„პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - „მასტერშეფის“ რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს
"მასტერშეფის“ სამზარეულოში მხოლოდ 4 კონკურსანტი დარჩა: მარტა, გაგა, ნუცა და დიმუ. ისინი ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან და დიდი ფინალის ბილეთისთვის იბრძოლებენ.
ბრძოლა ნამდვილად დაუნდობელი იქნება, რადგან შოუში იმუნიტეტი აღარ არსებობს და კონკურსანტები ყველა დავალებას შეასრულებენ. სანამ "მასტერშეფის“ ფინალისტების ვინაობას გავიგებთ, ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ლევან კობიაშვილს დავუკავშირდით.
გავიგოთ, ვინ გაუცრუა ყველაზე მეტად იმედი, ვინ გააოცა და რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის“ მეორე სეზონის ნახევარფინალში.
- როგორ შეაფასებთ „მასტერშეფის“ მეორე სეზონს?
- ძალიან მაგარი სეზონი გვაქვს. პირველ სეზონთან შედარებით განსაკუთრებული იმით, რომ ნახევარფინალშიც კი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ მოხვდება ფინალში; ვერც იმას ვხვდებით, ვინ შეიძლება გაიმარჯვოს, ძალიან თანაბარი ბრძოლაა. სწორედ ამის გამო, ჟიურის წევრებისთვისაც უფრო საინტერესოა და როგორც ვხვდები, მაყურებლისთვისაც.
- მოლოდინები გაამართლეს?
- ნაწილობრივ, დიახ. მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვარ. "მასტერშეფი“ ნამდვილად მოულოდნელობებით არის სავსე - ვინც მეგონა, რომ ფინალში იქნებოდა, დატოვა პროექტი; ვის წასვლასაც უფრო ადრე ვვარაუდობდით - ჯერაც პროექტშია.
- კონკურსანტი, რომელმაც იმედი გაგიცრუათ.
- მარიამ ქურდიანი. ისეთი ტემპით დაიწყო, რომ დიდი მოლოდინები მქონდა, მეგონა, უფრო მოუმატებდა და მოუმატებდა, მაგრამ ბოლოში რა დაემართა, არ ვიცი. შეიძლება, სტრესმა შეუშალა ხელი, მორალურად გატყდა... ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ პროექტი დაატოვებინა. ეს კონკურსია - პატარა შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. იხილეთ სტატია სრულად