და.

"ქარ­თუ­ლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მე­ტად იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო მიყ­ვარს და მარ­თლა ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს ტურ­ში თუ დავ­ტო­ვებ­დი "მას­ტერ­შეფს", თა­ნაც იმ დე­სერ­ტით, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს“ - გვე­უბ­ნე­ბა მა­რი­ა­მი.

რო­გორც კონ­კურ­სან­ტი აღ­ნიშ­ნავს, მისი ბედი ორმა შეც­დო­მამ გა­და­წყვი­ტა:

 

 

 

"გა­დავ­ხე­დე კონ­კურ­სან­ტებს, ყვე­ლა კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას აპი­რებ­და. მე მინ­დო­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და დე­სერ­ტის მომ­ზა­დე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი შეც­დო­მა, რად­გან დე­სერ­ტი ნამ­დვი­ლად არ არის ჩემი ძლი­ე­რი მხა­რე და ჯობ­და, უბ­რა­ლო, გემ­რი­ე­ლი კერ­ძი მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა, რო­გო­რიც არის სპა­გე­ტი.

ჟი­უ­რიმ კი მი­თხრა, არ გცოდ­ნია ტი­რა­მი­სუს კე­თე­ბაო, მაგ­რამ, რე­ა­ლუ­რად, სხვა­ნა­ი­რი ტი­რა­მი­სუს მომ­ზა­დე­ბა იყო ჩემი მი­ზა­ნი და ორ­ცხო­ბი­ლა დავ­წვი. ალ­ბათ, სწო­რედ ეს იყო ჩემი მე­ო­რე შეც­დო­მა. უგე­მუ­რი ნამ­დვი­ლად არ იყო, მაგ­რამ შოუს ამ ეტაპ­ზე უკვე პა­ტა­რა შეც­დო­მაც არ მე­პა­ტი­ე­ბო­და და ამი­ტომ პრო­ექ­ტი დავ­ტო­ვე" - ამ­ბობს შო­უ­დან წა­სუ­ლი მა­რი­ა­მი.

"მას­ტერ­შე­ფის" 15 დე­კემ­ბრის ეპი­ზო­დი იმი­თაც იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე, რომ აუთ­სა­ი­დე­რებ­ში მა­რი­ამ­თან ერ­თად მისი მე­გო­ბა­რი და ერთ-ერთი ლი­დე­რი, გაგა ვარ­და­ნი­ძე აღ­მოჩ­ნდა.

 

 

 

"მო­ვი­ტყუ­ე­ბი, რომ გი­თხრათ, არ მწყდე­ბა გული, რომ ფი­ნალ­ში არ ვარ-მეთ­ქი, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ჩემ გვერ­დით იდგა გაგა, რო­მე­ლიც არის ფან­ტას­ტი­კუ­რი მზა­რე­უ­ლი და ჩემი მე­გო­ბა­რი, ჯობ­და ისევ მე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა პრო­ექ­ტი და არა მას.

სხვა კონ­კურ­სან­ტი რომ მდგა­რი­ყო ჩემ გვერ­დით, შე­იძ­ლე­ბა, გული დამ­წყდე­ნო­და, მაგ­რამ რად­გან გაგა იდგა, ორ­მა­გად მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მე წა­ვე­დი და ის დარ­ჩა. მე მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლი ვარ, გა­გას­თვის კუ­ლი­ნა­რია ცხოვ­რე­ბაა, "მას­ტერ­შე­ფი" კი შან­სი, რომ უფრო წინ წა­ვი­დეს თა­ვის საქ­მე­ში" - ამ­ბობს მა­რი­ა­მი. იხილეთ სტატია ვრცლად